#8893049 · 19 Mar 2008, 22:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
baudolino
QUOTE | ეხლა მოშიმშილე პატროტია |
აბა, შეწყვიტესო? მეზობელ თემაში დაწერეს.
ცინცხალი ინფო: "პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა 19.03.08 18:49 საქართველოს პარლამენტმა დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც პარტიის რეგისტრაციისთვის 50 ათასი ხელმოწერის ნაცვლად 30 ათასი ხელმოწერა იქნება საკმარისი, მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად საოლქო კომისია შეაჯამებს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდება.
პარლამენტმა ცვლილება დღეს მეორე მოსმენით განიხილა და, სავარაუდოდ, პარასკევს კენჭისყრაზე გაიტანს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი დღეს "ახალ მემარჯვენეებთან" მორიგ კონსულტაციებს მართავდა, თუმცა შეხვედრის დეტალებს არავინ აკონკრეტებდა.
დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ინიციატივებს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესის შესახებ და განაცხადა, რომ ოპოზიციას არ აქვს ერთიანი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებების დაწყებას." (რ2)
--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
|