ორი რატომ მეტი იყოს.

1. ქვეყანა უნდა დაემსგავსოს ქვეყანას, და უსამართლობას არ უნდა დაემატოს უსამართლობა.
2. ჩემი სუბიექტური აზრით მიშამ 50% ვერ გადააჭარბა. რასაკვირველია მე ამის ბეჭედდასმული დოკუმენტი არ მაქვს მაგრამ ეს ჩემი აზრია. მეტნაკლებად მქონია საარჩევნო პროცესებთან შეხება და ესეც მიმტკიცებს ჩემ სუბიექტურ აზრს.
3. ცსკ არ უნდა წარმოადგენდეს დანაშაულთა მიმჩქმალავ ორგანოს იგი ისევე უნდა იყოს დაინტერესებული ობიექტური გამოძიებით, როგორც ოპზიცია და ნებისმიერი ჩვენთაგანი. სამწუხაროდ ცსკ იგივეა რაც ჩვენი პროკურატურა და სასამართლო. ის ვითომ პარიტეტი ცსკ-ში ეგეც ხომ კბილებით გამოგლიჯა ოპოზიციამ 7-ის მერე. სამწუხაროდ საოლქოებში ვერ გამოგლიჯეს და მიქარეს (ახლების ბრალია ეგ).
4. მიშას რომ ნორმალურად ჩაეტარებინა არჩევნები იგ გავიდოდა II ტურში და ჩემი აზრით გამარჯვების საკამოდ რეალური შანსი ქონდა. მარტო საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვა რომ ავიღოთ მიშამ მარტო ამ პუნქტით საკმაოდ ბევრი ხმები იყიდა. ეს უკვე სერიოზული დარღვევაა კანონის ენაზე. მას რომ აეღო 60%-65% შეიძელბა ამასთვის მე პირადად იმდენი ყურადღება არ მიმექცია, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში მაინც უნდა მიექცეს.
5. სუბარის დასკვნა, არ შეიძლება ამის ეგრევე გვერდზე გადაგდება. დეტალურად წაიკითხონ რა წერია არჩევნების პუნქტში.
6. ბოლნისში და მარნეულში რომ 90% დასწრება არ იქნებოდა ხომ ცხადია. თუ დღეს გადაიქცა ეგ ადგილი პარიზად? ჩავიდენ და ნახონ რამდენი ადამინია იქ რეალურად. თუნდაც რამოდენიმე ეგეთი უბანი ცსკოს თავისი ხელით რომ გაეუქმებინა და დამნაშავე დასაჯა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
7. 2003-ს არჩევნების მერე ერთი კაცის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ამ არჩევნებმა კი კიდევ უფრო გაზარდა უნდობლობა არჩევნების მიმართ ხალხში. ესაა ყველაზე დიდი უბედურება.
8. ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ერთხმად აღიარებს გაყალბებას. სანამ ამ პუნქტზე დაცინვას დაიწყებ კარგად დაფიქრდი კიდევ ერთხელ.
ეს უცბათ რაც გამახსენდა. შეიძლება ამის ყველაფრის დალაგება და უფრო დეტალურად ჩამოწრა.
მომხრე ვარ ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობის.
მომხრე ვარ ხელახალი გადათვლის და გამოვლენილი დარღვევების რეალური განხილვის.
This post has been edited by temptemp on 14 Jan 2008, 20:33