omertaეგ პოსტი უფრო ხუმრობანარევი იყო, მარა თუ აზრი გაინტერესებთ, სხვა რამეებს რო თავი დავანებოთ და ეკონომიკურ ფაქტორზე რო შევჩერდეთ მხოლოდ, მანდ ვარ უკვე ფედერალური მოწყობის მომხრე და შესაბამისად ავტონომიის სტატუსის შენარცუნები მომხრე.
იმაში მდგომარეობს ჩემი აზრი, რომ ყველა ის სუბიექტი, რომლებსაც დღეს მხარეების ვითომსატუსი აქვთ(მხოლოდ გუბერნატორები და მეტი არაფერი), უნდა ჩამოყალიბდნენ ფედერაციულ წარმონაქმნებად, თავიანთი ბიუჯეტებით. რეგიონალიზმი უნდა განვითარდეს, დამოკიდებელი მართვის სისტებემი ხარჯზე, ანუ იარსებოს რათქმაუნდა მთავარმა ფედერალურმა ბიუჯეტმა და ამავდროულად ყველა ფედ. მხარეს, თავიანთი ბიუჯეტი გააჩნდეს. უნდა იყოს როგორც უფლებამოსილებების, ასევე შემოსავლის ზუსტად გამიჯნვა(მტავარში და რეგიონალურში)
ბევრის წერა მეზარება ძალიან, მარა აჭარას რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ ავტონოიური რესპუბლიკის შემოსავლები, ქვეყნის ბიუჯეტის საერთო შემოსავლებში, საკმაოდ დიდ წილს იკავებს(ზუსტი ციფრები არა მაქვს სამწუხაროდ) იგულისხმება საბაჟო, პორტი, რკინიგზა, ტურიზმი და მრავალი სხვა... უნდა განისაზღვროს (ყველგან) ამ რგოლების შემოსავლების რა ნაწილს იტოვებს ზუსტად ავტონომია და რა ნაწილი(რათქმაუნდა რამდენჯერმე მეტი) უნდა იყოს მიმართული ცენტრისკენ... ასევე უნდა იყოს სხვა მართვის სხვა სფეროებში!!!
ვინც ამ აზრს არ იზიარებს, შეიძლება იკითხოს: რითი უნდა ირჩინოს თავი მაგალითად გურიამ, რომელსაც არც საზღვარი უდგება არც ზღვა და ა..შ. ჩემი აზრით კი, ზუსტად ეგ იქნება გურიის ტიპის რეგიონებისთვის საუკეთესო გამოსავალი განვითარებისათვის. ანუ შეეძლება(ისევ გურიაზე შევჩერდები) არსებული თავისებურერების ხარჯზე, მომავლის დაგეგმვა და აქვე შევეცდები ვთქვა, თუ რატომ: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოებში გადის, მაინც მრავალგვარია აქ ბუნება და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ერთი ვერ იქნება გურიაში სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები, კახეთის ან შიგა ქართლის იდენტური(გურიის ძირითადი უნიკალურობა ჩაი-ციტრუსი-მთის კურორტები-მინერალური წყლები- სოზხადად ტურიზმი-ხე-ტყე ----- ამათზე მოდის, სხვა რეგიონებს კი სხვა თავისებურებები გააჩნიათ) სწორი დაგეგმვის პირობებში, ყველა მათგანი გახდება "საკუთარი თავის პატრონი" და სხვა კუთხეეებიოს შემოსავალზე არ იქნება დამოკიდებული. გაიზრდება პასუხისმგებლობა და იას სამუსაო ადგილები, რომლებსაც გვპირდება ხელისუფლება, გაცილებით ეფექტურად იქნება გამოყენებული...
და იგივე აჭარა: ყველა რეგიონი, ერთნაირი შემოსავლის მქონე ვერანაირად ვერ იქნება(ეგრეა ყველა წარმატებულ ფედერაციებში. მაგ. გერმანია, სადაც რური და ბავარია გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდერ აღმ. რომელიმე მიწა ან მხარე... და სხვა მრავალი წარმატებული მაგალითის მოყვანა შეიძლება ევროპიდან). მე, როგორც აჭარაელს, მიმაჩნია, რომ აჭარის ავტონომია თუ იარსებებს, უნდა იარსებოს არა მხოლოდ ფურცელზე კულტურულ ავტონომიად(ეგეც საკითხავია ეხლა), არამედ, უნდა იყოს, მყარი რესპუბლიკა, პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით და საკუთარი წარმომადგენლობით-საკანონმდებლო ორგანოთი, შტატის სენატის ვარიანტი)
ცხოვრება ერთთიან საქართველოში, რომელსაც ექნება ფედერაციული მოწყობა(სწორი გაგებით). სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, იქნება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ოაზისი(დიდი პოტენციალი აქვს), ისევე როგორც ფოთი, ყულევი და ა.შ. არანაირი რელიგიური, ეთნიკური და სხვა დამამცირებელი განსაზღვრებით კონსტიტუციაში(გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი). არ იარსებებს "აჭარელი ხალ;ხის" ტერმინი არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ლექსიკონში და არც ჩვენი მეზობლების(იხ. ქვემოთ).... ნუ აქ რათქმაუნდა საუბარი სასაცილოა საერთო ჯარზე, ვალუტაზე და ა.შ.(ასლანა აბაშიძე - მთავარსარდალი - მოვკვდისიცილითსმაილიკი) და ყველა ბინძური იდეის აუცილებელი დისკრიმინაციით!!!
მგონი კონფლიქტურ რეგიონებსაც მაოეწონებათ მსგავსი მოდელი, სადაც სხვა ფედერაციულ ერთეულებთან ერთდ იქნებინ, ოGონდ პრივილეგირებულ ი სტატუსით {ჩემი აზრით, აფხაზეტს უნდა შევთავაზოთ ისეთივე მოდელი, როგორიც აქვს ფინეთში аланские острова -ს ქართულად ალბათ ალანის კუნძულები. ვინაც არ იცის ეგ მოდელი, ალბათ ვიკიპედიაში იქნება, ძალიან საინტერესო რამაა)
და კიდევ მტავარი, ფედერაციული მოწყობისას, შეიცვლება ქვეყნის მტავარი საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების წესიც რათქმაუნდა {ყველა ერთეულს საკუთარი ორგანო(არა ყველას ერთნაირი, როგორც რუსეთში) და ერთი მთავარი ორგანო ცენტრში, სადაც რათქმაუნდა ორი პალატა იქნება)
დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ამ საკითხებზე და მრავალი ვარიანტის განხილვა...
ბოლოს კიდევ ერთხელ: აუცილებლად ბოლომდე ანულირებულად იქმნეს ცნობილი ყარსის 1921 წლის შეთანხმება, რომელიც აჭარისთვის ფართო(!) ავტონომიას ითვალისწინებს! ეს ხელშეკრულება, რათქმაუნდა დღესაც ძალაშია, რადგანაც არსებობს აჭარის ავონომია (მაგრამ ვაი, რომ ამ "ავტონომიას" ყველაზე მახინჯი ფორმა აქვს დღეს არსებულ ანალოგებთან შედარებით მთელს მსოფლიოში) ამის შემდეგ, შეიქმნას ახალი სტილის ავტტონომია, როგორიც ზემოთ დავწერე...
ბოდიშს გიხდით, თუ ბევრი შეცდომა დავუშვი მარლთწერისას და გაუგებრად მიწერია!
ვინც არ დაიზარებს წაკითხვას და გაუგებს ჩემს ნათქვამს, ველოდები კომენტარებს და კამათს...
და რაც მინდოდა მეთქვა: მოსკოვში, ცხოვრობს ერთი პატარა კაცი, რომლის სახელი და გვარი, ერთ დროს მქუხარე, ასლან აბაშიძეა... ოღონდ მე სხვა ასლან აბაშიძეზე მოგახსენებთ, ღომილის მომგვრელია... ეს პაწა კაცი, რომელსაც მამის სახელით განანსხვავებენ "წურბელისგან" და ხუსეინოვიჩია(!), არის დოქტორი, "მგიმოს" და "რუდეენის" უნივერსიტეტების ფროფესორი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხპერტი და რფ-ს მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი.... ამავდროულად, 1994-95 წლებში, იყო საქართველოს კონსტიტუციის საკითხებზე მომუსავე ჯგუფის ეხსპერტი, საერთაშორისო საკითხებში....
ჰოდა რატომ მოვაყოლე ყველაფერი ეს, ამ კაცუნას თანაავტორობით, 2005 წელს, გამოიცა მოსკოვში წიგნი-სახელმძღვანელო, საერთაშორისო სამართალში. ძირითადი აქცენტი კი, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან ურთიერთობებზე, ანუ დსთ-ს ქვეყნებზეა და რა ხდება აქ...
254-ე გვერდის(ეს ის თავია, რომელიც პირადად მისი ავტორიბითაა შედგენილი) ბოლო აბზაცი იწყება სიტყვებით "ТАКИЕ КОРЕННИЕ НАРОДИ КАК ... АДЖАРЦЫ... " და აქვე, 6 გვერდის შემდეგ "АДЖАРЦЫ - НАРОД, СОСТОВЛЯУЩИЙ ОСНОВНОЕ НАСЕЛЕНИЕ АДЖАРИИ..."
აი, არსებობს ეგეთი ხალხი სამწუხაროდ, რომლებიც შეგნებულად თესავენ აზრს, აჭარლების არაქართველობაზე არა მხოლოდ რუსეთში(არც ესაა ცოტა, რუდნ - უნივერსიტეტი, სადაც 16 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს), არამედ ეს არაპატივსაცემი გვამი, ყოველ 6 თვეში, მოხსენებით გამოდის ჟენევაში როგორც ექსპერტი დსთ-ს საკითხებში...
არაფერს ვიტყვი, ზოგიერთების "აჭარელ ხალხზე" და ა.შ.
არც პირსისხლიანი პაწა ასკანას "დამსახურებებზე" და ა.შ. მაგრამ ვარ აწარელი და მეამაყება, რომ ვარ სულით-ხორცით კაი ქართველი და ჭეშმარიტი მარლთმადიდებელი, მიუხედავად 300წლიანი თურქობისა... მაგრამ ხშირად გული მტკიოდა, როცა თბილისში სწავლის, მუშაობის და ცხოვრებისას ჩემი აჭარლობის გაგონებაზე, ბევრი პატივცემული გვამი შინაგანად იცვლებოდა მიმიკაც უფუჭდებოდათ მათდაუნებურად ...
მოვრჩი მე წერას. აჭარას სჭირდება ავტონომია ხალხნო და საქართველოს ფედერალური(კინაღამ ფეოდალური დავწერე, ასლანას გადამკიდე

)
p.s. სადისერტაციო თემა, რომელსის სახელწოდებაცაა "межд. прововые прблемы РФ - Грузия 1992-2005гг" დამიბლოკა კომისიამ, რომლის მოადგილეც, ის ავადსახსენებელი ხუსეინოვიჩია(!) და დაახლ 70%-ის შეცვლა მომთხოვა... უძინართა მზე" ხო გახსოვთ, მამამისის ნაშრომი რო მოაქვს უკან...

ალბათ არაა ძნელი მისახვედრი, თუ რა ეწერა ურთიერთობებზე...

სამაგიეროდ, ინგლისური int. low დაბეჭდავს ნაწილს და დავდებ შემდეგ სადმე აქ....
ღმერთი გვფარავდეს ქართველებს!!! თუ ვინმეს დააინტერესებს, ლექსად ვეტყვი აწარლების ქართველობაზე....
მიყვარხართ ყველანიიი
Thank you oh lord. For the white blind light.