ომბუდსმენი კანონდამრღვევი პოლიციელების დასჯას ითხოვსსაქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი სამეგრელოს სამხარეო სამმართველოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოქალაქის წამების ფაქტის შესწავლას ითხოვს.
ლაპარაკია გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სასწრაფო დახმარების ექიმის, ზუგდიდში მცხოვრები გოჩა ეხვაიას წამებაზე.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე სოზარ სუბარმა განაცხადა, 30 იანვარს ეხვაიას საცხოვრებელ ბინაში ზუგდიდის რაიონული სამმართველოს საუბნო ქვეგანყოფილების თანამშრომლები შეიჭრნენ და მისგან ძებნილის, ვინმე ბადრის ნახვა მოითხოვეს. იმის გამო, რომ მის ბინაში ვერავინ იპოვეს, ეხვაია პოლიციაში დასაკითხად წაიყვანეს. ეხვაიას ჩვენებით, ის თავდაპირველად ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს პოლიციაში მიიყვანეს და დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან პასუხს, იყო თუ არა 29 იანვარს მასთან გამოძახება და ხომ არ წაუყვანიათ ვინმეს სამკურნალოდ. ეხვაიას მტკიცების მიუხედავად, რომ ის სახლში არავის მალავდა, პოლიციელები მას სასტიკად უსწორდებოდნენ, რის გამოც მან რამდენჯერმე გონებაც დაკარგა. ღამის 3 საათისათვის კი, იგი ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც მისი წამება გაგრძელდა.
სოზარ სუბარის განცხადებით, პოლიციელებმა ეხვაიას ხულიგნობისა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მიყენებული მძიმე ტრავმების გამო ეხვაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში გონება დაკარგა, რის გამოც ის ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოზარ სუბარის ინფორმაციით, გოჩა ეხვაია მზად არის იმ შვიდი პოლიციელების ვინაობა დაასახელოს, რომლებიც მას სასტიკად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა. ომბუდსმენის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვიეს. წამების ფაქტის შესასწავლად სოზარ სუბარმა გენერალურ პროკურორს ეკა ტყეშელაშვილს მიმართა.
2008.02.12
* * *
ეს სტატიაც ასევე მოგვითხრობს სამეგრელოში არსებულ დემოტრაკიაზე:
[B]
ვავა გოროზია, ტიტუუ ქობალია...[/B]
[საინფორმაციო სააგენტო ”CHN”, ზუგდიდი]
საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების უფლებები ისე არსად ირღვევა როგორც სამეგრელოში - ასეთი დასკვნა სამეგრელოში ”ადამიანის უფლებების ცენტრის” კოორდინატორს, ჟურნალისტ ნანა ფაჟავას გამოაქვს.
შექმნილი პრიბლემით არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტი” დაინტერესდა და რეგიონებში მომუშავე ჟურნალიტთა პროფესიული უფლებეების დაცვას გეგმავს.
- “ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ვითარდება მოვლენები სამეგრელოს რეგიონში, თუ როგორ იდევნება თავისუფალი მედია, თუ როგორ აშინებენ ადამიანებს ახალაიების, გოროზიების, ქობალიების და გუნავების “კლანური დაჯგუფებები”, როგორ უსწორდებიან მათ ფიზიკურად და როგორ ამწესებენ უკანონოდ ციხეში.
ჩვენი მთავარო მიზანია, და ეს “თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთი კამპანიაა, აღმოფხვრილ იქნას ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. ჩვენ მოვითხოვთ დამნაშავეები იქნენ დასჯილნი, დანაშაულის ადექვატურად. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში, როგორც სამეგრელოს რეგიონში ასევე სხვა რეგიონებში ჩასვლას, ჩვენი ორგანიზაცია დაიწყებს მონიტორინგს.
ვიდრე არ იქნება საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული, “თანასწორობის ინსტიტუტი” იბრძოლებს გაათმაგებული ენერგიით და ყოველთვის წინ აღუდგება ამ დე-ფაქტო პრეზიდენტის და არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებას.
