VIP Blogger
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2722
წევრი No.: 145645
რეგისტრ.: 29-March 12
|
#37867973 · 4 Sep 2013, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მზია გვინდა, რომ შენი ცხოვრება გაიხსენო, ვიცით, რომ რაღაც დრამატულ მოვლენას ქონდა ადგილი და თვითონ რა გრძნობები გქონდა ამასთან დაკავშირებით, რა მოხდა, თუ შეგიძლია, რომ მოკლედ მოგვიყვე, უფრო გვაინტერესებს როგორც განცდილი. ეს ამბავი როგორ განიცადე.
კი ბატონო, ეს ყველაფერი თქვენც იცით, მოხდა 83 წელს, ეს იყო ჩემი დის ქორწილის მეორე დღე, ქორწილის მეორე დღეს უკვე ვიყავით მისი მეუღლის - გეგა კობახიძის სახლში, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა და ეს იყო, როგორც ჩვეულებრივი ქორწილები არის ხოლმე, მაშინ სახლშიც იხდიდნენ ხოლმე, ბევრი ხალხი, ჟრიამული და ა.შ. და იმავე ღამეს გეგა მონაწილეობდა ფილმში, „მონანიება“, გადაღებებში იყო მთავარი გმირი, აბულაძის ფილმში და იმ ღამეს მიფრინავდა გადაღებებზე, ესე ვიცოდით ჩვენ, ნუ რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე რაღაც ჩოჩქოლი ატყდა, ბევრი ხალხი, უცხო ხალხი ირეოდა ოთახებში და მივხვდით, რომ რაღაცაში იყო საქმე და გაგვიყვანეს ცალკე ოთახში: მე, ჩემი მეუღლე, აღარ მახსოვს ეხლა დედა და გეგას დედა - ნათელა, მაშინ სად იყვნენ, მოკლედ გვითხრეს, რომ მოხდა თვითმფრინავის გატაცება.
ისინი უკვე აღარ იყვნენ? წასულები იყვნენ?
არა, ისინი უკვე წასულები იყვენენ, ჩვენ ვიცოდით...
თქვენ არ წაყევით?
არა ჩვენ არ წავყოლილვართ, იმიტომ რომ მიდიოდნენ ჩვეულებრივ გადაღებაზე, ჩვენ ვიყავით ნეფე-პატარძლის გარეშე იყო ანუ სუფრა, ასე ვთქვათ და საღამოს გაფრიდნდნენ, მიფრინავდნენ, ნუ ჩვენ ესე ვიცოდით. ატყდა ერთი ამბავი, ნუ ჩოჩქოლი და რომ გამოვედით, რომ გავედით ოთახში, შეგვიყვანეს გეგას ოთახში და გვითხრეს, რომ მოხდა თვითმფრინავის გატაცება, თუმცა არ დაუზუსტებია არავის, ვინ გაიტაცა, რა მოხდა, ჩვენ რა შუაში ვიყავით, მივხვდით, რომ არ იყო კარგი ამბავი და წაგვიყვანეს აეროპორტში.
ვინ იყვნენ, უცხო ხალხი იყო, თუ ვინც იყო სუფრაზე?
ნუ ალბათ სპეც სამსახურები. ვინც გითხრათ თქვენ უცხო ხალხი იყო, არა ქორწილის სტუმრები. აბსოლუტურად უცხო ხალხი, რომლებიც იქ როგორც ჩანს არ იყვენე ახალი მოსულები, რაღაცა პერიოდი მე ვხედავდი ამ ხალხს და არ მივაქციე თავიდან ყურადღება, მაგრამ როცა მივხვდი, რომ რაღაცა უცნაურად იყურებოდა, დანარჩენი პუბლიკა რაღაცა შეშფოთებულები და რაღაცა, მერე მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და იმ მომენტში წარმოუდგენელია რაღაცა ცუდის წარმოდგენა, არასოდეს არ ფიქრობ ცუდზე ხო და მერე, რომ გვითხრეს თუ შიძლება აქეთ ოთახში წამობრძანდით და გავედით მე და ჩემი მეუღლე მახსოვს მე და ჩემი მეუღლე ვიყავით და კიდევ ვიღაც, სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ, შეიძლება ჩემი მამამთილი იყო, ჩაგვსვეს მერე მანქანაში და წაგვიყვანეს აეროპორტში, ანუ ჩვენ ამ პერიოდში არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, აეროპორტში, რომ მივედით აგვიყვანეს მეორე სართულზემ ქვევით პირველ სართულზე დავინახეთ უამრავი რაოდენობა მთარობის ხალხის, შევარდნაძე იყო, ვაჟა ლორთქიფანიძე იყო.
