ოპოზიცია მხოლოდ თბილისს და ბათუმს მოიგებსო და პარლემენტის თავმჯდომარეობაზე ფიქრი ცოტა ნაადრევი ხომ არაა? თუმცა, პირადად მე ნამდვილად ავ ვიქნები წინააღმდეგი, თუ უსუფაშვილი გახდება პარლამენტის თავმჯდომარე.
....
ოპოზიცია მხოლოდ თბილისს და ბათუმს მოიგებს
2 ნოემბერს მიღებული მილიონნახევარზე მეტი ადამიანის პროტესტი, ხელისუფლებამ, ჯერ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებით და შემდეგ პოლიტიკური პროცესების, წინა საპარლამენტო საარჩევნო კომპანიაში გადაყვანით ოსტატურად გაანეიტრალა.
არასოდეს ყოფილა საქართველოში მრავალრიცხოვანი შიმშილობის აქცია ასეთი უშედეგო, როგორც ეს 9 მარტის აქციას დაემართა. შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, დადებითად შეხვდნენ ერთ დროს პოპულარული, მაგრამ დღეს უკვე ჩრდილში მყოფი პარტიული ლიდერები.
თუმცა ზოგიერთი მათგანისთვის თავად საპროტესტო აქციის შეწყვეტა გაუგებარი აღმოჩნდა. მაგალიტად ”სახალხო პარტიის” ლიდერს, მამუკა გიორგაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არც ისე რადიკალურია, როგორც ჩანს.
მამუკა გიორგაძე: მას შემდეგ რაც დიდი სახალხო საპროტესტო მუხტი ასე გაიფანტა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ეს მოხდა ეროვნული საბჭოს ლიდერების უცოდინარობით, თუ შეგნებულად?
გიორგაძე ინტერესით ელოდება, თუ როდის მოეფინება ნათელი ბოლოდროინდელ მოვლენებს და გამოიკვეთება ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ან პიროვნება, თუ რაზე გაურიგდა ხელისუფლებას.
როგორც მამუკა გიორგაძე ამბობს ”ნაციონალებს” და ”რესპუბლიკელებს” ერთი პატრონი ჰყავთ და ვაშინგტონზე იქნება დამოკიდებული ახალი მოწვევის პარლამენტში, თუ როგორ გადანაწილდება პოლიტიკურ ძალთა ფარდობა.
საპარლამენტო არჩევნებში გიორგაძე ”ნაციონალებს” გარანტირებულ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. იგი უკვე შეგუებულია იმ აზრთან, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი, ვერ იქნება ხალხის ნების გამომხატველი.
- ” ამ არჩევნებში ისევე მოტყუვდება ხალხი, როგორც 2003 და 2007 წლებში. პროცენტებს აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან თვისობრივად ერთიდაიგივე ადამიანები მოვლენ პარლამენტში. ძირითად საკითხებში ”ნაციონალებსა” და”რესპუბლიკელებს” შორის არ არის განსხვავება”. - მიაჩნია მამუკა გიორგაძეს.
არჩევნების მიმართ მის უნდობლობას ისიც აღრმავებს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ამომრჩეველთა სია და ცესკოს, იგივე თავმჯდომარე ყავს, ვინც ”5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა”.
გაერთიანებული ოპოზიცია შეურიგდა იმ აზრს, რომ ცესკოს კვლავ ლევან თარხნიშვილი უხელმძღვანელებს. ეროვნულ საბჭოში ორი დღეა, მაჟორიტარი დეპუტატების განსაზღვრაზე მსჯელობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ეროვნული საბჭოს ყველა წევრი მაჟორიტარად იყრის კენჭს.
- ”საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მუდმივად ვაყენებთ მოთხოვნას, რომ გვინდა 75 დეპუტატი პროპორციული სიით იქნას არჩეული. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო ეს გააკეთოს”.-აცხადებს ეროვნული საბჭოს წევრი პაატა დავითაია.
მისივე განცხადებით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის მე-17 დღეზე აქციის შეწყვეტის მიუხედავად, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს კვლავაც გააგრძელებს, რაც ერთგვარად მისის წინასაარჩევნო კომპანიაც იქნება.
