http://news.ge/ge/news/story/42204-tinatin...vdilo-ganachens„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი მამის, ავთანდილ წულუკიანის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოდის და გამუდმებით აგრესიულად გვესაუბრება ჰუმანურობაზე, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სად გადის ზღვარი და ემიჯნება თუ არა თავისი მამის სისხლიან წარსულს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საქართვლოში აიკრძალა სიკვდილით დასჯა, წულუკიანის მამამ უარი განაცხადა მოსამართლის გამოცდის ჩაბარებაზე, შემდეგ შევარდნაძის მთავრობამ შეაფარა პროკურატურაში, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდა, როგორც პროკურორი და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან ქრთამის აღების გამო.
ბოკუჩავა დაუზუსტებელი ინფორმაციით აცხადებს, რომ ავთანდილ წულუკიანი არის „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობს სასამართლო რეფორმაზე.
„არსებითი არის ის, იღებდა თუ არა თეა წულუკიანი ავთანდილ წულუკიანისგან პირად რჩევებს, ადამიანისგან რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლე. ჩემთვის სამწუხარო იქნება, თუ ის საკუთარი მამის 20 სასიკვდილო განაჩენში ვერაფერ უსამართლობას ვერ ხედავს“,- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
http://news.ge/ge/news/story/42576-bokucha...-sias-aqveynebsბოკუჩავა სიკვდილმისჯილთა სიას აქვეყნებს
14 იანვარი 2013, 10:43
2204
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც მისი თქმით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მამამ, მოსამართლე ავთანდილ წულუკიანმა 1991-1996 წლებში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. როგორც ბოკუჩავა ამბობს, აღნიშნული ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს არქივში არის დაცული.
სიაში 20 ადამიანია შესული:
1. ბადრი ვახტანგის ძე მაწონაძე;
2. კიკუშა ჯვებეს ძე გრიგოლავა;
3. სულიკო ყარამანის ძე ცეცხლაძე;
4. რომული ლეონიდის ძე გოგისვანიძე;
5. მამუკა ზაურის ძე ჭიკაიძე;
6. მალხაზ შოთას ძე მინდაძე;
7. ალადინ მაილოღლი ნამაზოვი;
8. გულივერ ორდენის ძე ზარანდია;
9. ზვიად იოსების ძე ბეროშვილი;
10. მიხეილ ნესტორის ძე ჩერქეზია;
11. ზურაბ სურენის ძე მარქარიანი;
12. ბესარიონ ზურაბის ძე ქართველიშვილი;
13 . ირაკლი გივის ძე კერესელიძე;
14. ბაგრატ როსტომის ძე კერესელიძე;
15. ანზორ ირაკლის ძე მიმინოშვილი;
16. გიორგი ვახტანგის ძე ასლამაძე;
17. გელა ვიქტორის ძე გოჩიაშვილი;
18. ზაურ ალექსანდრეს ძე ქართველიშვილი;
19. კუკური აკაკის ძე ჭყოიძე;
20. სააკ ვილენის ძე შირაჩიანი.
დეპუტატის თქმით, ავთანდილ წულუკიანმა 20 განაჩენიდან 11 მას შემდეგ გამოიტანა, რაც პარლამენტმა 1996 წელს კანონმდებლობით სიკვდილით დასჯის განაჩენის აკრძალვაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. ”ავთანდილ წულუკიანს კანონპროექტის ძალაში შესვლამდე შეეძლო რამდენიმე თვე მოეცადა და უკიდურესი სასჯელის გამოტანა თავიდან აეცილებინა. მოსამართლეს სასჯელის აღსრულების ვადის გადასაწევად საკმარისი ბერკეტები აქვს. თუმცა, მან ეს არ გააკეთა და 11 ადამიანის სიცოცხლე გაწირა, როდესაც სულ რამდენიმე თვეში ამ ხალხისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კანონმდებლობით იქნებოდა შესაძლებელი", - აღნიშნავს თინათინ ბოკუჩავა.