ეს ვაუჩერები, ფქვილი და სხვა სოციალური დახმარებები მანამდე იყო დაგეგმილი. სადღაც დავპოსტე დ აკიდევ ვიმეორებ, როგორც ჩანს ადვილად ივიწყებთ იმას რაც არ გაწყობთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება №225
10 ოქტომბერი, 2007
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წე-სის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:
1. ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთსა და ქ. ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისათვის (შემდგომში – ბენეფიციარი) ერთჯერადად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი და 50 ლარის ღირებულების ბუნებრივი გაზის ვაუჩერი. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ქალაქებში რომელიმე ბენეფიციარი არ არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, ბუნებრივი გაზის ვაუჩერის ნაცვლად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი.
2. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარებისათვის ერთჯერადად გაიცეს 50 ლარის ღირებულების ელექტროენერგიის ვაუჩერი და 50 კგ. ფქვილი.
3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ბენეფიციარია პირი, რომელიც 2007 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით:
ა) არის საჯარო სკოლის პედაგოგი;
ბ) ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა კატეგორიის პენსიის მიმღები პენსიონერია;
გ) არის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრი-რებული იმ ოჯახის წევრი, რომელსაც მინიჭებული აქვს 57 000-ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა.
4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული დახმარება მიეცემა ყოველ ბენეფიციარს ინდივიდუალურად (და არა ოჯახს). იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვს ამ დადგენილების მე-3 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ან ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით.
5. ბენეფიციართა სიების ფორმირებისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) 2007 წლის 13 ოქტომბრამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლის პედაგოგების დაზუსტებული სიების მიწოდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის.
6. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-3 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ან ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სიების დაზუსტება გადა-ფარვების გამოსარიცხად და დაზუსტებული სიების ხელმისაწვდომობა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში).
7. ელექტროენერგიის ვაუჩერისა და ბუნებრივი გაზის ვაუჩერების ფორმა განისაზღვროს თანდართული დანართის შესაბამისად.
8. ვაუჩერი განისაზღვროს როგორც მატერიალური ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის განაღდებაც განახორციელოს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ შესაბამისი საბანკო დაწესებულებისათვის თანხის გადარიცხვის გზით.
9. ვაუჩერის განაღდებისათვის აუცილებელია:
ა) სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნველყოს ბენეფიციართა სიების მიწოდება შესაბამისი საბანკო დაწესებულებებისათვის;
ბ) ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენა მოხდეს შესაბამის საბანკო დაწესე-ბულებაში 2008 წლის 1 ივლისამდე;
გ) შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ მიღებული ვაუჩერის სანაცვლოდ ბენეფიციარისათვის გაიცეს ვაუჩერის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გადაცემული სიების მეშვეობით განხორციელებული ბენეფიციარის იდენტიფიკაციის შემდეგ;
სრული ტექსტის წასაკითხად კი:
http://www.government.gov.ge/aqtebi_full.php?nid=4000