თვითონ შევარდნაძე იყო?
კი, კი, დანარჩენები არ ვიცი და არ მახსოვს სახეზე, მეორე სართულზე აღმოჩნდა ყველა ჩვენი მექორწილეების და მეჯვარეების ახლობლები, მშობლები და ისინიც ასევე ასეთ გაუგებარ სიტუაციაში იყვნენ, კარგა ხანი, ნუ ვიცოდით ზოგადად, რომ თვითმფრინავის გატაცება მოხდა და რა როგორ, მერე მოხდა ისე, რომ ნათელას, ნუ ნათელაც მოიყვანეს, ნათელას უთხრეს, გეგას დედას, ნუ რაღაც უთხრეს და გაიყვანეს და მერე გავიგეთ, რომ ნათელა ჩაუყვანიათ ამ, თვითმფრინავი იყო რა თქმა უნდა, ესე ვთავათ დამჯდარი და მიდიოდა მოლაპარაკებები და ნათელა იყო ერთ-ერთი მშობელთაგანი, რომელმელსაც სთხოვეს მოლაპარაკება ამ ბიჭებთან, სამწუხაროდ ეს არ დამთავრდა კარგად, მოლაპარაკებები. მივიდა ნათელა და ელაპარაკა? თვითმფრინავთან მივიდა, ანუ ზევით იქ ვერავინ ვერ ავიდოდა, მე როგორც ვიცი, ქვემოდან ელაპარაკებოდა, პლიუს გარშმო ეს სპეცსამსახურების ხალხი იყვნენ, ცდილობდნენ ერთად დაერწმუნებინათ, რომ ჩამოსულიყვენენ თვითმფრინავიდან, ნუ სამწუხაროდ ეს არ მოხდა, გავიდა ძალიან დიდი ხანი 3-4 სთ ვიყავით ესეთ მდგომარეობაში.
თქვენ იცოდით, რომ თვითმფრინავი იქ იდგა უკვე?
კი, კი, ეხლა რომ მიგვიყვანეს, თანდათან გავერკვიეთ სიტუაციაში, ჩვენ არ გაგვიგია რა როგორ, სროლის ხმას როცა გაიგებ, მაშინ აცნობიერებ, რომ რაღაცა ხდება, ანუ ეს სპეცრაზმი როდის ჩამოიყვანეს რუსეთიდან და როგორ მოხდა ამ თვითმფრინავის დაცლა მგზავრებისგან და ამ ბიჭებისგან და ჩემი და, ჩემი დაც იქ იყო, რა თქმა უნდა, ფაქტიურად ესე ვერ გავიგეთ ჩვენ ეს პროცესი, მაგრამ ფანჯრიდან ვხედავდით, თუმცა გვითხრეს კატეგორიულად, ფანჯარაში ნუ იხედებითო, მაგრამ მე მაინც მივედი და დავინახე, ჩემი თვალით ვნახე სოსო წერეთელი მოყავდათ ფეხით, სოსო იყო დაჭრილი მაშინ, მაგრამ თავის ფეხით მოდიოდა, გვერდებში დაცვის რამდენიმე კაცი მოყვებოდა და წავიდნენ, მაგ დროს ჩვენ გამოგვიშვეს უკვე გარეთ და შემდეგ მოხდა ასეთი რამ, აბსოლუტური ვაკუუმი, აი რომ დამთავრდა ის ღამე თუ არა, ჩვენ აღმოვჩნდით ვაკუუმში, ანუ ჩვენ არ ვიცოდით, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა, ერთმანეთში გავერკვიეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ასე ვთქვათ, ასეთი რამ გააკეთეს და ვიყავით სრულ უცოდინარობაში, რა ხდებოდა მათ თავს, ჩვენს თავს და ნუ დედაჩემი ეხლა ცოტა ისეთი ენერგიული ქალია და ყოვეთვის რაღაცას ახერხებდა ხოლმე და მოახერხა ის, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია გაიგო, რომ ესეთი რაღაცა მოხდა, თინაც მათ შორის იყო.
შეიძლება მოყვეთ, იმიტომ რომ ამას უცხოები ისმენენ და მოვყვეთ რა მოხდა, რამდენი იყვენენ და ა.შ.
გეტყვით კი ბატონო, ეს ყველაფერი მოხდა ასეთი სცენარით, ცოლ-ქმარი, ანუ თინა - ჩემი და და მისი მეუღლე, გეგა კობახიძე. რამდენი წლისები იყვენენ მაშინ?
