მოკვდა, მოკლეს? აქვს რამე მნიშვნელობა?
ფაქტი ერთია, ბადრი მოკვდა. და თავისი სიკვდილით სერიოზული დარტყმა მიაყენა ოპოზციას და რუსულ V კოლონას.
ეს კაცი რუსული ინტერესების სერიოზული გამტარებელი იყო.
მაგიტომაც ქონდათ გლოვა რუსულ არხებს ბადრიზე.
მოკლედ ფაქტი ფაქტია. ბადრი მოკვდა ლონდონში.
დასკვნა კი ორი:
ან ძლიერი სპეცსამსახური გვყავს, ან განგება სააკაშვილის მხარეზეა.
აირჩიეთ რომელიც გინდათ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=1339ამერიკული კვალი
1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ საკუთარ პოლიტიკას საქართველოს მიმართ რადიკალურად ცვლის და ხელისუფლების პროდასავლური ძალებით ჩანაცვლების სქემას ამზადებს. ქვეყანაში შემოდის სოროსის ფონდი, ძლიერდება “თავისუფლების ინსტიტუტი” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ფინანსდება არასამთავრობო სექტორი. პრეზიდენტ შევარდნაძის ყველაზე დიდი საყრდენი ნუგზარ საჯაია ძალოვან სტრუქტურებზე გავლენას იძლიერებს და თითქმის ყველა პოსტზე საკუთარ კადრებს ნიშნავს. პარლამენტში ჟვანიას გუნდი ძლიერდება და იმ პერიოდში ეჭვი არავის ეპარება, რომ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ზურაბ ჟვანიას ამზადებს.
თუკი პატარკაციშვილის გაპრეზიდენტების გეგმა რეალურია, მაშინ დღეს უკვე ნათელია, რა საერთო პოლიტიკური ინტერესები ჰქონდათ ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილს. გამოდის, რომ ჟვანიას გარდაცვალებით, მან პოლიტიკური პარტნიორიც დაკარგა დიდ და სისხლიან ბრძოლაში.
თუმცა, არც აშშ იყო გულხელდაკრეფილი და სულაც არ აპირებდა “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის” დახარჯული მილიონები პატარკაციშვილი-ჟვანიასთვის ლანგრით მიერთმია. როგორც ჩანს, პარალელურ რეჟიმში ალტერნატიული კანდიდატი მზადდებოდა, რასაც იგივე წყაროც ადასტურებს: “ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ ჩაშალა. ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ. ეს ფიგურა კულუარულ ინტრიგებში გამობრძმედილმა ბადრიმ სათანადოდ ვერ შეაფასა და მაშინაც კი, როცა მიხეილი პრეზიდენტი ხდებოდა, იგი მას სერიოზულად არ აღიქვამდა.”
თუკი ბერეზოვსკის გარემოცვიდან გამოჟონილ ამ ინფორმაციას ვენდობით, მაშინ გამოდის, რომ პატარკაციშვილ-სააკაშვილის დაპირისპირება ბევრად ადრე დაწყებულა და არც “იმედი”, არც “დემოკრატიული და ჰუმანური” მოსაზრებები არაფერ შუაში ყოფილა. ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის “დიდი სიყვარულის” ამბავი, ვფიქრობ, ორივე მხარის უახლოეს გარემოცვას კარგად მოეხსენება, უბრალოდ, ჟვანია ჭკვიანი პოლიტიკოსი აღმოჩნდა და პრაგმატულად გათვალა - საქართველოში აშშ-ს დრო დგებოდა.
ამაში იგი მას შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რაც 2002 წელს, 25 თებერვალს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საკუთარ კაბინეტში ნაპოვნი შუბლგახვრეტილი “რუხი კარდინალის” სუსტი ნერვებისა და მით უმეტეს თვითმკვლელობის მოტივად გამოყენებული ბინძური ჭორის ამბავი არც დღეს და არც მაშინ არავის დაუჯერებია.
