რა მიიღეს სანაცვლოდ ამაზა როგორც ზემოთ ვთქვი საუბარი ჯერ ნაადრევია
ვაჭრობა
დღეს მგონი ყველა ხედავს რომ ის რაც ხდება ორ ქვეყანას შორის (ვგულისხმობ რუსეთ საქართველოს) კონფლიქტური რეგიონების
გარშემო ეს არის "ვაჭრობის" კლასიკური ნიმუში.
რუსეთი ვაჭრობს საქართველოსთან კონფლიკტური რეგიონების თემით, ვაჭრობს რუსეთის ბაზრით, საკუთარი ბუნებრივი რესურსებით
და ა.შ
პარალელურად ვაჭრობს იმ სახელმწიფოსთან ვისი პოზიციებიც ყველაზე უფრო მყარია ჩვენთან, რომლის პოლიტიკურ ნებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული.
საქართველო როგორც რუსეთის ფედერაციის გავლენის სფერო, და თანაც უპირობოდ ყველანაირი "ჩაზიარების" გარეშე
საქართველო როგორც გასაღები მთლიანად კავკასიაზე გავლენის გასაძლიერებლად.
ეს არის ერთადერთი საგანი ამ ვაჭრობის , რაც გამომდინარეობს რუსეთის სტრატეგიული ინტერესებიდან.
იმდენად რამდენადაც ნებისმიერი შემოთავაზების სანაცვლოდ, რუსეთი ითხოვდა და დღემდე ითხოვს(რა თქმა უნდა ღიად არა, ეს შემოთავაზება გასულ საუკუნეშიც და დღესაც "ნეიტრალიტეტზე" სპეკულირების თემით იყო შენიღბული)
ფაქტიურად საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენ ძალაუნებურად ვემიჯნებოდით ამ პროცესს.
აქ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი გამორიცხული იყო რაც შედეგზეც აისახებოდა.
მაგრამ როგორც ვთქვი ეს არის ვაჭრობა და ვაჭრობას აქვს ერთი ლოგიკური კანონზომიერება
აქ "ვაჭრობის საგანზე" შეთანხმების მიღწევა არასდროს არ არის ერთ რომელიმე მხარეზე
ბოლომდე დამოკიდებული
მიუხედავათ იმისა რომ დროისა და გარემოების გათვალისწინებით , ამ ვაჭრობის თავის სასარგებლოთ დასამთავრებლად, ბერკეტი
შეიძლება ხშირად რომელიმე მხარისკენ გადაიწონოს.
გარემოებებზე როცა ვსაუბრობთ აქ იგულისხმება ის რომ
შეიძლება ვაჭრობის საგანმა რომელიმე მხარისთვის უბრალოდ დაკარგოს ინტერესი, ან მოხდეს გარკვეული გადაფასება და ეს საგანი
სხვა მოთხოვნამ ჩაანაცვლოს, ასევე დიდი ალბათობაა იმისა რომ ის "ფასი" რასაც რომელიმე მოვაჭრე იხდის სანაცვლოდ ,
მისთვის უმნიშვნელო და საპირისპირო მხარისთვის მნიშვნელოვანი მიზეზის გამო აღარ გახდეს საკმარისი.
დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დროს , რომელიც ხდება მთავარი მიზეზი იმ გარემოებათა წარმოქმნისა რაც ზემოთ დავწერე
დროში გაჭიმვა პროცესისა შეიძლება რომელიმე მხარისთვის იმით დასრულდეს , რომ მას უბრალოდ აღარ დარჩეს რესურსი რათა სასურველ შეთანხმებას მიაღწიოს.
რუსეთს ჩვენთან ვაჭრობაში აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი "კოზირი"
მაგრამ ის რისთვისაც რუსეთი ვაჭრობს, გაცილებით უფრო ფასეულია მისთვის ვიდრე ერთად აღებული ყველა ის შეთავაზება
რომელიც მან შეიძლება დადოს ბერკეტის ერთ მხარეს.(ეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გვესმოდეს კარგად)
იმის ალბათობა კი რომ ის "კოზირები"(სიტყვა მეხამუშება მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე

) რაც რუსეთს გააჩნია, ერთ მშვენიერ დღეს გაუფასურდეს ძალიან დიდია და ეს საპირისპირო მხარის, (ანუ ჩვენ) სწორ და თანმიმდევრულ პოზიციაზეც მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული.
