#8027167 · 7 Jan 2008, 12:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (NIKSONIY @ 7 Jan 2008, 11:54 ) | | მე მაინც ვთვლი რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ლევანი იყო. მარა ძალა აღმართს ხნავსო |
პრეზიდენტობის კანდიდატი ჯობია ის, რომელიც შენი რწმენით ყველაზე კარგი პრეზიდენტი იქნება, და არა ის, რომელსა რაღაც გათვლების მოსაზრებებით გასვლის მეტი შანსი აქვს. ბოლომდე პატიოსნები სანამ არ იქნებიან საკუთარ თავთან, ვერც გრეჩიხას გაიყვანენ და ვერც პერლოვკას. პირველ რიგში, ეგრე ნაჩქარევად ასეთ მცირე დროში საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა დათანხმებოდნენ, რო აცუნდრუკდნენ. მეორე, უნდა აერჩიათ უსუფაშვილი და ძალიან სერიოზულად ემუშავათ მერე. განა პიარზე, არამედ რაც შეიძლება გასაგებად და დაწვრილებით ხშირ-ხშირად ხალხისთვის ეხსნათ, რა უნდათ და როგორ აპირებენ იმის განხორციელებას, რაც უნდათ.
ეხლანდელი სურათი ნებისმიერ შემთხვევაში მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე - ხალხმა მიშა მოიყვანა ანტიშევარდნაძულ ტალღაზე, ეხლა კი ანტისააკაშვილური ტალღაა, ოღონდ ნაკლებად ძლიერი. კარგად ჩანს, ვის რა არ უნდა. რეალურად ვინმეს რამე უნდოდეს კაი ცხოვრებას თუ არ ჩავთვლით, მაგას მაინც და მაინც ვერ ვხედავ. * * *
| QUOTE (სპორტი @ 7 Jan 2008, 11:57 ) | ალბათ, სწორად ვერ გამიგეთ 
მე იმის თქმა მინდოდა, რომ გაჩეჩილაძეც უნდა ყოფილიყო და კოკო გამსახურდიაც. ანუ ორი ფრონტი უნდა გაეხსნა ოპოზიციას  |
ისევ მანდა ვარ მაინც. ხმების წასართმევად რომც გამომდგარიყვნენ, პრეზიდენტად არც ერთად ივარგებდნენ ეგენი და არც ცალ-ცალკე.
ალბათ უბრალოდ დაინიშნებოდა მეორე ტური. მეორემდე მიშა მივიდოდა ასე 45%ით და გრეჩიხა 20%ზე ნაკლებით, ხოდა მაგეთი ატრივით რო მივიდოდნენ, მიშა მაინც მოუგებდა.
ისე ვაღიარებ ჩემთვის მოვლენების ასეთი განვითარება აჯობებდა. მაგრამ პრეზიდენტად ჩემის აზრით სხვადასხვა მიზეზების გამო არც ერთი არ ვარგა, მათ შორის მიშაც.
|