თინა იყო 18 წლის გეგა ალბათ 25 არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ შემუშავებული ქონდათ ესეთი გეგმა, რომ უნდა გაეტაცებინათ თვითმფრინავი და დამჯდარიყვნენ თურქეთში და თურქეთიდან გადასულიყვნენ სადღაც უფრო ალბათ შორს, ეს ყველაფერი, ქორწილი, გამოიყენეს, როგორც ნუ ეხლა ქორწილი ნამდვილად ქორწილი იყო, უბრალოდ გამოყენებული იყო ეს ქორწილი იმ საბაბად, რომ ყოველგვარი ჩხრეკის გარეშე გაეტარებინათ ეს მექორწილეები და მათი მეგობრები, მეჯვარეები, ესენი იყვენენ: თინა, გეგა, ძმები ივერიელები, ტაბიძე გიორგი, მე სხვათა შორის იქ გეგას გარდა არავის არ ვიცდნობდი, სოსოს ვიცნობდი შორიდან და დათო მიქაბერიძე, ჩიხლაძე, აი ეს მღვდელი სამწუხაროა, საერთოდ არ ყოფილა იქ, ეს ყველაფერი მოხდა ახალგაზრდა გოგონას მეშვეობით, რომელიც იქ მუშაობდა, რომელსაც ისინი დაუახლოვდნენ, ისარგებლეს მისი ასე ვთქვათ გულუბრყვილობით და მერე ამ გოგონამ ასე ვთქვათ თავის თავზე აიღო ის, რომ ისინი გაეტარებინა ჩხრეკის გარეშე, ნუ აი ესე დატრიალდა მერე მთელი უბედურება, მე რაც ვიცი თვითმფრინავში რაც ხდებოდა, რაც მართალია, რაც ტყუილია, ვიცი, რომ ეს ყველაფერი ვიცი ასე ვთქვათ მონაყოლიდან, ახლობლების, თვითონ თვითმხილველების, ანუ ჩემი დის მოყოლთ და ნუ ის რაც მერე ხდებოდა პრესაში და ტელევიზიაში ყველამ კარგად იცის, ეს იყო ფაქტიურად საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, ამ საკითხის ირგვლივ. იცით რა, ამდენი წლის მერე ამ გადმოსახედიდან, რა საკვირველია, შეიძლება უკვე ცივი გულით თქვა, რომ ნამდვილად ეს იყო არა სწორი, ესენი იყვნენ ახალგაზრდები, ესენი იყვნენ ნიჭიერები, საინტერესო ადამიანები, რმლებსაც უნდოდათ პროტესტის გამოხატვა აი ასეთი სახით და ქვეყნის დატოვება, თუმცა არანაირად ჩვენი ოჯახი ამას არასოდეს არ ამართლებდა და ცოტა არ იყოს იდეალიზირებულად გვეჩვენება ეს ყველაფერი რაც ამ თემის ირგვლივ ხდებოდა ყოველთვის, მე ნამდვილად, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები ამას არასოდეს არ ვიზიარებდით, ნამდვილად საწყენია, ის რომ ეხლა ჩიხლაძე საერთოდ არაფერ შუაში არ იყო, ეს მღვდელი, მაგრამ როგორც ორგანიზატორი ისე გაიყვანეს ამ საქმეში. ნუ რაც ხდებოდა შიგნით, როგორც ჩემი დისგან ვიცი, ჯერესერთი თინიკო ყვება ასეთ ამბებს, რომ მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვიცოდიო, მაგრამ ნუ როგორ უნდა მეთქვაო, შენთვისო, ან ვინმესთვისო, ისე ქორწილის პირველსავე დღეს ეტყობოდა, ცოტა რაღაც უცნაურად შეწუხებული იყო, მაგრამ მერე უკანა იმით, რომ ვფიქრობ ხო, მერე ხვდები და აკავშირებ ამას, რატო და როგორ, იმიტომ რომ ბუნებრივია იცოდა, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, ხოდა რასაც ყვება თინა, რა საკვირველია ეს იყო შოკის მომგვრელი, გარდა იმისა, რომ მან თავისი მეგობრები წაიყვანა, ანანო მელიავა იყო მისი მეჯვარე, რომელიც უახლოესი მეგობარი იყო და რომელიც მერე ამ თვითმფრინავის განთავისუფლების შემდეგ ხტებოდნენ მერე მგზავრები თვითმფრინავიდან, ნუ ისე დაიზინა ხერხემალი, რომ დღესაც რაღაცა პრობლემები აქვს, რასაც თინა ვერ პატიობს თავისთავს.
ანანომ არ იცოდა?
