ჰა, ნახეთ, რა ბიძაშვილი მყავს!
რაის პასუხი მოგწერო, პატრიცია ჩემო?
პასუხს აგერ ლეონ ლიბერალს მივწერ...
მე თურმე სრულიად არაობიექტური დამოკიდება მქონია რესპუბლიკური პარტიისადმი...
აი ამას მე ვერ მოვითმენ!
მე, ბატონო ჩემო, რესპუბლიკური პარტიისვის ხმა მიმიცია სამჯერ თუ ოთხჯერ (ანუ ყველა არჩევნებში, სადაც მონაწილეობა მიმიღია) და რომ მომბეზრდა ამ ჩემი ხმის მუქთად დაკარგვა, მერე მივეცი იმას, ვინც უკეთ გამოიყენებდა...
ხოლო 2005 წლის შემდეგ არაფრის მოცემას არ ვაპირებ ბატონო მე თქვენთვის...
რადგანაც, თქვენ მოახდინეთ ლიბერალიზმის იდეის პროფანაცია, ხოლო პირადად თქვენ, რაც კი სინათლე გაგიღვიძებიათ ხალხში (თუნდაც თქვენი არცთუ ისე კარგი გადაცემით "მჯერა"), ყველაფერს ხაზი გადაუსვით და ბოლო წელიწადია, სიბნელისკენ მოუწოდებთ. მართალია, ხელისუფლებაც არ გიტოვებთ დიდ არჩევანს, მაგრამ ეს სხვა საკითხია...
ეხლა, ძალიან რომ არ განიცადოთ

ორ სიტყვას ვიტყვი თქვენს ყოფილ თანამებრძოლებზე, ე.წ. ბოკერიანელებზე, რომელმაც ლიბერალიზმის იდეის არა პროფანაცია, არამედ უკვე კონსერვაცია მოახდინეს თავისი ქედმაღლობითა და თავდაჯერებულობით - აი ჩვენ რაღაც კარგს ვაკეთებთ თქვენთვის, თქვენ მაინც ვერ მიხვდებით ამას და არა უშავს, თქვენი შვილები გვეტყვიან მადლობას!
და წააგეს პროპაგანდა უმდაბლეს - გუბაზასანიკიძისა აქტიორ ბურჯანაძის დონეზე! ესენი ებრძვიან ქართულ ტრადიციებს! ამის გაბათილებას უნდოდა უმარტივესი რამ, სამიოდე კონტრშეკითხვა: - ბოდიში, რომელ ტრადიციებს ვებრძვით ჩვენ? დედმამიშვილების სადღეგრძელო აგიკრძალათ ვინმემ დეკრეტით? და განა ყველა ქართული ტრადიცია ქართულია? რომელ ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციას ვებრძვით, იქნებ დაგვისახელოთ, კონკრეტულად?
არაუშავს, ეხლა ნინა დეიდას დაქალოჩკებისა და ვიღაც-ვიღაცეების ზურგსუკან რომ მოუწევთ ყოფნა, მიხვდებიან...
თორემ, მე, ჩემო ბატონო, სულ არ მაინტერესებს, ვინ იქნება ამ ქვეყნის სათავეში.
უამრავი საშუალება ვიცი, ამ ცხოვრებიდან სიამოვნება რომ მივიღო...
და არც არავის მიმართ ბოღმას მოვაკვლევინებ თავს...
გულწრფელად თქვენი,
ჯუდუ ოთხოზორია...
წალენჯიხას რაიონი, სოფ. გამოღმა მეორე ხვიხვი...
რაიონული გაზეთის კორესპონდენტი.
This post has been edited by Judas Iscariot on 16 Mar 2008, 18:36