1Buaძალიან მისასალმებელია, რომ თქვენ და თქვენისთანები აქაურ ოჯახებს არჩენთ და ეხმარებით, მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც უცხოეთში არავინ ყავს? დაიხოცოს ხალხი შიმშილით? დღე ერთია და ასჯერ მაინც მიკაკუნებენ კარებზე გაჭირვებული ადამიანები და ბავშვები, ეჭვი მეპარება მათ პოლიციელების ცემა შეძლონ ბირჟებზე, ტყუილია ეგ. სამსახურებიდან მასიურად რომ გამორეკა ხალხი და გამოაცხადა 30-40-50 წლის ადამიანები არ დამანახოთო, თქვენი საამაყო მიშიკო ბრზანებებს რომ იძლეოდა, არჩევნების დროს კლიპებში ჩამოყრილი ცრემლები უშველის გაჭირვებულებს? თუ ინგლისურად სივების შევსება ვასწავლოთ ახლა ასაკიან ხალხს, ქართულად განცხადებასაც რომ ვერ დატოვებ ვაკანსიაზე. რამდენი პროფესიონალია ინგლისური რომ არ იცის უმუშევარი? ძალიან ბევრი. ადრე რუსეთუმეები რუსულის ენის არცოდნის გამო ბრაკავდნენ ადამიანებს, ახლა ინგლისური ენა აიჩემეს. დარწმუნებული ვარ უცხო ენა რომ იცოდნენ ამ ქვეყანაში ერთიც არ გაჩერდებოდა. ჩადით აბა ესპანეთში ინგლისურად გზას თუ გაიგნებთ, ვითომ ჩვენზე ნაკლები ქვეყანაა? მონებს ურჩევნიათ სხვისი ენა საკუთარს, სულით მონებს და ვერ ვიშორებთ ამ დაღს.
რაც შეეხება ჩინელებს, ფულიანი ჩამოდის და ყველაფერს ყიდულობს, გინდა ჩინელი იყოს და გინდა რუსი. ან თავის ფინთიკუშკებს ყიდიან იაფად. არ არის ჩვენთან მცირე წარმოება განვითარებული, პირობები არ არის, რომ ყოფილიყო თქვენისთანებიც აქ იმუშავებდნენ და დუნიას არ მოედებოდნენ დასასაქმებლად, ამაშია საქმე. ვისი ბრალია მერე ეს მოსახლეობის თუ მთავრობის? არ დავიწყებ ახლა მაგათ შეცდომების ჩამოთვლას, ყველამ იცის. ამბობენ ჩინელები ფულს იხდიან ხელისმოწერაზეო, მსურველი მჯერა ბევრი გამოჩნდება, იხილავთ მალე წვრილთვალება ჩინოქართველებს
სამი თაობის ხალხი ჩააჩოჩა თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგიამ სოციალური არენიდან, ამდენი უსაქმო ხალხი ძალაუნებურად ბუნტზე რომ იფიქრებს, გასაკვირია? მიიღეს კიდევაც!!! ახლა გინდა აგენტები უძახეთ და გინდა მარგინალები, გაბრაზებულია მოსახლეობა და აღარც ენდობა მაგათ. ნდობის დაკარგვას თავის გატეხვა ჯობიაო