ერთს გეტყვი მხოლოდ! მე გახლავარ ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც "სასწრაფოდ გამოიძახეს" რეზერვში! ხუთშაბათს დილის 9 საათზე "ლოკომოტივის" სტადიონიდან გავედით და გზაში გვიტხრეს რაღაც იდიოტური მიზეზი, თითქოს ჩვენი დისლოკაციის ადგილას, მუხროვანში "რაღაც პრობლემები იყო" და თელავში უნდა წავსულიყავით! ამან ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა, მით უმეტეს, რომ მთელი დღის განმავლობაში თელავის ნაწილის ტერიტორიაზე სამთავრობო დაცვის მანქანები დაბოდიალობდნენ!

იმდენად აშკარა იყო რეზერვისტებში უარყოფითი განწყობა, რომ იგი აშკარა დედის მოკითხვებით გამოიხატებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის მისამართით! სიტუაციამ მაშინ მიაღწია "დუღილის ნიშნულს", როცა პარასკევს, ე.წ. "დილის ვარჯიშზე" 6 საათზე ვიღაც "ნამეტნავად პოლიტიზირებული" ოფიცერუკა გამოტყვრა და რეზერვისტებს ყვირილი დაუწყო: " რამდენი გადაგიხადათ ნათელაშვილმა სამშობლოს ღალატისათვის"-ო ! რასაც ბიჭების მხრიდან სიცილ-ხარხარი, სააკაშვილის, ნათელაშვილის და თვით ამ ოფიცრის დედის საკმაოდ "გულთბილი" მოკითხვა მოჰყვა!

(ბადრი მაინც ეთქვა კაცოო!!!) ეტყობა მიხვდნენ, რომ მიხუილას ჩამოსვლის შემთხვევაში ობსტრუქციას ექნებოდა ადგილი და სასწრაფოდ პარასკევ საღამოსვე გამოგვიშვეს უკან! ასე, რომ მაგრა უჭირს მიხუილას ეტყობა ძმაო! შენ კი დაიკიდე, თუ ვინმე არ დაგიჯერებს, მაგათ თავში ტვინი არ ქონიათ ეტყობა და გულიც ნუ დაგწყდება!!!!
* * *
და კიდევ ერთი! ეს ყველაფერი გამყრელიძის ხალხს აქვს დაფიქსირებული კამერაზე, რადგან გზაში ჩვენმა კოლონამ მის კოლონას გადაუსწრო!