ანანომ არ იცოდა, არა. ხო, ნუ აი ასე, ფაქტიურად სასამართლომდე ჩვენ არ გვინახია თინა, საერთოდ შორიდან ვიგებდით რაღაც რაღაცეებს, მაშინ ყოველეთვის ხდებოდა ესეთი რაღაცეები, ფულით ვიღაცა წერილს მოიტანდა, რა იყო მართალი, რა იყო ტყუილი, ამ წერილებში და ამ ინფორმაციებში პირადად თინასგან არავითარი ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია, მე თინა პირველად ვნახე პირადად სასამართლოზე.
თვითონ რას გიყვებოდა, თვითმფრინავში რა ხდებოდაო?
თვითმფრინავში ხდებოდა ის, რომ, რა თქმა უნდა ცდილობდნენ, რომ შეეშინებინათ ეს მგზავრები, რომლებიც ბუნებრივია გამოხატავდნენ აღშფოთებას და სურვილს, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო და დაესვათ თვითმფრინავი და გადმოსულიყვნენ ამ თვითმფრინავიდან, მაგრამ ის რომ რასაც პროპაგანდა აკეთებდა, რომ ვითომ ესენი თითქოსდა მიცვალებულებზე ცეკვავდნენ და შამპანიურებს სვავდნენ, ნუ ეს რა საკვირველია ეს არის ყველაფერი ზღაპარი და დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი და თინასაც ძალიან უჭირს ყოველთვის ამაზე ლაპარაკი და აღარ ვლაპარაკობთ საერთოდ ამაზე, არც მაშინ, ერთადერთი ჩვენ რაზეც გვისაუბრია, რომ აი ეს იცოდა, და ერთადერთი შიგნით რაც ხდებოდა, ნუ გეგა იყო ფეხში დაჭრილი და გეგაზე დარდობდა ძალიან, ზოგადად რაც ყოველთვის არის ხოლმე ალიაქოთი და არეულობა, ანუ დეტალებში მეტი არაფერი არ მოუყოლია და არც ჩვენ არ ვეკითხებით ხოლმე ამის ირგვლივ, მერე მოხდა ისე, რომ სასამრთლო პროცესზე, ჯერესერთი სახაზინო ადვოკატი მიგვიჩინეს ჩვენ, არ გვქონდა უფლება სხვა ადვოკატის აყვანის, ჩვენი ადვოკატი იყო ლიანა მატკავა, რომელიც იყო საშინლად სუბიექტური, რასაკვირველია ეხლა ეჭირა პოზიცია ბრალდების მხარის და ნუ დედაჩემი ძალიან ემოციური ქალია და ძალიან სერიოზული სკანდალი ატყდა იქ ამასთან დაკავშირებით, აცილება მოითხოვა მატკავასი და მერე ბოლოს აღარ დააშვებინა ეს მატკავა, ანუ თინა იყო ფაქტიურად ადვოკატის გარეშე, ესე მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე და ხდებოდა რა იცით? სასმართლო პროცესზე უშვებდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებს და ადრე იცოდნენ ხოლმე სამსახურებიდან ჯგუფურად მოყვანა ხალხის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება რასთან ქონდათ საქმე, მე არ ვიცი რამდენად შეიქნა იქ სურათი, რისი შექმნაც მათ მუნდოდათ, იმიტომ რომ ამ ბიჭებთან მიმართებაში როცა კითხვები ისმებოდა, როცა რაღაცას ყვებოდნენ, არ იყო იცით ესეთი უდარდელი, ან თავხედური დამოკიდებულება მათი მხრიდან, მე მივხდი, რომ ძალიან სერიოზულად გაიაზრეს ეს რა დაემართათ და ფაქტიურად ძალიან ცუდი საყურებელი იყო ყველაფერი ეს, აი ეს იყო და ეს, ნუ ნამდვილად არავინ არ ელოდა იმას რომ ამათ უმაღლეს სასჯელს მიუსჯიჯდნენ. აი ეს ხალხი ვინც იყო მოწმეების სახით მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რაც ჩაიდინეს. რა საკვირველია, მოწმეები გამოდიოდნენ და ალბათ, მე ვერ გავიხსენებ, იყო ერთი, ორი მომენტი, ეხლა მახსენდება, ზედმეტად უყვარდათ რაღაცა მოყოლა, ზედმეტად აი ესე იქცეოდნენ, ისე იქცეოდნენ, აფექტში, რომ ხარ შეიძლება გეჩვენება კიდევაც ასეთი რამ, მაგრამ რაც იყო იმას ყვებოდნენ, მე ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცა ძალიან ცდილობდა, რომ კიდევ ზედმეტი ტვირთი აეკიდათ და ზედმეტი პრობლემები შექმნილიყო, ანუ იქ დასამატებელი ფაქტიურად არ იყო, იმდენად მძიმე იყო სურათი, მაგრამ ბოლო დღე, რომ მოვიდა არავინ არ ელოდა ნამდვილად ესეთ განაჩენს, უმაღლეს სასჯელს, ფაქტიურად ყველა შოკში ჩავვარდით, უბრალოდ მერე დავმშვიდით, დავმშვიდდით რა, რა დაგამშვიდებს მაგ დროს, უბრალოდ მერე ვიფიქრეთ, რომ აპელაციის საშუალებაც არის, ვთქვათ რაღაცა ინსტანციებია თბილისში, მერე მოსკოვში და ამ იმედათ, ესე რაღაცნაირად მერე დაიწყო ხემოწერების შეგროვება.
