პირველ რიგში თემის ავტორისგან დასმული კითხვა ძალიან მშრალია და მეტად განვრცობას სჭირდება. პირდაპირი კითხვა, გამოცხადებაზე თუ არგამოცხადებაზე მკრეხელობისკენაა მიმართული(არაგამიზნულად)
მე არანაირად არ ვემხრობი საქართველოს თეოკრატიულ, ფუნდამენტურ ქვეყნად გარდაქმნას. ეს შეუძლებელია თუნდაც იმ რელიგიური მრავალფეროვნების გამო, როგორიცაა საქართველოში. მე საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ წარმოშობით აჭარიდან ვარ და ასე თუ ისე ვიცნობ აპ პრობლემას. ამას დავუმატოთ ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთში მცხოვრები კათოლიკეები, გრიგორიანელები და მუსლიმანები. აგრეთვე აფხაზური პრობლემა და გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი პროცენტი "იჩაგრება" ამ პროექტის განხორციელებით.
მაგრამ სხვა საქმეა, ჩვენი ეროვნული ღირებულებები და ისტორიული ფასეულობები რომელთა არგათვალისწინებით და უპატივცემულობით მივიღეთ დღევანდელი საქართველო(თუ როგორი, ამაზე ქვემოთ)
შევეცდები შამოვაყალიბო, თუ რა იწვევს ჩემს შეშფოთებას და რა მიდა რო უკეთ იყოს: ისევ და ისევ აჭარის მაგალითზე, სადაც(უფრო სოფლებში) რელიგიური გალათლება მოსახლეობაში ძალიან დაბალ დონეზეა. ჩედიან სხდასხვა რელიგიური სექტის წარმომადგენლები და ქადაგებენ უკუღმართ გაგებას ბიბლიის, წმინდა წიგნის. ამასთან ხალხს იტყუებენ სხვადასხვა მატერიალური დახმარებებით და ამ მეთოდებით ფეხქვეშ გვაცლიან იმ მემკვიდრეობას რათიც ასე ძაან ვამაყობთ და რითიც მოგვწონს ქართველობა.
"მერედა ვინ უშლის ხელს ეკლესიას, იგივეს გაკეთებისკენ"-ო იკითხავს რომელიმე თქვენგანი და ზუსტად ამას მოგახსენებთ: არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
2002წ 14.10 რომელიც ტავის დროზე დიდი ზარზეიმით მიირეს და რომელიც სამწუხაროდ ვერ მუშაობს სატანადო დონეზე. ისევ და ისევ ბათუმთან დანგრეული ეკლესიის ყბადაღებული თემა შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად.
ჩემი აზრით ამ შეტანხმების რეალობაში მკაცრად გადმოტანა და ცოტა რამეების დახვეწაა საჭირო. მაგალიტად დაფინანსების საკითხის დახვეწა. ამასთან ერთად, აქ აუცილებლად გადავდივართ პოლიტიკაში(საერთაშორისო) ანუ რუსეთთან(არ დავიწყებ განხილვას ავჯკარგიანობის ამ ქვეყნის), როგორც ერთმორწმუნესთან და სხვა მარლთმადიდებლურ ქვეყნებთან ურთიერთობის არქონა და ფსევდო შემწყნარებლური ამერიკული მოდელების დანერგვაზე, თავისი დაფინანსებით.
საქართველოში ყოფნისას, ხშირად მიწევდა სხვასხვა სემინარებზე დასწრება, სადაც იგივე ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები, დიპლომატები და ინსტიტუტების წარმომადგენლები, დიდი მონდომებით ამტიკეცბდენ, რომ ჩვენი რელიგიური დოგმები, რომლებიც ფუნდამენტური ღირებულებებითაა სავსე, ტავისი შინაარსით ტერორისტულია და ეწინააღმდეგება გლობალური პოლიტიკის იდეებს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იგივე კონსტიტუციური კანონი, უნდა იყოს შექმნილი "ქართულ მაგალითზე" და არ უნდა იყოს სხვა კანონების მსგავსად სადღაციდან გადმოწერილი. სხვას თუ არაფერს, იმას მაინც ვიმსახურებთ, რომ ჩვენთან, სადაც ეროვნება და სარწმუნოება საუკუნეების მანძილზე სხვების აღქმაში იდენტური იყო, ჩვენს მიერ შექმნილი, ორიგინალური და მუშა შეთანხმება გაგვაჩნდეს.
ხომ შეიძლება იმის მიღწევა, რომ თუნდაც ისეთი დონის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები(მინისტრები), როგორებიცაა განათების, კულტურის და ძეგლთა დაცვის და იმ სფეროების, რომლებსაც ქვეყნის ქონების გასხვისება აბარიათ, ინიშნებოდნენ ეკლესიასთან თუნდაც სიტყვიერი შეთანხმებით?
შევეცადე ზოგადი პრობლემების მიმართ ჩამომეყალიბებინა საკუთარი ხედვა. რამდენად გამომივიდა არ ვიცი, საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ რასაც ვხედავ, ამაზრზენია ჩემთვის. არ ვამბობს, რომ თანამდებობის პირები აუცილებლად რელიგიური მქადაგებლევბი უნდა იყვნენ, მარა ეროვნულები აუცილებლად გვჭირდება, ვისთვისაც სულერთი არაა, თუ რა ღირებულელებზე იზრდება თაობები ქვეყავნაში.
მე სასულიერო გიმნაზია მაქვს დამთავრებული ბათუმში და მიმაჩნია, რომ იმ სასწავლებლიდან გამოსული ხალხი, კარგ ღირებულებზე არიან გაზრდილები(არცერთი არ წასულა ეკლესიაში სამსახუროდ)
და კიდევ, არ ვცხოვრობ საქართველოში და და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ვუყურებ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არ შემიძლია აღშფოთება არ გამოვთქვა. დიპლომატიურ განათლებას და პროფესიონალიზმს რომ საერთოდ თავი დავანებოთ, ქართველ დიპლომატად ისეთი ადამიანი მაინც უნდა გაუშვან, რომელსაც ქვეყნის სიყვარული, ისტორიის ცოდნა და ძირითადი ფასეულობები გათავისებული ექნება ბოლომდე და ქვეყნის შესახებ დადებითი იმიჯის დამკვიდრება იქნება მისი მთავარი სამუშაო.
აი ყველაზე მოკლე პასუხი, რაც შემეძლო თქვენთვის გამეცა
Thank you oh lord. For the white blind light.