ეკატერინე შარაშიძე დაიბადა ქ. თბილისში
1974 წლის 1 თებერვალს.

2006 წლის ნოემბერში ეკატერინე შარაშიძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. აღნიშნულ დანიშვნამდე იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში.
მისი თითქმის 10 წლიანი სამუშაო
გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მრავალმხრივია და სიღრმისეულ ცოდნას და უნარების დიდ მრავალფეროვნებას აერთიანებს - დაწყებული
“ბუზ ალენ ჰამილტონში” მენეჯმენტ კონსალტინგიდან, დამთავრებული “
გოლდმან საქსში” საინვესტიციო ბანკინგით, კაპიტალის მართვით
“სტარტ აპ ავენიუში”, სიღატაკის დაძლევისა და კერძო სექტორის განვითარებისათვის მუშაობით გაეროში.
სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ეკატერინე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მომდევნო
15 წელი დაჰყო. მან ფრიადზე დაამთავრა ბაკალავრიატი სენტ ჯოზეფის, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში (1991 – 1995).
დაიცვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნების ისტორიაში; შემდეგ - მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში
ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის კენედის სკოლაში (1997 – 1999) და ასევე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში
ემ-აი-თის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში (1999 – 2001).
ეკატერინეს ძალიან უყვარს ჩოგბურთი და თხილამურებზე სრიალი, ასევე ხელოვნება და ბალეტი. თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს, საუბრობს გერმანულად და ფრანგულად. აქვს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქეობა.
ეს ყველაფერი მათ გასაგონად ვინც ამ ადამიანზე იძახის რომ არის გაუნათლებელი და უვიცი
მართლა ენას რომ ძვალი არ აქვს რააააააააააა ამოვიდა ყელში მართლა რაააააააააააააა, დააანებეთ ადამიანების ჯიჯგვნას თავი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by VARDENI on 28 Jan 2008, 15:23