ჩვენ ვცხოვრობთ, კრიმინალური ხელისუფლების “ბატონობის” პერიოდში, რომელიც ძალის დემონსტრირებით ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც მიზნად ისახავს შიშის სინდრომის დათესვას მშვიდობიან მოსახლეობაში, ეს არის კრიმინალური ჯგუფი, რომელმაც უზურპაცია გაუწია ყველანაირ ხელისუფლების შტოს”. -აცხადებს “თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთი ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი.
ნანა ფაჟავა: ”იმ სტატიების მიხედვით, რომელსაც მე ვამზადებ Humanrights.ge-სთვის ნათელი ხდება, რომ სამეგრელოში მედიის თავისუფლების მხრივ, არის საზარელი სურათი, ჟურნალისტებზე ზეწოლა უკვე არნახული მეთოდებით მიმდინარეობს.
რეგიონში არიან “ჯიბის ჟურნალისტერბიც”, მხედველობაში მყავს ცენტრალური ტელევიზიების კორესპონდენტები, ისინი ადგილობრივი მთავრობის მიერ არიან მოსყიდული და თავიანთ პროდუსერებთან შეუთანხმებლად ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ბლოკავენ.
აქვე ვიტყვი, რომ ზეწოლასთან ერთად არის დევნა მიუკერძოებელი ჟურნალისტების ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე, “კუდის” და სხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან. თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველაფერი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს”.
რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში გამომავალი ჟურნალ “დისკუსიას” რედაქცია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მდებარეობდა, გამგებლ ალექსანდრე ქობალიას გადაწყვეტილებით ოფისის გარეშე დარჩა.
ბოლო ნომერში იმდენად მწვავე სტატიები იყო გამოქვეყნებული, რომ როგორც ჩანს გამგებელმა გადაწყვიტა ჩვენი “გაჩუმება” და დაავალა ჩვენი რედაქციის შენობიდან გაყრა. გამოქვეყნდა ზაზა გოროზიასთვის არასასიამოვნო ფაქტები და დეტალები თუ როგორ გაყალბდა არჩევნები სამეგრელოში.
თუ კოლეგები მხარში არ დაგვიდგებიან, და არ გამოეხმაურებიან ამ საკითხს სამეგრელოში თავისუფალი მედიასაშუალება აღარ დარჩება. აგილობრივ გაზეთში ("კოლხური ვერსია"), რომელიც მართლაც დამოუკიდებელია, ფინანსური პოლიცია შევიდა და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოველკვირეულ დამუკიდებელ გაზეთ “კოლხურ ვერსიას” რამოდენიმე თვის წინ ოფისიდან გამოგდებით ემუქრებოდნენ, რედაქიციაზე ამ სახით შურისძიებას გუბერნიის თანამშრომლები საახალწლო ნომერში გამოქვეყნებული სტატიის გამო ცდილობნენ, სადაც საუბარი იყო სამეგრელოში მედიის შეზღუდვის ფაქტებზე.
აქვე მოგახსენებთ ფოთში გამომავალი გაზეთის, “თავისუფალი სიტყვის” პრობლემებზეც: ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი “თავისუფალი სიტყვა” უკვე რამდენიმე წელია რეგიონის მთავრობისგან ინტენსიურ წნეხს განიცდის, რის გამოც გაზეთს ფინანსური პრობლებები ხშირად ექმნება და გამოცემაც რამდენჯერმე შეჩერდა.
“თავისუფალი სიტყვის” რედაქტორის ელისო ჯანაშიას განცხადებით “გაზეთს სერიოზული ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და საზოგადოებაში დათესილი შიშის სინდრომის გამო ექმნება” მისი თქმით ფინანსური პოლიციით დაშინებული მეწარმეები გაზეთში რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ. ჯანაშია საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს.
ვფიქრობთ ზემოთმოყვანილი მაგალითები თვალსაჩინოებითვის და საერთო წარმოდგენის შესაქმნელად სრულებით საკმარისია.
სამეგრელოში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სამხარეო და რაიონულ პოლიციებში აღძრულია არაერთი საქმე. როგორც ადგილობრივიები აცხადებენ პოლიციაში საქმეები სპეციალურად ჭიანურდება და გამოძიების რეალური შედეგი არ ჩანს
http://presa.ge/index.php?text=news&i=1249