რჩევები უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილს:
1. არ აღიარო კოსოვოს დამოუკიდებლობა
2. ნუ იქნები ოპონენტების მიმართ უზრდელური, ცინიკური და ნუ გექნება შენთვის თუნდაც ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსის თუ ძალის მიმართ აგდებული დამოკიდებულება]
3. არავითარი ცინიზმი. არასდროს.
4. ჩამოაყალიბეთ და ცხოვრებაში განახორციელეთ დამოუკიდებელი სასამართლო (მერე რა რომ დამოუკიდებელი სასამართლო ბევრ თქვენიანს შეიწირავს)
5. ჩამოაყალიბეთ დამოუკიდებელი პროკურატურა და პოლიცია..........
6. მოიშორეთ გარემოცვიდან ყველა ნაძირალა(განათლებულიც და გაუნათლებელიც), თუ თქვენც ასეთი ხართ, თქვენც წადით....
7. დასაჯეთ აბსოლოტურად ყველა დამნაშავე თქვენი გუნდიდან.................ეს ხელს შეუწყობს კანონიერების დამკვიდრებას ქვეყანაში
8. მოუსმინეთ ადამიანებს......ყველას...........
9. არ გაიკარო მლიქვნელი და მეხოტბე ადამიანები
10. შენს გარშემო შემოიკრიბე პატიოსანი და პროფესიონალი ხალხი (ასეთებიც საკმაოდ არიან საქართველოში)
11. ნუ გადმოიღებ უცხოეთიდან ყველაფერს ბრმად (მათ შორის კანონებსაც), ყველაფერი უნდა მიესადაგოს აქაურ სიტუაციას..........
12. მოსაშორებელ ხალხს ნუ უშვებ ელჩებად, ამით შენ შეურაცხყოფას აყენებ მართლა დიპომატებს და დიპლომატობაზე მეოცნებე მონდომებულ ბავშვებს, ასევე საერთოდ პროფესიონალებს.............
13. მაქსიმალურად გაფრთხილდი, სანამ ვინმეს რაიმე ორდენს გადასცემს.......
14. შეეშვი ცრუ გმირების შექმნას და სიტყვების - "გმირი", "პატრიოტი" დაკნინებას....
15. ებრძოლე კრიმინალებს და კრიმინალურ აზროვნებას არა იმიტომ, რომ ძველი კრიმინალების ადგილი ნეოსახელისუფლებო კრიმინალებმა დაიკავონ, არამედ იმიტომ რომ კანონიერება დამკვიდრდეს.......
16. გამოიძიე და სამართლებრივი შეფასება მიეცი საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ დანაშაულებებს
17. გაასამართლე ედუარდ შევარდნაძე, ოღონდ არ დაიჭირო, უბრალოდ უნდა გამოაშკარავდეს მისი დანაშაულებები.
18. იფიქრე აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის-დღეს ცხინვალის რეგიონის დაბრუნების რეალურ გზებზე და არა პოპულიზმზე........
19. ნუ ამკვიდრებ ტერმინს - "სამხრეთ ოსეთი"
20. იყავი დიპლომატიური. რუსეთთან ილაპარაკე დიპლომატიურად და ჭკვიანურად და არა მუშტების ბრაგუნით.
საქართველოს ინტერესები დაიცავი ყოვლეგვარი PR-ის გარეშე............
21. დაიოკე განდიდების მანია............
22. განსაკუთრეული ყურადღება მიაქციე სასმელ წყალს საქართველოში. ცოტა ხანში მაგას უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება გლობალურად...............
23. მიხედე სოფელს............
24. მიხედე რაიონებს...........
25. მიხედე მთას...........
26. იყავი სერიოზული
27. შექმენი პირობები რათა სერიოზული წარმოება ამუშავდეს
28. გაამკაცრე მიგრაციის პოლიტიკა.........
29. მაქსიმალური ყურადღება მიაქციე საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს და გამოიყენე მათი პოტენციალი საქართველოს საკეთილდღეოდ.
30. ნუ დააფარებ შენიანს ხელს უმსგავსობის ჩადენის შემდეგ, სანამ შენი ერთგულია.........
31. რეალურად ებრძოლე ნარკომანიას............
32. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე დემოგრაფიულ პრობლემებს
33. არ გინდა მტრული რიტორიკა რუსეთის მიმართ. იმუშავე საქართველოს ინტერესებისთვის ჩუმად
34. ნუ ქმნი მტრის ხატებს და ნუ აკერებ ხალხს მარტივად მოღალატის სტატუსს
35. არ დატოვო უგულისყუროდ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.......
36. შეეშვი ტელევიზიებს. ნორმალურ მმართველს არ ჭირდება რუპორები და მონები...........
37. საქმის კეთება მიანდე პროფესიონალებს
38. იზრუნე სამართლიანობის დამკვიდრებაზე...........
39. დაიმახსოვრე საქართველო 2003 წელს არ დაწყებულა
40. და რაც ყველაზე მთავარია - აშენე სახელმწიფო, სისტემა და ინსტიტუტები, რათა მომავლში მაინც ამდენი მიხედე, მიხედე ისევ პრეზიდენტს კი არ ვეძახოთ, თავად მივხედოთ საქმეს, ქვეყანას, ჩვენ თავსაც ვარგოთ და სხელმწიფოსაც, ხოლო სისტემამ კი ეს პროცესი აკონტროლოს და ნაგვისგან წმინდოს...............
პატივისცემით გ.ქ.
ამბობენ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ხოდა ვოცნებობ
არადა კარგი შანსი გქონდა მიშიკო. ეჰ.........................