რამდენს მიუსაჯეს სიკვდილი?
ე.ი. მიუსაჯეს ყველას დახვრეტა თინას გარდა, ჩიხლაძე, ძმები ივერიელები და გეგა, ნუ დათო მიქაბერიძემ თავი მოიკლა თვითმფრინავშივე, ტაბიძე თვითმფრინავშივე დაიღუპა, სროლების დროს, გამოდის ოთხი კაცი, ოთხი ბიჭი და თინა.
თინას რამდენი წელი მიუსაჯეს?
თინას 18 წელი მიუსაჯეს. ( აქ უნდა ეწეროს 14 წელი )
და რამდენი წელი იჯდა?
თინა იჯდა 6 წელი. აუცილებლად მინდა ვთქვა იცით რა, ახლა ამ ყველაფრის მერე, ნუ მერე მოგვეცა საშუალება შეხვედრის კოლონიაში როცა იყო, გადაიყვანეს კოლონიაში, რა თქმა უნდა დიდი დანაშაულია ეს ყველაფერი რაც მოხდა, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ლტოლვა იყო თავისუფლებისკენ, არ მიყვარს ესეთი სიტყვების ხმარება, მაგრამ ყველა გაგებით ეკიდებოდა თინას მდგომარეობას, იმიტომ რომ თვითონ ბუნებითაც ისეთი ადამიანია, რაღაცა მშვიდი, წყნარი, წარმოუდგენელია მისგან რაღაცა აგრესია და თავიდანვე განგაწყობს თავის მიმართ და კოლონიაში ძალიან შეუწყვეს ხელი, როგორ გითხრათ, ცალკე ოთახი გამოუყვეს, იცოდნენ, რომ ხატავდა, საღებავები მიუტანეს, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ დაესაქმებინათ ამ მიმართულებით და მოკლედ ცდილობდნენ, რომ ხელი შეეწყოთ ეს ემოციური ფონი, მისი მდგომარეობა, ცოტა მოწესრიგებულიყო, ამას ნამდვილად ვიტყოდი, თუმცა დედას ძალიან ბევრჯერ მოსვლია იქ ჩხუბი, ისტერიკები, ხომ იცით მაშინდელი სიტუაცია კოლონიებში, არანორმალური ექიმი, არანორმალური ისა და დედა მაინც ახერხებდა, ყველამ იცოდა, რომ ვთქვათ თუ თინას კბილი ატკივდებოდა, ექიმი აუცილებლად უნდა მიუყვანონ, თინასთვის არ უნდა შეექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ თამარი მოვა და ერთ ამბავს ატეხავს და აი ესე გავიდა 6 წელი, მაგრამ მოხდა რა იცით, პარალელურად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა და მოხდა 89 წლის 9 აპრილი, იქ დაიწყეს ეს ლოზუნგები, თავისუფლება თინა ფეტვიაშვილს, რაღაც ესეთი და ამ ლოზუნგების გამოყენება და ვაჟა ლორთქიფანიძე არის ჩემი მეუღლის კლასელი და ნუ მაშინდელი ცეკა, ცეკაში მე მგონი იდეოლოგიის განყოფილების გამგე იყო და დაგვიძახა და დავილაპარაკეთ და ვაჟამ გვთხოვა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლე, თვითმფრინავში გარდაცვლილის მეუღლე, ასწავლიდა სკოლაში, სადაც თინა სწავლობდა მასწავლებლად და იქნებ წახვიდე და შენ დაელაპარაკოო, რომ იქნებ გავიგოთ საწინააღმდეგო ვთქვათ ექნება, თუ არა რამე, თინა რომ გამოუშვათო, მე წავედი ძალიან შემართებით და იმით და რომ შევედი და რომ ვუთხარი ვინ ვიყავი, ისეთი ისტერიკა ატეხა ქალმა ნუ ძალიან შემეცოდა და წამოვედი ვერც დაველაპარაკე ვერაფერზე, მაგრამ მაინც 89 წლის გაზაფხულზე, ნუ მთავრობამ ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა მათთვის დადებითი აქტი და თინა გაზაფხულზე გამოუშვეს, 6 წელი გაატარა თინამ კოლონიაში, შიძლება ვთქვა, ნუ რა თქმა უნდა ეს იყო დიდი სიხარული ყველასთვის, მაგრამ პარალელურად ხდებოდა ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით დანარჩენი ბიჭები დახვრეტილები იყვნენ, თუ არა, ჩვენ ოფიციალური შეტყობინება არავისგან არ მოგვსვლია აბსოლუტურად, ნათელა ხან სად, ხან სად დადიოდა პარალელურად მიდიოდა ეს აპელაციები მოსკოვში, ხელმოწერები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ ბიჭებს უნდა დავეხმაროთ და შეგროვდა ძალიან ბევრი ხელმოწერა, მათი მხარდასაჭერი და რომ ვთქვათ რაღაცა მათი სასჯელი შიცვალოს, მოხდა ისიეც, რომ ბევრმა მერე უკან წაიღო ეს ხელმოწერები, ეს ხდება ხოლმე, რას იზამ, ხოდა მე ვიტყოდი, რომ მე-7, თუ მე-8 წელი იყო, როდესაც ნათელას მოუვიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ გეგა დახვრეტილია, იმავე წელს დაუხვრეტიათ განაჩენი როცა გამოიტანეს, მაგრამ სამწუხაროდ ამდენი წელი ჩვენ არაფერი არ ვიცოდით.
