"ცნებებით მანიპულირებას ნუ ექნება ადგილი.
1)არჩევნები შეგდგა - ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ფორუმზეც;
2)არჩევნების დროს იყო დარღვევები, მაგრამ ეს გავლენას ვერ ახდენს პირველ პუნქტზე;
3) ხმები ითვლება, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს სააკაშვილი და ახლოს არის პირველივე ტურში გამარჯვებასთან;
4) გადალახა თუ არა სააკაშვილმა 50%-იანი ზღვარი, უნდა დადგინდეს ხმების პატიოსანი დათვლისა და ყველა დარღვევაზე კანონიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად;
5)მე-4 პუნქტის გარეშე პირველი სამი აზრს კარგავს. "
"უი...
უპასუხიათ უკვე...
ტყვილა მოვცდი ეს საციხე კაცი
დედა-წულიან-ბატ-ინდოურ-ჭუკიანად არ ცხოვრობს იმ უბანზე იმდენი აზერი...
ცხოვრობს დაახლოებით მეხუთედი....
და თითქმის 100 პროცენტით პროსახელისუფლებო, მაგაში მართალი ხარ...
მაგრამ ეს არის 300-350 ხმა და არა 1500."
" აგერ ვარ კაცო ცოცხალი კაცი...
როგორც ირაკლი უტვინო იტყოდა, "კაცი-საბუთი"...
არც უსაფრთხოების გარანტიას მოგთხოვ....
უბანში, სადც 18 საათზე მოსული იყო 430 კაცი, 18 საათსა და 20 წუთზე შემოცვივდა 30-კაციანი ხროვა, ბუკვალურად გადაგვიარეს თავზე, ჩაყარეს რაც ჩასაყრელი იყო იყო და მიხეილ-მზემ იმ უბნიდან წამოიღო 1017 თუ 1027 ხმა...
საჩივრები კომისიამ არ დაიტოვა...
დედაც მოგიხანთო, გვითხრეს ამაყად და...
მიშა მადარიაო... "
ამის შემდეგ ჯერ ერთი კითხვა გამიჩნდა, რამე კავშირი გაქვს საარჩევნო კომისიებთან????