#8139109 · 14 Jan 2008, 19:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-“ამომრჩეველი მეორე ვადით რატომ ირჩევს ბანდიტებს?” - ეს შეკითხვა მემარცხენე პუბლიცისტმა ლაიონელ ბინერმა პოპულარულ ლიბერალურ საიტზე “ჰაფინგსტონპოსტზე” გამოაქვეყნა.
ბინერი ასეთი “ბანდიტების” რიცხვში ისლამ ქარიმოვისა და უგო ჩავესის გვერდით მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილსაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქცია დაუნდობლად დაარბია, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მან მაინც გაიმარჯვა. -“ნიუ იორკ თაიმსის” ანალიტიკოსების აზრით, აშშ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები აღქმული ყოფილიყო სამართლიანად, რადგან ბუში სააკაშვილის ხელისუფლებას უწოდებს “დემოკრატიის წარმატებად იმ რეგიონში, სადაც ეს ცნება საერთოდარ არსებობს”
--------------------
Denn Labern schafft Frieden. Frieden schaffen ohne Waffen.
|