კი ბატონო

ვეთანხმები პათოსს. ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი დოლიძე, გია ბურჯანაძე და ა.შ. ჩემთვის ისეთსავე გაღიზიანებას იწვევს, როგორც სხვები. რადგან ისინი ძალიან შორს დგანან პოლიტიკისგან და მათი აზრი ამ შემთხვევაში არაკომპეტენტურია. მე ესენი სამი მიზეზის გამო არ ჩამოვთვალე:
1. უბრალოდ, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ვეღარ ვიხსენებ ვერცერთ გადაცემას სადაც (ხერხეულიძეები, წიკლაური, სამადაშვილიდან ერთერთი მაინც არ მონაწილეობდა, ხშირ შემთხვევაში კი "დუეტებად" გვევლინებიან ხოლმე), მათთან შედარებით დოლიძე, ჭანკვეტაძე, ბურჯანაძე და მათნაირები ძალიან იშვიათად ჩანან (ვიმეორებ, მათთან შედარებით).
2. მაპატიეთ, მაგრამ გიგა ლორთქიფანიძეს,ქეთი დოლიძეს, რამაზ იოსელიანს, ნინელი ჭანკვეტაძეს, გია ბურჯანაძეს, გურამ ფირცხალავას იმდენი მაინც გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რომ ცნობისმოყვარეობის გამო მაინც დააინტერესოს ვიღაცას მათი მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე. (მაგრამ ისევ ვიტყვი: მაინც არ ვამართლებ ასეთი ხალხის პოლიტ-ანალიტიკოსების რანგში გამოყვანას!!! არ მაინტერესებს და მაღიზიანებს!) და ესენი ვის დაკარგვიან, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ მათი სიფათების ყურებით და პირიდან ამოსული ოქრო-ბრილიანტის ფრქვევით ვეწამოთ ხალხი?
3. ყველა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნინელი ჭანკვეტაძეს და გია ბურჯანაძეს "დე-იურე" მაინც აქვთ რაღაცის უფლება, რადგან პოლიტიკური ორგანიზაცია აქვთ ჩამოყალიბებული და დე-იურე პოლიტიკოსებად შეუძლიათ იწოდებოდნენ.
...
და საერთოდ იმდენად ტიპაჟები არ მაღიზიანებს, რამდენადაც არაკომპეტენტურობა:
შტანგისტები - პარლამენტში,
მოთხილემურეები - სოფლის მეურნეობის სამინისტროში,
პარლამენტარები - სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად,
სტამბის დირექტორები - პოლიტიკურ თოქ შოუებში,
და კაროჩე რა...

აი, სადღაც ამ დონის ქვეყანა ვართ
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey