მოპარა?

რა გაგიჭირდათ ასეთი რესპუბლიკელებს ჯონდის და ნავერტილეს იმედად რომ დარჩით. კუკავა და ძიძიგური არ დაივიწყოთ. ერთი ნორმალური ოპოზიციური ძალა იყავით ამ ქვეყანაში და თქვენი ხელით იკლავთ თავს. იმას ვერ ხვდებით, რომ რევოლუცია აღარ მოხდება და ქუჩის აქციებით ოპოზიცია უკიდურეს მარგინალიზაციას გაიჩალიჩებს. ზვიადისაც ბევრი მომხრე ყავდა, მაგრამ არ ქონდა რესურსი. რესურსის არარსებობის პირობებში კი ამ მომხრეებისგან 20 კაციანი ჯგუფი დარჩა, რომელიც პერმანენტულად ატარებდა მიტინგს პარლამენტის შენობასთან. მგონი ჯობია გამოფხიზლდეთ და აზრიანად დაიწყოთ ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსვლას ხანგრძლივი გზის გავლა ჭირდება. ხოდა იშრომეთ, იმუშავეთ, გაიზარდეთ, შეეშვით იაფფასიან პოპულიზმს. თუმცა, ეჭვი მაქვს უკან დასახევი გზა აღარ დაგრჩათ: წინ წახვალთ მიშაა წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით (თუ შევარდნა მოინდომეთ), უკან კიდე "ბუნჩულა" ბაბუ თავისი პრეტენზიებით (არ გაამართლა მისმა ინვესტიციამ). ისევ წინ ჯობია ეტყობა, სად ცრემლსადენი გაზი და სად ბუნჩულა ბაბუს გარჩევები.
ცხოვრებაში არ ვყოფილვარ გაღიზიანებული პოლიტიკური პარტიების მიმართ, არ მქონია არანაირი სიძულვილი არავის მიმართ. მაგრამ ეხლა რასაც ვხედავ, მაშინებს. ოპოზიციის მოსვლა არა - მე ჩემ ადგილს არ დავკარგავ, კერძო სტრუქტურაში ვმუშაობ. ქაოსი მაშინებს და ოპოზიციას ქვეყანა მიზანმიმართულად მიყავს ქაოსისკენ. დიდი იმედი მაქვს, რომ არ გაუვათ.