კერძოდ
რა გარემოემები უქმნის გაუფასურების საფრთხეს იმ შემოთავაზებებს, რასაც რუსული მხარე იყენებს აქტიურად ჩვენთან ვაჭრობაში:
1. ეს არის დრო
მართალია ვამბობთ რომ "სტატუს ქვო" აწყობს რუსეთს და ამაში არის სიმართლის დიდი ნაწილი, მაგრამ
ეს რუსეთისთვის სერიოზული საფრთხის მატარებელიც არის.
რამოდენიმე დღის წინ რიგმა სახელმწიფო მოხელეებმა რუსეთში, ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთი არ აპირებს სეპარატისტული რეგიონების ცნობას. (ამას რუსეთი ვერ და არ გააკეთებს ბევრი მიზეზის გამო(თუმცა ალბათობა ამის მაინც იყო)
ერთერთი მთავარი მიზეზი სწორეთ ის არის რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთი უარს ამბობს "ვაჭრობაზე" რაც ავტომატურად ნიშნავს
საქართველოს(კავკასიის) საბოლოოდ დაკარგვას რაც ყველაზე მეტად არ უნდა რუსეთს.მოკლეთ ეს ცალკე საუბრის თემაა)
მართალია ქართული მხარისგან , მაგრამ გაკეთდა განცხადება რუსეთის მზაობის შესახებ, მსო-ში შესვლის სანაცვლოდ
საკონტროლო პუნქტების განთავსების თაობაზე. ასეთ განცხადებებზე ოფიციალური მოსკოვის დუმილიც კი
სეპარატისტული ცხვირებისთვის ნიშადურის სპირტის ეფექტის მოტანია.
მზარდი განწყობა აფხაზურ და ოსურ მოსახლეობაში იმისა, რომ რუსეთი, საქართველოსთან გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ
ნებისმიერ დროს მზად არის "გაყიდოს" სეპარატისტული რეგიონები,
რისკის მატარებელია რუსეთისთვის და მიუხედავად იმისა რომ სოხუმიც და ცხინვალიც დღეს "ინსტრუქციებს" სწორედ კრემლიდან იღებენ, რუსული ოფიციოზის ასეთმა მიდგომამ , დიდი შანსია ადრე თუ გვიან სეპარატისტებს უბიძგოს საქართველოსთან რუსეთის გვერდის ავლით პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ.
სწორეთ ამიტომ ვფიქრობ, რომ თუკი არსებობს რეალურად რუსეთის მხრიდან საკონტროლო გამშვები პუნქტების შესახებ მხოლოდ მზაობაც კი, ეს უნდა გაჟღერდეს ხმამაღლა
2. არასახარბიელო საგარეო ვითარება
უნდა ვთქვათ რომ на славу потрудились янки
ის რასაც ეძახდნენ ადენაუერის ევროპას(რუსეთი-საფრანგეთი-გერმანიის კავშირი) წლების წინ , აღარ არსებობს
რუსეთის გავლენა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პოსტ საბჭოთა სივრცეშიც კი
აღარაფერს ვამბობ აღმოსავლეთ ევროპაზე, რომელიც პირიქით ფაქტიურად მთავარ პლაცდარმად გადაიქცა რუსეთის გავლენის არეალის
შევიწროებისთვის "ბრძოლაში".
ამას ემატება რუსეთის ხელისუფლების მიერ დაშვებული მთელი რიგი შეცდომები ქვეყნის შიგნით
მზარდი კორუფცია, ბიუროკრატია, სამთავრობო დონეზე წახალისებული ასევე მზარდი ნაციონალიზმი
რომელიც ისეთი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური სახელმწიფოსთვის როგორის რუსეთია , მითუმეტეს საგარეო საფრთხეების
არსებობის ფონზე , დამღუპველია.
პროცესების ასეთ კალაპოტში განვითარება უზრუნველჰყოფს იმას რომ კრემლი სულ უფრო მეტად გახდება კონცენტრირებული
ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე .
თუ 15 წლის წინ ყველა, მათშორის ქართული მხარე საუბრობდა რუსული სამშვიდობო ძალების უალტერნატივობაზე
დღეს უკვე განიხილება მათი ჩანაცვლების საკითხი.
ანუ რაც უფრო მეტად უახლოვდება საქართველო იგივე ნატოსთან , ზოგადად ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციას
მით უფრო დიდი შანსია რომ რუსეთს მალე ჩამოართმევენ ეგრეთწოდებული "შუამავლის" ფუნქციებს