#8480462 · 11 Feb 2008, 01:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
OHOI_NANA
| QUOTE | | როცა სათქმელი არაფერია, სჯობს გაჩუმდეო ასწავლათ ალბათ ვიღაცამ |
მეც ასე მგონია, ვინაიდან ეს თემა ოპოებისთვის სუსტი წერტილი აღმოჩნდა. Natuka NGN
| QUOTE | | მთელ თემას ნუ წამაკიტხებთ, მაგრამ ერთს ვიტყვი. ერთმანეთის მოსმენის უნარი დავკარგეთ, |
ეს შენი გამონათქვამი ალბათ შერიგების თემას მოუხდებოდა, მაგრამ აქ საუბარი ხომ იმ პოლიტიკური ძალის კრიტიკას ეხება, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს? babuagiorgi
| QUOTE | | " მე მიშას მომხრედ ვთვლი თავს და მის შეცდომებზეც არაერთხელ მისაუბრია აქ. ასევე, იგივე მიშას სხვა ფორუმელისგანაც მინახავს. ანუ რატომღაც მიშას მოხრეებს არც ეთაკილებათ და არც ერიდებიან ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბარს, უფრო მეტიც ამაზე არაერთი თემაც გაუხსნიათ," |
კეთილი წერტილ-მძიმეზე არ გადავიტან საუბარს და იქნებ თემას დავუბრუნდეთ და შენს მიერ ჩამოყალიბებულ შეკითხვას შენვე უპასუხო? Archibald Mekesh
| QUOTE | თავიდან კეთილად კი საუბრობდით ბატონო, მაგრამ საკუთარსავე გახსნილ თემაში მაგალითი არავისთვის მიგიციათ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების ჩამოთვლით.
არ ხართ გულწრფელი, ასეა. |
არა არ არის ასე, ვინაიდან თემის დანიშნულებაა დავადგინოთ პოზიციის თუ ოპოზიციის მომხრეები აკრიტიკებენ იმ ძალას, რომელსაც ისინი ემხრობიან? რაც შეეხება ჩამონათვალს, კიბატონ, ყველამ ერთად ჩამოვთვალოთ როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის უარყოფითი მხარეები. babuagiorgi
| QUOTE | "მე კარგი, მაგრაი ტიპი, ადამიანი ვარ, თუ ეს არ გჯერათ, თქვენ არ ხართ კარგი, მაგრარი ტიპი და ადამიანი."
დაიჯერეთ??? |
პირდაპირ გეუბნებით, მე არ ვარ კარგი და მაგარი ტიპი, თქვენ იყავით კარგი და მაგარი ტიპი და იქნებ თავი არ აარიდოთ იმ პოლიტიკური ძალის უარყოფითი მხარეების ჩამოთვლას, რომელსაც თქვენ ემხრობით? temptemp
| QUOTE | | ხელისუფლების ნაკლოვანებებსთვის ერთი დიდი პუნქტია მისამატებელი სახელად "განათლების რეფორმა". |
დიდად საკამათოა, ჯერ ვთქვათ, იყო თუ არა საჭირო განათლების სისტემაში რეფორმის ჩატარება? რათქმაუნდა საჭირო იყო. ახლა ოპონენტები მეტყვიან, რომ ასეთი რეფორმა არ უნდა ჩაეტარებინათო და ეს თემაც განათლების რეფორმას დაეთმაობა. არა ამ საკითხზე სხვა თემაში ვისაუბროთ. erekle III
| QUOTE | ჯერ იყო და... "ზვიადიზმი"! მერე, "ნეოკომუნიზმი"! შემდეგ, "მიშიზმი"! |
მე ვერც ამაში ვხედავ რაიმე არაბუნებრივს. კარგია ეს თუ ცუდი ადამიანთა ჯგუფების კასტებად დაყოფას სხავაგანაც ჰქონდა ადგილი და ეს მარტო აქ არ ხდება. cocolina
| QUOTE | | არა და რა ნიშანდობლივია, რასაც სხვას აბრალებ თავადაც გახასიათებს თურმე |
ეს თემაც იმიტომ გაიხსნა, რომ დავადგინოთ თუ ვის ახასიათებს ეს, პოზიციის თუ ოპოზიციის მომხრეებს.
--------------------
ეს ოპოზიცია არ გვივარგა, მაგრამ ხელისუფლება მასზედ უარესია
|