შეატყობინე მოდერატორს · ციტირება · ^
GT
Вse PoxуЙ
ჯგუფი: Members
წერილები: 24527
წევრი No.: 178
რეგისტრ.: 29-June 01
გამოგზავნილია: 23 Mar 2008, 11:07 #8931863 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq · yim · msn
--------------------------------------------------------------------------------
licemer
სულ პირველად შემიყვარდა ეკა
ერთხელ კოცნა გავუბედე შიშით
თავში ჩანთა ისე მწარედ მრეკა
დღესაც მონსტრად მელანდება ძილში.
ამის შემდეგ შემიყვარდა ანა
შევიყვანე სამიჯნუროდ ბაღში,
როცა ვნების შევაგებე ძალა
დანის წვერი შევიგრძენი ,,ტანში;
გული დიდხანს არ დავტოვე ღია
ჩემს მესამე გოგოს ერქვა ნატო,
ერთ კვირაში ლამის გადამრია
სამი კაცის საყოფს ჭამდა მარტო.
ჩემს გულს მერე დაეუფლა ქეთა
მაისურში ჩავუცურე ხელი,
წიხლი ისეთ ალაგს ჩამაფეთა
შვილ-მომავალს აწი აღარ ველი.
მეხუთედ კი შემიყვარდა თიკო
იმის გარდა ვერ ვამჩნევდი ქალებს,
სიყვარულში კანფეტივით იყო
მაგრამ ენა ჰქონდა ძლიერ მწარე.
ბოლოს გული შემიტოკა ნინიმ
სიყვარული ბრამა ყოფილა ხო და
არ ჰქონია ერთი გრამი ტვინი
მაგრამ თავი ბიდოივით ჰქონდა.
რა მურტალი ბედის პატრონი ვარ
რა ჭირი მჭირს ხალხო ვეღარ ვიგებ,
აღარ მინდა მეტი დავიღალე
სიყვარულში არდადეგებს ვიღებ!
--------------------------------------------------------------------------------
QUOTE
GT
--------------------------------------------------------------------------------
12 წლის:
რაღაც მინდა და რა აზრზე არა ვარ-რა
14 წლის:
გოგო მინდა და, სულ ერთია რომელი!
16 წლის:
აი, ეს გოგო მინდა, იმიტომ, რომ უარს არავის ეუბნება!
18 წლის;
ყველა მინდა!
20 წლის:
აი, ეს ქალი მინდა, იმიტომ, რომ ყველას უარს ეუბნება!
25 წლის;
აი, ეს ქალი მინდა , იმიტომ, რომ ყველას სჯობია!
30 წლის:
აი, ის ქალი მინდა, იმიტომ, რომ სხვისი ცოლია
35 წლის:
ყველა მინდა, ჩემი ცოლის გარდა!
40 წლის:
ეს 16 წლის შტერუკა მინდა!
45 წლის:
ჩემი მარტოხელა მეზობელი ქალი მინდა-არა მგონია უარი მითხრას!
50 წლის;
არავინაც არ მინდა, ყველა მომწყინდა...მაგრამ საჭიროა!
60 წლის"
რა ვიცი, რომელი ქალი მინდა, თუმცა მაინცდამაინც აღარ შემიძლია...
65 წლის:
უნდა შევქმნა შთაბეჭდილება, თითქოს კიდევ რაღაც მინდა!
70 წლის:
მადლობა ღმერთს! უკვე აღარ მჭირდება შთაბეჭდილების შექმნა!
75 წლის;
მახსოვს, როგორ მინდოდა ის ქალი...
80 წლის:
მახსოვს რაღაც მინდოდა...
GTპასუხს ველოდები

სამსახურში მაგვიანდება
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.