ეროვნულ საბჭოსთან კონსულტაციის დაწყებას ელოდებიან ”რესპუბლიკელები”. ისინი ოპოზიციურ პარტიებს, მაჟორიტარულ არჩევნებში კოორდინირებულ მუშაობას სთავაზობენ.
მართალია ოპოზიცია კოორდინირებულ მოქმედებას 75-ვე საარჩევნო ოლქში ვერ შეძლებს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ძირითადი და წამყვანი კანდიდატები ერთმანეთის წინააღმდეგ არ დადგებიან.
- ”რესპუბლიკელები” ძირითად პარტნიორებად ”მემარჯვენეებს” და ეროვნულ საბჭოს მიიჩნევენ. ”რესპუბლიკელები” თბილისსა და ბათუმში პარტიული სიით, ამასთანავე მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებასაც აპირებს.
პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ისინი მაჟორიტარებად პარტიის წამყვან ფიგურებს დაასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატებად საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ მათი მხარდამჭერი ადამიანებიც დასახელდნენ.
ხელისუფლებასთან თანაბარ პირობებში ბრძოლის ილუზია ”რესპუბლიკელებს” არ აქვთ. ბერძენიშვილის განცხადებით ”სამივე დონის საარჩევნო კომისიაში ”ნაციონალურ მოძრაობას” ყავს უმრავლესობა, ყველა კომისიის თავმჯდომარე მათი იქნება”.
ბერძენიშვილი ასევე წუხს, რომ ოპოზიციის კოორდინაციაში ”ლეიბორისტები” არ შევლენ.
თბილისსა და ბათუმში გამარჯვების გარდა, ოპოზიციას არჩევნების მოგებას არც პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ მათი მაქსიმალური შედეგი 50 მანდატი იქნება.
ეს შედეგი კლიმიაშვილის აზრით არც ისე ცუდია, რადგან ხელისუფლება ”ვეღარ შეძლებს კონსტიტუციის თავისი ნებასურვილით შეცვლას”.
კლიმიაშვილის განცხადებით ხელისუფლებამ კიდევ ერთ სტრატეგიას მიმართა, როდესაც მაჟორიტართა რიგებში ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების დასახელება დაიწყეს. ამით ოპოზიციას ბიზნესიდან დაფინანსების გზები მოეჭრა.
- ”თუ ბიზნესმენაბმა ფული არ მისცეს, ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება პატარ პატარა მიტინგებით არჩევნების მოგება. ჩათვალეთ, რომ 75 ადგილიდან 65 უკვე წაგებული აქვთ”. - აცხადებს რამაზ კლიმიაშვილი.
რამაზ კლიმიაშვილის მოსაზრებით, უკეთესი იქნებოდა ოპოზიციური პარტიებს, დეპუტატის უკან გამოწვევის უფლება, რომ მოეთხოვათ. ეს კანონი 1995 წელს ედუარდ შევარნაძის მოთხოვნით გაუქმდა.
ამით კი ყველაზე მეტად ”ლეიბორისტები” დაზარალდნენ რადგან ვერ შეძლეს მათი რიგებიდან ”ნაციონალებში” გადაბარგებული ბეგაშვილისათვის მანდატის გაუქმება.
- ”ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, დეპუტატის უკან გამოწვევის მეთოდი აპრობირებულია, ამ უფლების გაუქმების შემდეგ ყველაზე მეტად ”ლეიბორისტებმა”, საკრებულოს არჩევნების დროს იზარალეს. ზაზა ბეგაშვილს პირველი წყვილი ფეხსაცმელი შალვა ნათელაშვილმა უყიდა, ის საკრებულოში ”ლეიბორისტების” სიით გავიდა და მერე დაიწყო ”ნაციონალებში” ხტუნვა”. - დასძენს კლიმიაშვილი.
ასე თუ ისე ხელისუფლებამ ეტაპობრივად შეასუსტა ოპოზიციის წინააღმდეგობა და პოლიტიკური პროცესების მართვის სადავეები კვლავ მის ხელშია.
წყარო: პრესა,გე
ლინკი:
http://presa.ge/index.php?text=news&i=1802