აფხაზეთს აქვს და ექნება ერთი ძალიან დიდი და მტკივნეული პრობლემა: აფსუა ერის გადაშენება და გარუსება.
მეორე პრობლემ კი არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. არავის არ აქვს უფლება არ შეუშვას ადამიანი საკუთარ სახლში, ჩამოართვას მას უსაფუძვლოდ ქონება, აკრძალოს ენა, არჩევანი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გამო აფხაზეთს გაუჭირდება არსებობა. ამ ყველაფრის გამო აფხაზეთის დამოუკიდებლობა არის აბსურდი.
http://digitalcaucasus.blogspot.comკოსოვო კი შემოჩეჩებული პრობლემაა. ამით რუსეთი ზეწოლას ცდილობს. აფხაზეთი და კოსოვო ერთმანეთს ვერც გეოგრაფიულად და ვერც პოლიტიკურად ვერ შეედრება. რუსული მუქარები აფხაზეთის სტატუსზე შეგიძლია სწრაფად შეწყვიტო თემის სხვა რელსებზე გადაყვანით. მაგალითად ჩეჩნეთის, დაღესტანის, თათარსტანის და კარელიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის (ცალმხრივი) აღიარებით. აი რისი ეშინია რუსეთს, მაშინ როდესაც ის კოსოვოზე და აფხაზეთზე ლაპარაკობს.
ბატონებო და ქალბატონებო, რუსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა მაინც მოხდება, ეს უბრალოდ გარდაუვალია.
მთავარია თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ფაქტორს საქართველოს სასარგებლოდ.