როგორ გგონია, რატომ არ გეუბნებოდნენ?
მე ვფიქრობ, რომ არ შექმნილიყო ალბათ ამის ირგვლივ კიდევ აჟიოტაჟი, ხომ გეუბნებით მაშინ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობა, ამ ტალღაზე ებრძოდნენ ამ კომუნიზმს, ამ რეჟიმს და ეს კიდევ ალბათ ზედმეტი თავსატკივარი იქნებაოდა მათთვის და ცდილობდნენ ეს რაღაცნაირად ჩაეჩუმებინათ, ნუ მერე ეს უკვე რომელი წელი გამოდის? მოკლედ 90-იანებში, ამის მერე მოხდა ისე, რომ ვიღაცეები უკავშირდებოდნენ ხოლმე ნათელას, ჩემთან მე უბრალოდ კონტაქტი არ მქონია არასოდეს და არ ვიცი რა ხდებოდა და წაიყვანეს სადღაც, რაღაც საფლავი აჩვენეს, სადაც იყო გეგა დამარხული, მერე არმოჩნდა, რომ გეგა არ იყო და ივერიელები იყვნენ, ასეთი ისტორიები ბევრი გამიგია, მაგრამ მე არასოდეს აღარ მქონია ამ მიმართულებით არც ინტერესი, არც სურვილი რამე დამეზუსტებინა.
თინა აღარ შეხვედრია გეგას სანამ დაჭერილი იყო?
არა, მხოლოდ სასამართლოებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს სამწუხაროდ, გასაკვირიც არ არის ეხლა ეს.
მერე, რომ გამოვიდა თინა ჩვენ გადავწყვიტეთ სიურპრიზი გაგვეკეთებინა, გვინდოდა პეტერბურგში გაგვეშვა ჩვენ ახლობელი მეგობრები გყავს, ჩამოვიდეს ჩვენთანო, გავასეირნებთო, ვაჩვენებთო, გიამ გადაწყვიტა, მოვამზადეთ ბილეთი და თინამ გამოგვიცხადა არა მე ცხოვრებაში თვითმფრინავში აღარ ჩავჯდებიო, აი ესე იყო, მერე ჩაჯდა რა თქმა უნდა. მერე რამდენიმე წლის მერე გათხოვდა, ბავშვიც ყავს უკვე დიდი, საინტერესო ის არის, რომ ბავშვს რამდენიმე წელია რაც უთხრა ეს ყველაფერი, იმან არც იცოდა ეს ამბავი.
გოგო ყავს თუ ბიჭი?
ბიჭი 22 წლის.
ქმარი ქართველი ყავს ხო?
გიორგი ლაღიძე, სოსო ლაღიძს შვილი.
და სად ცხოვრობენ?
ცხოვრობენ კიპროსზე. ერთი 20 წელია რაც იქ არიან, ეხლა ბრუნდებიან უკვე, გადაწყვიტეს ჩამოსვლა.
რას აკეთებს თინიკო? ხატავს თუ რამეს აკეთებს?
ორივე ხატავს, გარდა ამისა მუშაობენ რაღაცა გალერეა არის და იქ მუშაობენ თინაც და გიორგიც რაღაც მენეჯერია, ამზადებს ამ გამოფენებს და მოკლედ.
რა ზეგავლენა მოახდინა ამან თინაზე, რას ხედავ? და რა იყო მაგისთვის ყველაზე მძიმე ამ სიტუაციაში?
მე ვთვლი, რომ რა საკვირველია თინასთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და ზეგავლენა მოახდინა ის, რომ რაღაც პერიოდი ადამიანი ამ დროს ხდები თვალ წინ, რომ გიდგას ეს ყველაფერი პირველი იყო შიში მაგისთვის, აი ყველაფრის შიში ქონდა, მერე თანდათან, თანდათან დატოვა ძალიან მძიმე მოგონებები რა საკვირველია. მოგონებები და მერე დაიწყო ამაზე სპეკულაციები, ზოგმა ფილმი გადაიღო, ზოგმა სპეკტაკლი დადგა, რაღაცა წიგნიც დაწერა და მუდმივად უნდოდათ ცოცხალი ადამიანი ვინც ამას შეესწრო, ნუ არ უნდა ადამიანს ამის გახსენება, არც ამაზე მსჯელობა და სულ ყოველთვის მთხოვს ხოლმე, რომ ამ თემაზე ნურავინ ნუ დამირეკავს და ნუ დამელაპარაკება და ასეთნაირად ვართ ჩვენ ოჯახში, რომ ამაზე არ ვლაპარაკობთ საერთოდ, ეგეთი ამბავია. ისე მინდა აღვნიშნო, რომ როცა გამოვიდა, ნუ დედას ყოველთვის ყავდა ძალიან ბევრი მეგობრები, ნაცნობები, ძალიან დიდი დახმარება, მხარდაჭრა, გარდა იმისა, რომ გრძნობ, რომ ადამიანები გვერდში გიდგანან, ვის რითიც შეეძლო, იმით ეხმარებოდა თინას ყველანაირად, მახსოვს ვიღაცამ მაცივარი გამოაგზავნა, სასაცილოა ძალიან, ვიღაცამ ჭურჭელი გამოაგზავნა, სერვიზი, ნუ რაღაც ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო, იცი, რომ ადამიანები გულწრფელად გითანაგრძნობენ, ხვდებიან, რომ ეს არ იყო რაღაცა, მოხდა ესე და რას იზამ, აი ესეთი ისტორიაა. სამწუხაროდ ეს მოხდა ჩვენს ცხოვრებაში.
შენს ცხოვრებაზე ამან იმოქმედა, როგორ ფიქრობ?
ნუ რა საკვირველია არასასიამოვნო კვალი დატოვა, იმ თვალსაზრისით, რომ ეს მოგონებები დარჩა, მერე არ არის სასიამოვნო, როდესაც გიწევს თვეში ერთხელ, თუ ორჯერ რამდენიმედღიანი „სვიდანია“, „სვიდანია“ ერქვა მაშინ ამ შეხვედრებს, როგორ იყო იცი? თვეში ორჯერ იყო უბრალოდ სასაუბროდ გიშვებდნენ იქ და შუაში იყო რაღაცა შუშის დაფასავით და ესე ვლაპარაკობდით ერთმანეთში და ორ თვეში ერთხელ იყო სამდღიანი შეხვედრები, სადაც მე, დედა, ბავშვები ჩემი რაღაც ცოტა ხნით ვრჩებოდით ხოლმე, ღამით, არასასიამოვნოა ეს ყველაფერი, რა საკვირველია და სულ ვცდილობდით ხოლმე რაღაც ისეთ თემებზე გვესაუბრა თინასთან, რომ ცოტა გადაეტანა ყურადღება, თან იმ მომენტში ხომ არ იცოდა თინამ, არც ჩვენ არ ვიცოდით გეგა ცოცხალი იყო თუ არა, რაღაც პარატა ნაპერწკალი ამ ოპტიმიზმის მაინც იყო დარჩენილი, ნამდვილად შთაბეჭდილება ნამდვილად ისეთი დატოვა, მძიმე და არასასიამოვნო და სხვათა შორის ისეთი მომენტიც იყო, რომ ამ ტალღაზე, ზოგიერთი პოლიტიკოსები, მაშინ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ცდილობდნენ თავის კარიერას, კარიერის შეიძლება ეხლა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ თავის რაღაცა ინტერესების აგებას, ნუ იყო ესეთი მომენტი, რომ ჩემთან მოვიდნენ, რომ ამაზე ეხლა ჩვენ ჰელსინკში დავრეკავთ, ამაზე ვისაუბრებთ, იმასზე ვისაუბრებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ სულ სხვა გეგმები იყო და სულ სხვა ის და ძალიან გული დამწყდა, როდესაც პირველი მიტინგი იყო, მგონი საქართველოს ისტორიაში, იპოდრომზე მოხდა და არც ვიცოდი, ისარგებლეს დედას ემოციურობით და მესმის გამოდის დედაჩემი ამ თემის ირგვლივ და საშინლად შევწუხდით, გავბრაზდით, ეს იყო ფაქტიურად სარგებლობდნენ, ისარგებლეს ამ მომენტით, ნუ აი ეს იყო და ეს. ეხლა კიდევ ვიღაცას რაღაც ფილმის გადაღება უნდა, ნუ არ ვიცი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ...
