megreშენ ძმაო დაბოღმილი ხო არ ხარ შემთხვევით?...

მაგას ვჩივი ზუსტად რო ყველაფერს ჯინაზე და სულელური პრინციპების გამო აკეთებს ეს ხელისუფლება და
მათი გულწრფელი მომხრეებიც და ამას აქეთ მაბრალებ (გვაბრალებ)?

მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ყველგან და ყოველთვის სიმართლეს უნდა დავუჭიროთ მხარი და არა რუსეთ-აშშ-ს.
შენ კიდე მეუბნები, კი, ტერიტორია მაგათია,მარა ღირსებია არიანო და გასამართლებლად ფაქტიურად ორადორი მიზეზი მოგყავს:
1. რუსეთიც წინააღმდეგია კოსოვოს დამოუკიდებლობისა;
2. ზატო აშშ-ა მომხრე.
რაც არ უნდა გაგიკვირდეს, მე არ მივეკუთვნები ურა-პატრიოტთა რიცხვს და ვერასოდეს ვიტყვი, რომ Yლეზე მკიდია
ზესახელმწიფოები რას ფიქრობენ თქო და რუსეთსაც აშშ მირჩევნია, თან ბევრჯერ და თან ულაპარაკოდ, მაგრამ ეგ არ არის
მიზეზი, რომ სირაქლემას პოზაში ჩავდგე, ხვალ რომ იგივე ჩვენ გვიქნან მერე სად მიდიხარ?
ვარაუდების და ჰიპოთეზების იმედად ვერ ვიქნები (თუმცა მეც ვფიქრობ, რომ კოსოვოს პრეცედენტის საქართველოში
გადმოკოპირება შეუძლებელი თუ არა ძალიან რთული იქნება).
მე მარტივად ვსაზღვრავ: არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ნებისმიერ ქვეყანას მისი კუთვნილი ტერიტორიები უნდა
ჩამოერთვას და გადაეცეს სხვას.
ერთი მეზობელი მყავდა: მკვლელი, რეციდივისტი,მოძალადე,რეკეტიორი და უსაშინლესი ხასიათების იყო.
კაციშვილი იმას ვერ იტანდა, მარა ამ მიზეზის გამო მისთვის რომ ბინა ჩამოერთმიათ და მისი მდგმურისთვის გადაეცათ,
სამართლიანი იქნებოდა? ბარემ მითხარი კიო და ეგაა
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey