ორი დღეა გაგნებენ პოლონური საინფორმაციოები ...
კონდოლიზა რაისი წამების მეთოდების გამოყენებაზე სანქციებს პირადად იძლეოდა კონდოლიზა რაისი პირადად აძლევდა სანქციებს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს წამების მეთოდების გამოყენებაზე. 2002 წლის ივლისში კონდოლიზა რაისმა, როდესაც ის პრეზიდენტის მრჩეველი იყო ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, სიტყვიერი თანხმობა განაცხადა ტერორისტ აბუ ზუბაიდეს მიმართ ე. წ. “წყლით წამების” გამოყენებაზე. ინფორმაცია სიტყვიერი სანქციის შესახებ რაისმა გუშინ სენატის დაზვერვის კომიტეტის მოხსენებაში გამოაქვეყნა. სენატორებმა დეტალური ქრონოლოგია წარმოადგინეს, როგორ განიხილებოდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში დაკითხვის მკაცრი მეთოდები. “წყლით წამების” დროს ეჭვმიტანილს ბრტყელ ზედაპირზე აბამენ და სახეზე წყალს ასხამენ. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეთოდები, რომელსაც კრიტიკოსები უკანონოს უწოდებენ, ამჟამად აშშ-ში აქტიურად გამოიყენება. დემოკრატიული პარტიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ბუშის კონტრტერორისტული პოლიტიკის გამოძიებას ცდილობენ.
http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...=1&info_id=2792
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/