#8849287 · 16 Mar 2008, 09:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ივერიელი
QUOTE | თითოეული მოქალაქისათვის და ქვეყნისათვის უპირველესი მიზანი კანონის უზენაესობა უნდა იყოს ქვეყანაში, დამოუკიდებელი სასამართლო უნდა იყოს ქვეყანაში, გაუყალბებელი, სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს ქვეყანაში და როდესაც ეს ყველაფერი არაა და მისი გამოსწორების შანსს, ოპოზიციას ასეთი საზოგადოება უტევს და ლანძღავს ეს პირდაპირ ავტორიტარული ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. |
......თეორიულად რა თქმა უნდა ასეა და დღეს იგივეს გაიმეორებს საშუალო სკოლის მოსწავლეც კი!......მაგრამ პრაქტიკულად მთელი ამ წლების განმავლობაში ვიღებთ იგივე სურათს, როცა ყოველ შემდგომ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას, ამნეზია ემართება ამ ერთი შეხედვით ანბანურ სახელმწიფოებრივ ჭეშმარიტებებზე ....იწყება ძალაუფლების უზურპაცია და უცნაური საკონსტიტუციო მანიპულაციები იმ მოტივით, რომ სიტუაცია თურმე ასე მოითხოვს,,.ხდება იგნორირება განსხვავებული პოლიტიკური აზრის, მხოლოდ იმ მოტივით რომ უმრავლესობას, რადგან ის უმრავლესობაა, რისი ხოსჰიც აქვს ის უნდა აკეთოს...და ა.შ.....რაც ბუნებრივად იწვევს პოლიტიკრ ძალთა მკვეთრ პოლარიზაციას და სოციალური უკმაყოფილების მუხტის იმ დონემდე დაგროვებას, როცა უკვე ამ დაძაბულობის განმუხტვის ერთადერთ საშუალებად რჩება უკვე რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება....და ა.შ. ისევ თავიდან....ერთი და იგივე!!!. აზროვნების პრობლემას მართლა ვერ წაუვალთ ვერსად...ჩვენი საბჭოური მემკვიდრეობის გადამკიდე, შეუძლებელია ასე რომ არ იყოს...მაგრამაქ არა იმდენად იმაშია საქმე, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულად არ გვესმის ან რაღაცას ვერ ვიგებთ, არამედ უფრო ვერ ვბედავთ ხმამაღლა აზროვნებას და საზოგადოება უკომპრომისოდ არ იბრძვის პირველ რიგში საკუთარი ჯანსაღი აზრის და უფლებების დასაცავად!!! ავიღოთ თუნდაც "ლუსტრაციის კანონი"...თუ გახსოვთ, ზვიადის პრეზიდენტობიდან დაწყებული, რამდენჯერ დაისვა დღის წესრიგში ამ კანონის მიღება და რამდენჯერ მიჩუმათდა და მიფუჩეჩთდა ეს საკითხი???!!! დალოცვილებო, არ ჯობია ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ იცოდეს ვინ ვინ იყო და ვინ ვინ არის...რათა მერე, ურემი რომ გადაბრუნდება, ვარაუდების და ყურმოკრული ჭორების დონეზე რომ არ ვაძახოთ ერთმანეთს მამაშენი ყოფილი ჯგბ-ს პოლკოვნიკი იყო და ბიძაშენი დღესაც ფსბ-ს აგენტიაო.....?! არა და ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისეთი ზემძლავრი ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურა, როგორიც იყო სსრკ და და არის დღესაც იგივე რუსეთი, არაა უბრალო და ხეკწამოსაკრავი ხალხი?! მაგრამ, ამ კანონის მიღება მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, დღემდე ჰაერშია ჩამოკიდებული იმ გასაგებ მიზეზთა გამო, რომ დღესაც ხელისუფლებაში კულისებსმიღმა მოკალათებულ გავლენიან ძალებს არ სურთ ხელიდან გაუშვან რეალური ძალაუფლების განკარგვის ბერკეტები! ამავე დროს, დღევანდელი ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებს აწყობთ კიდეც "შავბნელი" გამოცდილების ძველი კადრები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ ყურებით ეჭიროთ ერთმანეთიც და ყოფილი ნარაიკომისმდივნნალი და ნაცეკასმდივნალი ჩინოვნიკობის და მათი ამჟამად გავლენიან პოსებზე გაჩითული შთამომავლობა... გავიხსენოთ ედიკას ცნობილი, წითელი გენპროკურორი გაბრიჩიძე...გენპროკურორობით ნააყიდ-აშენებული მთელი საცხოვრებელი კორპუსებით!!!.... რა პატივით და დიდებით გააცილა სააკაშვილის მთავრობამ და როგორი ოთხნიშნა სამუდამო პენსიით დაასაჩუქრეს იგი! მეორეს მხრივ, რა რისხვა დაატეხა თავზე კახა ლომაიამ ე.წ. წითელ პროფესურას, იმ დოქტორ აკადემიკოსთ, რომლებთაც უცხოეთში თავიანთი სამეცნიერო აღიარება არც "სიწითლით" მიუღიათ და არც "ედიკას ძმაკაცობით"....... ამ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო, მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ჯანსაღი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი აზროვნების მტერი ყოველთვის იყო და დარჩება საკუთარ მოურავობაზე შეყვარებული და მუდნივად სხვისი(მნიშვნელობა არა აქვს ვისი ) უცხოთმსახური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ჰყავდეს მორჩილი, წყალობისშემყურე და ტაშისდამკვრელი მასა და არა თავმოყვარე შეგნებული საზოგადოება, რომელიც არც ხელკეტს დაარტყმევინებს , არც თავს ჩაარეცხინებს და პასუხს საკადრისად მოსთხოვს იმაზე რაც ყველა ხელისუფლებას მოეთხოვება......!!! მე დიდ იმედს ვიტოვებ იმისას, რომ ქართველები ამას ბოლოს და ბოლოს შევძლებთ!!!
This post has been edited by Stalker2005 on 16 Mar 2008, 09:21
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|