წესების გამკაცრება პოლიტფორუმზე!
ძვირფასო თანაფორუმელებო: დღეიდან ჩვენს ფორუმზე შემოდის ახალი წესრიგი. წესრიგი რომელიც დრომ მოითხოვა და რომელიც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს სიმშვიდეს, ურთიერთპატივისცემას და ჯანსაღ დისკუსიას.
დღეიდან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
1. თანაფორუმელის სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, ლანძღვა, წყევლა, დამცირება) ისჯება 1 დღიანი ბანით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. განმეორების შემთხვევაში 10 დღიანი ბანით.
2. ყველა ასეთ გამოხტომაზე რეაგირებას მოახდენენ მოდერები (თუ მათ ვერ შეამჩნიეს, არის შესაბამისი თემა:
А Гаврила Петрович по фене ругается ) ასე რომ ნუ შეეპასუხებით უზრდელს თემაშივე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ვორნს.
3. სასტიკად იკრძალება ადამიანთა (არა მარტო იუზერთა) შეურაცხყოფა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო (მაგ. გაჩეჩილაძის მომხრეები სლეები არიან, ან მიშას ტრა#$ს მლოკავებო, ან შალვას მომხრეები დედაც... და მისთ.). ამ წესის დამრღვევი გაფრთხილების გარეშე დაუნდობლად მიიღებს 15 დღიან ბანს!
4. იკრძალება პოლიტიკოსთა გინებაც! (მაგალითად: გამყრელიძის დედა ####...) არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სიმბოლოებით დაიწერება ეს გინება თუ არა! სასჯელი ვორნი.
5. იკრძალება ტერმინების: ”ჟოპოზიცია”, ”მიშმაკაკა” და სხვა მსგავსი დამამცირებელი ეპითეტების გამოყენება. სასჯელი ვორნი.
6. საინფორმაციო გამოშვების თითოეულ რეპორტაჟზე ნუ გახსნით თემებს შემდეგნაირად: "აუ გაიგეთ რა თქვა?", "ვა რა მაგარია სალომე" და ბლაბლა. თემა დაიხურება, ავტორი დაივორნება.
7. საერთოდ ყველა უარზო თემაზე თითო ვორნი, დაიხურება ნებისმიერი თემა სადაც იქნება ერთ ხაზიანი ინფო ყოველგვარი წყაროს, დასაბუთების ან თემის ავტორის მიერ აზრის გამოთქმის (კომენტარის) გარეშე.
8. ასევე იკრძალება თემების ”გაჩეთება”, ნუ შევეცადოთ მაინც... არსებობს აქ თემები სადაც ჩეთაობა მეტ-ნაკლებად მოსულა, მაგალითად ფოტოალბომი, ”შერიგების” თემები და ა.შ.
9. წესის დარღვევის ფაქტები მოდერებს აცნობეთ შესაბამის ტემაში:
А Гаврила Петрович по фене ругается და არსად სხვაგან! პრეტენზიები და წინადადებები გამოთქვით თემაში
შეკითხვები, წინადადებები და პრეტენზიები ნებისმიერი ჩეთი ამ თემებში წაიშლება!
კიდევ ერთხელ
რომ არ იყოს მერე ..არ ვიცოდი და ასე შემდეგ
Не так я вас любил, как вы стонали..