#7643145 · 8 Dec 2007, 01:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვეთანხმები თუ არა გამოკითხვას? უცნაური შეკითხვაა. ხმა მივეცი "კი"-ს. მიზეზი გაბოლდებულია.
დარწმუნებული ვარ, რომ მესინჯერის რესურსები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზული, რეპრეზენტატიული გამოკითხვა ჩაეტარებინათ.
შესაბამისად, ეს გამოკითხვა (ისევე, როგორც სხვათა უმრავლესობა), მკაცრი გაგებით, სტანდარტებში არ ჯდება.
ამასთანავე, შედეგები ჩანს საკმაოდ რეალური... თბილისის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვისთვის.
თბილისის გარეთ მდგომარეობას რომ არ მოიცავს, ამას იმიტომ კი არ ვვარაუდობ, რომ სააკაშვილს არ აქვს 35%ზე მეტი, არამედ სხვა კანდიდატების შედეგებიდან გამომდინარე. არა მგონია ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ხმები სადმე ნაწილდებოდეს ამნაირად, ვაკე-საბურთალოს გარდა.
ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს შემდეგიც: ზოგიერთი იუზერის რეაქცია - "აგერ, ხომ ხედავთ, მიშას რეიტინგი არ აქვსო", არ არის ადეკვატური. ამის თქმა, ამ გამოკითხვიდან გამომდინარე, შეიძლება გამყრელიძეზე (0.24), მაგრამ არა მიშაზე.
This post has been edited by THRaKaTTaK on 8 Dec 2007, 01:28
|