გენერაცია სინამდვილეში საშუალო შეწონილი ტარიფის ერთი კომპონენტია იმპორტთან ერთად.
ენგურის და ვარდნილის ტარიფი ძალიან დაბალია. 1 თეთრზე ოდნავ მეტი.
სხვა ქართული ჰესების ტარიფი 3-4 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
ოდნავ ძვირი ან იგივე ღირებულებისაა იმპორტი, რომელიც სინამდვილეში ექსპორტში იქვითება, მაგრამ საბაჟო გადასახადებით ძვირი ღირს.
აი თბოენერგია კი ძალიან ძვირია 7 თეთრიდან ზევით.
გენერაციის ტარიფს ემატება:
გადაცემა,
დისპეჩერიზაცია,
სემეკის და ესკოს საწევროები.
ეს არის ზღვრული ხარჯები. მათი მოცულობა აბონენტების მიერ მოხმარებული და შესაბამისად დისტრიბუტორის მიერ შეძენილი, ელენერგიის პირდაპირპროპორციულია.
დისტრიბუციის კომპონენტში კი შედის სადისტრიბუციო კომპანიების - თელასი, ენერგო-პრო, კახეთი - საოპერაციო ხარჯები. მათ შორის ძ/ს ამორტიზაცია და სესხების ნაწილის სარგებლი.
დისტრიბუციის კომპონენტი მთლიანად დისტრიბუტორის ჯიბეში ვერ მიდის.
შესყიდული ელენერგიის 2-3% იკარგება გადაცემის (200 კვ და მეტი ძაბვა) ქსელში, ხოლო 13-14% იკარგება დისტრიბუტორის ქსელში, ტექნიკური დანაკარგების (ნორმატიული+ქსელის გაუმართაობა) გამო. არადა დისტრიბუტორი იხდის მომხმარებლისთვის მიწოდებული ელენერგიის მოცულობას, პლიუს 2-3% და პლიუს 13-14% ჯამური მოცულობის შესყიდვის საშუალო შეწონილ ტარიფზე ნამრავლს.
შესყიდული კილოვატების რაოდენობა გამრავლებული რეალიზაციის საშუალო ტარიფზე, მინუს ტექნიკური დანაკარგი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიის დარიცხულ შემოსავალს. მაგრამ ამ შემოსავალსაც დისტრიბუტორი ვერასდროს მიიღებს სამი მიზეზის გამო:
1. კომერციული დანაკარგები.
ძირითადად განპირობებულია დენის დატაცებით და შეადგენს გასაყიდი ელენერგიის მოცულობის 5-10%-ს.
2. კომერციული დანაკარგის დღგ.
ზემოთ აღნიშნული 5-10%-ის შესაბამის დღგ-ს დისტრიბუტორი ვერასდროს მიიღებს, ვინაიდან ვერავის დაარიცხა აღნიშნული კილოვატები და შესაბამისი ლარები.
3. ამოღების დანაკარგები.
განპირობებულია აბონენტების მიერ დარიცხული ელენერგიის გადასახდელის არგადახდით. ვინაიდან დისტრიბუტორს ყავს დიდი რაოდენობით წვრილი "ცუდი" დებიტორი, იგი დებიტორული დავალიანების უმეტესი ნაწილის ამოღებას ვერ ახერხებს და ჩამოწერს როგორც ცუდ ვალს. ამოღების დანაკარგი დაახლოებით 3-6%-ს შეადგენს.
ტარიფების დადგენა შეგიძლიათ სემეკში. ინფორმაცია საჯაროა არა მარტო ფორმალურად.
როდესაც რეალიზაციის ტარიფის ცენტებში გადაყვანას ახდენთ დღგ-ს (18%) მოკლება არ დაგავიწყდეთ.
This post has been edited by ეგრი on 25 Feb 2008, 19:05