პოლიტიკურ კულუარებში კარგად ჩახედულმა ,,მოქალაქეთა კავშირის" პროდასავლურმა რეფორმატორებმა სიგნალი მიიღეს, შევარდნაძემ კი სულ რაღაც ერთ წელიწადში “ვარდების რევოლუცია”. თუმცა ყველასთვის გასაოცრად - პრეზიდენტი არც ზურაბ ჟვანია გამხდარა და არც ნინო ბურჯანაძე, ფსონი მიხეილ სააკაშვილზე გაკეთდა. ჟვანიამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და, როგორც ჩანს, პატარკაციშვილიც დაარწმუნა, რომ მათი დრო სულ მალე მოვიდოდა.
სხვათა შორის, ამ ინფორმაციას თავად ბატონი ბადრიც ადასტურებს იმ ჩანაწერებში, რომელიც ქართულ პრესაში გამოქვეყნდა და მისმა ადვოკატმაც საქმეში არსებულის იდენტურად აღიარა. ამჯერად მხოლოდ ერთ პასაჟზე გავამახვილებთ ყურადღებას - იგივე ბერეზოვსკის წყარო აცხადებს, რომ პატარკაციშვილმა სწორედ ხელისუფლებში მოსვლის იმედით განაცხადა თანხმობა ვარდების ხელისუფლების დაფინანსებაზე, ჟვანიასთან ერთად დაამუშავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფცია, რომელშიც 5 მილიონი გადაიხადა, მასვე ეკუთვნოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა.
პატარკაციშვილის უკანასკნელი დღე და რამდენიმე ვერსია
არადა, მისი მეგობარი ბიზნესმენი “გარდიანთან” ინტერვიუში საკმაოდ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს “იგი სტალინის ტიპის გულჩათხრობილი ადამიანია... 1996-97 წლებში კი გამომიტყდა, რომ სურვილი აქვს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდეს - მაშინ კი შემეძლება ერთ “სუტკაში” დავამყარო ქვეყანაში წესრიგი ისევე, როგორც იოსებ ბესარიონოვიჩმა”.
პოლიტიკური თამაში ბევრად სასტიკი აღმოჩნდა - 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევით გარდაიცვალა - ისევე, როგორც ყველა სხვა ფაქტი, არც მისი შემთხვევითი სიკვდილი დაუჯერებია ვინმეს. განსაკუთრებით თავზარდამცემი ეს ფაქტი პატარკაციშვილისთვის გახდა - სააკაშვილის ხელისუფლებაში მან უკანასკნელი საყრდენი დაკარგა.
ამის შემდეგ პოლიტიკური თამაში ისე დაიწყო, საკუთარი ბიზნესი არ მიუტოვებია - დიდი ფსონი ირაკლი ოქრუაშვილზე დადო, მაგრამ ისევ შეცდა - ოქრუაშვილი ჟვანიასთან ახლოსაც ვერ მოვა, საამისო არც პოლიტიკური გამოცდილება ჰყოფნის და არც ლავირების უნარი. ბადრიმ ისევ წააგო და, ახლა ნათელია, რომ სწორედ ეს გახდა იმ პოლიტიკური აგრესიის მიზეზი, ვერავინ რომ ვერ ახსნა.
მისი მეგობარი ბიზნესმენი დღეს ამბობს, წაგებას შეუჩვეველმა ბადრიმ, როგორც კი დაინახა, რომ ყველა პოლიტიკური თამაში წააგო, ბიზნესის დაკარგვის შიშით საქართველოდან წავიდა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად “იმედის” ეთერით განცხადება გააკეთა, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ.
დღეს უკვე ამ უეცარი გადაწყვეტილების ახსნაც შეიძლება - ორიოდე თვეში საქართველო ნატო-ში გაწევრიანების უკვე რეალური კანდიდატი ხდებოდა, ამიტომაც ისევ რუსული გეგმა ამუშავდა. ოლიგარქი რატომღაც ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა და ღიად განაცხადა - ამერიკა ძალიან შორსაა, ყველაფერს გავაკეთებ რუსეთთან თბილი ურთიერთობა აღვადგინოო.