#7732041 · 14 Dec 2007, 23:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ასე თუ ისე "იმათი" ან "ამათი" კამერა მოსახლეობას ვერც გაამრავლებს ეკრანისთვის და ვერც შეამცირებს.. |
რაკუსს გააჩნია, მეგობარო, რაკუსს... არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს სულ არ მიმაჩნია რაიმე განმსაზღვრელ ფაქტორად, მაგრამ რა თქმა უნდა, მიშას უფრო ბევრი ხალხი ხვდება (ან მიშა უფრო ბევრ ხალხს ხვდება). ის ტიპიური მშვილდოსანია, ხალხმრავლობა მისი სტიქიაა და ასეთ სიტუაციებში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში... განსხვავებით, ვთქვათ, გაჩეჩილაძისგან, რომელიც უმთავრესად "საკუთარი" ხალხითაა გარშემორტყმული, ხოლო კამერებისა და ჟურნალისტების, მგონი, უბრალოდ, ეშინია, ერთი სული აქვს, გაეცალოს... სხვათა შორის, დღეს ერთი ნაცნობი ბორჯომელი ქალბატონი აუცილებელ საქმეზე იყო თბილისში და მთელე დღე სულ ის იძახა, ჩვენთან მიშა მოდის და მე კი ვერ ვხვდებიო. როგორც ტელევიზიით ვნახე, უმისოდაც მშვენივრად დახვედრიან.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|