როგორც ვატყობ უმრავლესობას ძლიერი სამართალდამცავი ორგანოები ესიმპატიება

, მეც ამ აზრისკენ ვიხრები, საერთოდ სააკაშვილის რეჟიმის ერთადერთი გამართლებაა მე მგონი სამართალდამცავების მოძლიერება. ვანო კიდე ერთადერთი პროფესიონალი მიშას გუნდში.
ლიბერალურ განათლებაში რას გულისხმობთ ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ. გასაგებია რომ არ გვინდა
თითქოს ჩატარდა განათლების რეფორმა. რეალურად არაფერი შეცვლილა, კორუფცია მოიშალა მისაღებ გამოცდებზე ეს არის და ეს. პრინციპში ესეც საქმეა...
ჩემი აზრით განათლების სისტემის ამერიკული მოდელი საქართველოში არ გამოგვადგება. განათლება სახელმწიფომ უნდა "მართოს", განავითაროს მისთვის პრიორიტეტული დარგები.
ავხსნი უფრო დაწვრილებით. აი საქართველოში არ არის გავნითარებული სიტყვაზე ვთქვათ რობოტოტექნიკა. ანუ ადამიანი რომელიც დაეუფლა ამ დარგს სამსახურს ვერ იშოვის. ეს დარგი ნაკლებად პრიორიტეტულია სტუდენტისთვის, შესაბამისად ნაკლებად პრიორიტეტულია კერძო სასწავლებლისთვის. არადა დარგის განვითარებისთვის საჭიროა სპეციალისტები, რომლებიც არ არიან. საჭიროა საწყისი ბიძგი სახლმწიფოს მხრიდან, დაფინანსების გამოყოფა რათა ვიღაცამ ისწავლოს ეს დარგი. აი შემდეგ ორგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები
1. ვთქვათ სახელმწიფო "აწვება" სოციალისტურ ეკონომიკას. მაშინ სახელმწიფო შექმნის ამ უკვე ნასწავლი ვიღაცისთვის სამუშაო ადგილს, დააფინანსებს რა რობოტების გამომშვებ ქარხანას. უკვე სხვა სტუდენტებშიც გაჩნდება სურვილი ამ დარგის შესწავლის. განვითარდა დარგი - მოგვცა მოგება, ყველას უხარია

. თუმცა ამ ყველაფერს ესაჭიროება დიდი რესურსი რა თქმა უნდა.
2. ახლა განვიხილოთ ლიბერალური ეკონომიკის შემთხვევა. გვყავს უკვე სპეციალისტი, რომელსაც საკმარისი ფული არა აქვს საქმის დასაწყებად. აქეთ მიაწყდა, იქეთ მიაწყდა ეს ჩვენი პატივცემული სპეციალისტი მაგრამ რაი მერე... არავის ჯერა ამას რობოტების კეთება რომ შეუძლია უკვე...
უამრავი სფეროა საქართველოში განუვითარებელი. მე უბრალოდ იმის თქმა მიდა რომ ლიბერალური ეკონომიკით და ლიბერალური განათლების სისტემით არც არასოდეს განვითარდება ეს სფეროები, რადგან მოთხოვნა არ იქნება... ამიტომ ამ საწყის ეტაპზე არ ღირს მე მგონი, მაქამდე დიდი გზაა ჯერ გასავლელი.
P.S. ხო, შეიძლება ტერმინები "ლიბერალური" და "სოციალისტური" სხვადასხვაგვარად გვესმის, მაგრამ რისი თქმაც მინდოდა მე მგონი გადმოვეცი