#7982570 · 4 Jan 2008, 15:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (1Khati @ 4 Jan 2008, 15:17 ) | მე პირადად არცერთი პოლიტიკური პარტიის არ მჯერა და არც იმის მჯერა რომ ვინმე მოვა და წესრიგს დაამყარებს , შეიძლება ერთს ან ორს უნდოდეს მაგრამ თუ მთელმა გუნდმა არ შეუწყო ხელი აზრი არ ექნება და არც შეუწყობს.
პ.ს. ნეტავ თავის დროზე გერმანიას ომი მოეგო |
პოლიტიკა უკვე ბევრი ხანია არ არის ისეთი როგორცი წინა საუკუნეების უკან იყო. დღეს პოლიტიკური პარტია არ არის ისეთი დამოკიდებული, რომ შესძლოს თავისი პოლიტიკური კურსის გატარება ისე როგორც ეს გამიზნული აქვს და ისე როგორც ეს სახელმწიფოს სჭირდება. ამიტომაა რომ ვირჩევთ იმ უარესიდან უკეთესს და ეს არა მარტო პარტიას, არამედ სისტემასაც. საქართველოში შესაქმნელია მმართველობის ისეთი სისტემა რომელიც შეამცირებს იმ ნეგატიურ გავლენას რასაც საერთოდ პოლიტიკას მოჰყვება როგორც ასეთი. კანონის დაცვა ერთია და თვით კანონიც უნდა იყოს ისეთი რომ უზრუნველყოფდეს მის დაცვას. საქართველოში საპრეზიდენტო რესპუბლიკამ არ გაამართლა. ამის ბევრი მიზეზია, მაგრამ აქედან ორი არის განსაკუთრებული: 1. კლანურ-ნათესაური დამოკიდებულების სიძლიერე. 2. კომუნისტური მმართველობის ჩვევები.
საპარლამენტო რესპუბლიკის თვით არსი ამცირებს ავტორიტაული მმართველობის შესაძლებლობებს. ეს საპარლამეტო რესპუბლიკის სტრუქტურაშია ჩადებული. რამოდენიმე პოლიტიკური ძალიდან შექმნილი მთავრობა აბალანსებს ძალათა თანაფარდობას რაც ავტორიტარიზმს გამორიცხავს ან ამცირებს.
|