#8292834 · 26 Jan 2008, 20:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ოპოზიციის მომხრეები ადამიანებს უკვე არა მათი საქმიანობით თუ ნაწერებით, არამედ "არჩევნები გაყალბდას" გადასახედიდან აფასებენ. |
ვთქვათ, არჩევნები არ გაყალბებულა. ვთქვათ, ეგზიტპოლმაც ზუსტად ის აჩვენა, რაც ნოდიამ გამოაცხადა. იცი, რას ვსაყვედურობ ნოდიას? რომელიღაც ინგლისურ ინტერნეტ-ნიუსში რომ ვკითხულობ, ასეთი ეგზიტ-პოლის ნორმალური სიზუსტე +-3%-იაო, ნოდია თუ პატიოსანი ადამიანი იყო, შედეგების გამოცხადება სწორედ ამით უნდა დაეწყო _ ანუ, ძვირფასებოო, უნდა ეთქვა, ამ შედეგების მიხედვით ჩვენ ჯერ არ ვიცით, სააკაშვილმა 50% გადალახა თუ არაო. ხოდა ეს რომ არ გააკეთა, ამიტომ ვფიქრობ, რომ უნამუსო კაცია, დაკვეთა შეასრულა და ამის საფასურად მინისტრის პოსტის მიღებაც კი არ შერცხვა.
|