შენ როგორ ფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დიდი რეპრესია რაში გამოიხატა?
მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი რეპრესია, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ეს ადამიანები, ეს ბიჭები, იყვნენ ძალიან ახალგაზრდები და მათთვის ეს უმაღლესი სასჯელის მისჯა იყო არასამართლიანი ნამდვილად, იმიტომ რომ დანაშაული, არ ვიცი ეხლა როგორ არის იურისპუდენციაში, მაგრამ პირველი დანაშაული როცა არის და ესეთი ახალგაზრდაა, ალბათ ესე არ უნდა აკეთებდნენ და მეორე ის, რომ ჩვენ ამდენი ხანი არ ვიცოდით რა ბედი ეწიათ და გავიგეთ ძალიან დიდი ხნის მერე მათი ასე ვთქვათ საბოლოო ბედის შესახებ, ეს იყო საშინელება, გარდა ამისა საშინელება იყო ის, რომ ვხედავდი როგორ ხდებოდა მანიპულირება, მცდელობა მანიპულირებისა საზოგადოებისა, არასოდეს არ დამავიწყდება, რას ვერჩი ახლა იმ საწყალს, დავით სოკოლოვის ხმა, რომელიც კითხულობდა ამ წერილს, ცეკაში შდგენილ წერილს, ალბათ იგივ ვაჟა ლორთქიფანიძის მიერ, მაგრამ ჩვენთან ხომ ორმაგი სტანდარტებია სულ, ხოდა ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ ძალიან განებივრებულებიდა შეძლებული ოჯახებიდან, ნამდვილად არ იყო არც თინა შეძლებული ოჯახიდან და არც გეგა კობახიძე, ეხლა დანარჩენები შეიძლება ითქვას, მაგრამ ის, რომ ცხოვრობდნენ მარტო შამპანიურის სმით და დროს ტარებით და უცხოური ფასეულობებისადმი ლტოლვით და ასეთი ტექსტები იყო ხოლმე და ძალიან საწყენი იყო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. და ის, რომ თქვენი და ციხეში იყო და როგორც მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი იყვნენ სამშობლოს რაღაცა, რაღაცა, რაღაცა თქვენს ცხოვრებაზე, კარიერაზე, ოჯახზე, რა გავლენა იქონია ამან? ნამდვილად არ ვიტყვი, რომ იქონია გავლენა, არა, მე ეხლა ვმუშაობდი ჟურნალისტად, პირიქით, იმდენად ყველა ახლობელი იყო მათ მხარდაჭერა ვგრძნობდი ყოველთვის და ჩემზე ნამდვილად არ მოუხდენია გავლენა ამ თვალსაზრისით, მერე შევარდნაძესთანაც დავდიოდი ხოლმე ინტერვიუებზე.
ხოო?
ხო, იმიტომ რომ ეს რუსული სამსახურის უფროსი ვიყავი რუსულ საინფორმაციოში, სახელმწიფო რადიოში და ნუ ეხლა ჩემი მისია იყო პირდაპირ, მერე აფხაზეთის ომი, რომ დაიწყო და ის და მე ვიყავი, თან ვაჟა მეუბნებოდა ესე ჯობია, საქმისთვის და ნუ მეც ეხლა რახან საქმისთვის ჯობია და დავდიოდი, თვეში ერთხელ ინტერვიუები გვქონდა შევარდნაძესთან.
იცოდა შენ ვინ იყავი?
კი, დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა.
მაგრამ არ გამოუვლენია?
არა, არ გამოუვლენია არასოდეს, არც მე არასოდეს, მაგრამ ვიცოდი, რომ იცოდა ვაჟასგან, დარწმუნებული ვარ ამაში. აი ეს არის მე რაც მახსოვს.
ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო.
P.S დედა იყო ძალიან აქტიური, ეს იმას ჭირდება ეს ამას ჭირდება, ერთი ორი გოგო თინამდე გამოსული სხვათა შორის შეიკედლა და მერე გაქურდეს, ბოლოს დამთავრდა იმით, რომ აღარავის აღარ უშვებდა სახლში.
This post has been edited by VIP Blogger on 4 Sep 2013, 01:25
|