#8670618 · 27 Feb 2008, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ია ანთაძე რითი გამოირჩევა, ძალიან საინტერესოა. სად, რა ვითარებაში და რა ფორმით გამოჩნდა მისი ნიჭიერება, მენეჯერული უნარები და სხვა, ხსენებული თანამდებობისთვის საჭირო თვისებები? რითი ჯობია მაგალითად თამარ კინწურაშვილს? _ სრულიად არაფრით (თუ უარესი არაა). რაც შეეხება მის პოლიტიკურ დაბალანსებულობას _ სრულიად ცალსახაა, რომ ქალი გამოკვეთილად პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ისე, რომ სირცხვილიც კია ჟურნალისტისთვის, განსაკუთრებით, ის, რომ ეთიკა და ტვინი არ ყოფნის, ეს რომ არ გადმოფინოს საყოველთაოდ. და ეს პოლიტიკური დაუბალანსებლობა უბრალოდ ხელისუფლების ზიზღით კი არ შემოიფარგლება (როგორც ბევრი ჟურნალისტის შემთხვევაში), არამედ კონკრეტული ძალის სრულიად ღია და დაუფარავი (თან უნიჭო, ვითომლოგიკური წიაღსვლებით შეფუთული) დემონსტრირებით. ცხადია, ვგულისხმობ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას და განსაკუთრებით მის რესპუბლიკურ ნაწილს.
|