მიმართვა, მიქაელ სააკაშვილს-დიოკლეტიანე ― მესამეს!
წმიდა გიორგიმ ასე მიმართა მეფე დიოკლეტიანეს:ბრმავ და უსირცხვილო მეფეო, შენი ღმერთნი ცრუნი არიან და დემონნი-კერპნი არიან, უსულონი და ეშმაკნი, რომელნი გაცდუნებენ კაცთა, ხოლო ჩემი ღმერთი ქრისტეა, ცეცხლით შემწველი და შემმუსვრელი ყოველთა ცრუ ღმერთთა!
ჩვენც, წმიდა გიორგის დღევანდელი თაყვანისმცემელნი, ასე მივმართავთ, მეორე დიოკლეტიანეს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც, წმიდა მამათა სწავლებით, როგორც „ქრისტეს მიმბაძველმა მაიმუნმა_ანტიქრისტედ წოდებულმა“, საგანგებოდ, დაამთხვია საქართველოში თავისი დემონური ხელისუფლების გამარჯვება და სექტანტური ხელისუფლების დიდება ― წმიდა გიორგის დღესასწაულებს!
მოგმართავთ, შენ, მიხეილ სააკაშვილო, მსოფლიო გლობალისტური საიდუმლო მთავრობის მიერ საქართველოში ანტიქრისტეს გასამეფებლად მოვლინებულო, სისხლისმსმელი ბებერი მასონის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ჩამნაცვლებელო, ახალგაზრდა ღვთისმბრძოლო მასონო! ღმერთის ღალატში გედება ბრალი, იმ ღმერთის ღალატში, რომელმაც დედის საშოში გამოგსახა, სული ჩაგიდგა და თვალის ჩინი მოგანიჭა! ხოლო, შენ კი, უმადურო, თვალის ჩინის მომნიჭებელ უფალს, რით მიაგე მადლიერება? იმით, რომ მისი მართლმადიდებელი მღვდელი მამა ბასილი (მკალავიშვილი) ციხეში გამოამწყვდიე?!
ამაოა, შენი გარჯა, სულიწმიდის მგმობელი სექტების საქართველოში გამავრცელებელო! ღმერთთან მებრძოლს, ვის გაუმარჯვია, რომ შენ გაიმარჯვო?! ამიტომ, გაუწყებთ, შენ, ღვთისმბრძოლო პრეზიდენტო! დამარცხდები, სამარცხვინო დამარცხებით, რადგან, შენ აატირე გლდანის ტაძარში უფლის ხელთუქმნელი ხატი, და მისი ცრემლები მოეფინა ჯერ გლდანის ტაძარს, შემდეგ კი მწუხარებით „დატბორა“ მთელი თბილისი, ხოლო შემდეგ გადაეფინა სისხლის ცრემლებად მთელ საქართველოს! შენ მოუვლინე ეს უბედურება ჩვენს სამშობლოს და გადააფარე სიკვდილის ხუფი მთელ ქვეყანას, ისე, რომ სუნთქვა გაჭირდა, და თვით უბრალო ადამიანურმა ბედნიერებამ დატოვა საქართველო! და ეს ყოველივე მოხდა, იცი, რატომ? იმიტომ, რომ შენ მოიმოქმედე ყოველგვარ ადამიანურ ბოროტებაზე, ზე-აღმატებული ბოროტება, რომელმაც დაამწუხრა უფალი და ღვთისმშობელი, რადგან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას სატვირთო მანქანით შეუნგრიე უწმიდესი ზღუდე, ჩვენი ერის განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვრებით გამშვენებული წმიდა კარები! და, შენ, ღვთისმბრძოლთა შორის გამორჩეულო, ეს მოიმოქმედე, მსოფლიო სატანურ ძალთა დასანახად, იეღოველურ-ბაპტისტური სახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების, ევრო-საბჭოს, ნატოს, გაეროს ― საამებლად, მათი მითითებით სცემე მართლმადიდებელ მღვდლებს, დაარბიე მხეცურად ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის ყოველგავრი სიწმიდე, ხოლო შემდეგ ჩაყარე მისი მღვდლები ჟანდარმერიის ჯავშან-მანქანაში და მიიყვანე საპატიმრო დილეგში, სადაც დაუწყე მათ დაკითხა და წამება! მიგვიფურთხებია, შენგან დაგებული გზებისთვის, შენგან მოპოვებული ამქვეყნიური ფუფუნებისთვის, განათებისა და ოქროს სასახლეებისთვის, თუკი, ჩვენ, ქართველ ერს, უფალი, ჩვენი მეუფე ― ქრისტე არ გვეყოლება, მის გარეშე არ გვსურს, ჩვენ სიცოცხლედა არ გვსურს არანარი ამქვეყნიური სიკეთე! და გახსოვდეს შენც, ბრმავ და უსირცხვილო, მეფეო, არც ერთი ქვეყანა და მასში არსებული არც ერთი ოჯახი არ გაიხარებს, მანამ, სანამ ამ ქვეყანაში მართლმადიდებელი მღვდელი ციხეში იტანჯება!
ხოლო, შენზე ამხედრებულ ოპოზიციურ ძალებს მოვახსენებთ: შენი მაკურთხეველი და თანამზრახველი, ამ ღვთისმბრძოლ უბედურ საქმეში, და თანაც, შენზე უფრო შეგნებული და დახვეწილი მტერი უფლის ჭეშმარიტების, შენამდეც იყო, და დღესაც არის, საბჭოთა კავშირის „სუკის“ გენერალი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, ცრუდ ― წოდებული, ილია მეორე შიოლაშვილი!
და, ბოლოს: ამ შენი უბედურებათა ― უბედურებიდან, არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი: სინანული! და, აჰა, წმიდა გიორგი, დღესაც, შენც მოგმართავს, ძველი მიმართვით დიოკლეტიანესადმი: „შეინანე, მეფეო, ბოროტო და უსჯულო! მე ვარ, გიორგი, უფლის მხედარი, მონა ქრისტესი, რომელი, ბრძანებითა შენითა, შემაგდეს ურმისთვალზე, დამჭრეს ნაწილ-ნაწილ და გეგონა რომ მკვდარ ვიყავ? მაგრამ აღმადგინა მე, კვალად, უფალმა ქრისტემ, რათა გაჩვენო შენც, როგორ ჰწყალობს უფალი თავის მონებს, და თუ, როგორ მიაგებს შემმუსვრელ მახვილს თავის უბოროტეს მტრებს!“ ამინ! გიორგი! აღასრულე, შენი მართლმსაჯულება!
____________________________
პ.ს. ესენი არიან სქიზმატური ეკლესიის "მორწმუნეები" ანუ ბ. მკალავიშვილის სასტავი
http://mamuli.net/didgori/bpg/publication_...=vcat,16&vtkid=
მე მოკლული ვიქენი, რადგან მსურდა პირველი შევჭრილიყავი გალავანში; ეს ვერ დააბრკოლებს მთავარ ძალებს, რათა გამომყვნენ და გამარჯვება მოიპოვონ.
(შარლ დე მონტალამბერი)