Trailblazer
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 31332
რეგისტრ.: 13-March 07
|
#8884116 · 19 Mar 2008, 09:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სახალხო დამცველის განცხადება შპს `ტელეიმედის~ სასრჩელო განცხადებასთან დაკავშირებით
2008 წლის 4 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ საინფორმაციო ცენტრის ,,საერთო ევროპული საქმის“ მიერ ,,ეგზიტპოლი - საქართველო 2008“ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგების ეთერში გაშვებით სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-მა,“ ,,ტელეიმედმა“ და ტელეკომპანია ,,მზემ“ დაარღვიეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731 მუხლის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააფრთხილა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2,“ ხოლო ტელეკომპანია ,,მზესა“ და ,,ტელეიმედს“ დააკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.
2008 წლის 30 იანვარს შპს ,,ტელეიმედის“ სახელით სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბიძინა ბარათაშვილმა, რომელმაც მოითხოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ,,ტელეიმედის“ დაჯარიმების ნაწილში.
2008 წლის 1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ილონა თოდუამ შპს ,,ტელეიმედის“ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანა განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 18 იანვარს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
სასამართლომ ხარვეზად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მხარემ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და მისცა 7 დღის ვადა მის შესავსებად.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს. ,,დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს არ გააჩნია მაკონტროლებელი და დამოუკიდებელია სახელმწიფო სტრუქტურებისაგან. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატუსს, მის მიმართებას სხვა სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირთან, უფრო დეტალურად არეგულირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო ან თანამდებობის პირი, სადაც შესაძლებელი იქნება საჩივრის წარდგენა.
,,დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება განსჯადობის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს საერთო სასამართლოებში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციფიკურ შემთხვევას უფრო დეტალურად არეგულირებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად: ,,კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება - მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.“ ,,ტელეიმედის“ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო არა კომისიის აპარატის თანამშრომლის არამედ კომისიის მიერ. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო მხოლოდ სასამართლოში.
,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის სახეს წარმოადგენს მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლე ილონა თოდუას მხრიდან დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე. ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 161-ე მუხლი, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციული აქტის მიმართ კრძალავს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. ამგვარმა დარღვევებმა არსებითი ზიანი მიაყენა ,,ტელეიმედის“ ინტერესებს. ამ უკანასკნელის სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებდა საპროცესო კანონმდებლობას, არ მიიღო სასამართლომ წარმოებაში. ,,ტელეიმედს“ 2008 წლის 1 თებერვლისათვის დაერღვა სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება, რომელიც, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ,,გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ საქმეზე განაცხადა, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით.
2008 წლის 1 თებერვლის განჩინების მიღებით მოსამართლე ილონა თოდუამ ასევე უსაფუძვლოდ გააჭიანურა საქმის განხილვა. მაშინ, როდესაც არსებობდა ,,ტელეიმედის“ სარჩელის წარმოებაში მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გარემოება, მოსამართლემ ყოვლად უსაფუძვლოდ ხარვეზი დაუდგინა და არარსებული ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა მოსარჩელე მხარეს. ამგვარად, დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებაც.
მას შემდეგ, რაც ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელმა, ირაკლი შარაბიძემ მიუთითა მოსამართლე ილონა თოდუას, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ ჰყავდა ზემდგომი ორგანო და ადმინისტრაციული გასაჩივრების შესაძლებლობას ვერ გამოიყენებდა, 2008 წლის 27 თებერვალს მოსამართლე ილონა თოდუამ მიიღო განჩინება ,,ტელეიმედის“ სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე. ამგვარად, მოსამართლემ 26 დღით გააჭიანურა სარჩელის წარმოებაში მიღება.
ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსამართლის არაკომპეტენტურობაზე, რომელმაც კანონის არცოდნის გამო 26 დღით გააჭიანურა სარჩელის წარმოებაში მიღება. მსგავსი ფაქტები უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობასა და ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებაზე.
This post has been edited by Trailblazer on 19 Mar 2008, 09:29
--------------------
"1984" http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1938&order=1.1#
|