.aoe.ge
შეატყობინე მოდერატორს · ციტირება · ^
Patara_Konsuli
ТОВАРИЩИ ! идите на хуи пожалуиста!
ჯგუფი: Registered
წერილები: 364
წევრი No.: 22186
რეგისტრ.: 1-August 06
გამოგზავნილია: 5 May 2008, 19:54 #9484014 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
--------------------------------------------------------------------------------
QUOTE
ავთანდილ მარგიანი: დავით უსუფაშვილი, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შემოვიდა
კომპარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი და საქართველოს ექს-პრემიერი, ავთანდილ მარგიანი აცხადებს, რომ "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, კომუნისტური პარტიის წევრი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გახდა. მარგიანის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრთა დიდი ნაწილიც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ სხვადასხვა დროს.
"რესპუბლიკერები" თავიანთი თავმჯდომარის კომუნისტურ წარსულს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა, ფაქტია, რომ ისინი ცრუობენ, რადგან დავით უსუფაშვილი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში იყო სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროს საშუალო სკოლის კომკავშირის აქტიური აქტივისტი, ხოლო მოგვიანებით კომკავშირის მდივანი. "უსუფაშვილი იმდენად სამაგალითო კომკავშირელი იყო, რომ მას ცეკას მდივნობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ. ზეპირად იცოდა მარქსისა და ლენინის შეგონებები", - განუცხადა "ჯორჯიან თაიმსს" ქვემო მაღაროს საშუალო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა.
პოლიტიკური მოძრაობა "ერთიანი საქართველო" 2 ნოემბრის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი ლიდერის, ავთანდილ მარგიანის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მათ, როგორც პრორუსულ ძალას აქციაში მონაწილეობა, აუკრძალა. ამაში მარგიანი უცხო ძალების ხელს ხედავს და აცხადებს, როგორც მმართველი პარტია, ასევე დღევანდელი ოპოზიციაც უცხო ძალების, სოროსის მიერ ფინანსდება და ისინი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენო.
თან ავთანდილ მარგიანმა ისიც გაგვიმხილა, რომ დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა დაახლოებით 90 % საქართველოს კომპარტიაში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ გაწევრიანდაო. გახსოვთ, ალბათ, ეს ის პერიოდია, როცა ხალხი კომპარტიას მასობრივად ტოვებდა და დღევანდელი ოპოზოციის ზოგიერთი ლიდერის კომპარტიაში გაწევრიანება ცოტა უცნაურად გვეჩვენება, მაგრამ ავთანდილ მარგიანი მაშინ საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი იყო და მას ამაში ყველაზე მეტად დაეჯერება.
ამ და სხვა საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" ავთანდილ მარგიანს ესაუბრა.
"ჯ. თ.": რატომ ფიქრობთ, რომ 2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია გრანდიოზულ აქციას ვერ მოაწყობს?
ავთანდილ მარგიანი: ესენი ვერასოდეს ვერ გაერთიანდებიან. იმიტომ რომ არც იდეები აქვთ ერთნაირი, არც შეხედულებები და არც სულისკვეთება.
_ ამას იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ თქვენს ორგანიზაციას აქციაში მონაწილეობაზე უარი გითხრეს?
_ მე ვიცი, რომ ესენი არცერთი არ არიან საქართველოს ეროვნული და სოციალური აღორძინების მომხრენი. ეს არ არის ის ძალა, რომელთა მონაწილეობით ქართველ ხალხს შეიძლება რაიმე ეშველოს.
_ მაშ ვინ, ან რა უშველის ქართველ ხალხს, იქნებ გვითრათ?
_ ქართველ ხალხს უშველის მხოლოდ ის ძალა, რომელსაც ჰქვია ცოდნა, გამოცდილება, ერთგულება და თავდადება. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ასეთი ძალები არ არიან. ისინი არიან, მაგრამ მაგას წესიერი ორგანიზება უნდა. უკვე თხუთმეტი წელია, რაც საქართველოში მიმდინარეობს ნაციონალური და სოციალური დამონების ფარული პროცესი.
_ ვინ უდგას ყოველივე ამას სათავეში?
_ ერთი მუჭა მძარცველთა გაბატონებული კლასი. ამას სათავეში მსოფლიოს მასონური მაფია უდგას. ამ ოპოზიციას მე კომპოზიცია დავარქვი.
_ რატომ?
_ იმიტომ რომ ხელისუფლება და ყველა ესენი ერთი ხელის თითები და ერთმანეთთან შეთანხმებულნი არიან.
_ დავიჯერო, რომ ყველა ოპოზიციონერი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს?
_ არა, ყველა არა. ახლა პიროვნულად ნახეთ. გოგა ხაინდრავა მეგობრობაში, ძმაკაცობაში მხეცია, მაგრამ იმხელა დახლართულ პროგრამებს რას გაგიგებს. ლევან ბერძენიშვილი იცით რა კარგი ბიჭია ურთიერთობაში? მაგრამ დათო (ბერძენიშვილი, მისი ძმა, _ ავტ.) ვის რაში შეეკვრება, მაგას რას გაიგებ? ილია ჭავჭავაძემ დაგვიბარა, საქმის სწორი დასაწყისი ნახევარ გამარჯვებას უდრისო. ახლა პირიქითაა, ნახევარი დამარცხებაა.
_ რა იცით. იქნებ ცდებით?
_ ოქრუაშვილის აყოლა შეიძლებოდა ასე? ჩვენს ორგანიზაციას "ერთიანი საქართველო" ჰქვია. ოქრუაშვილმა "ერთიანი საქართველოსათვის" ჩამოაყალიბა. სამი თვის წინ ისინი შეგვეკითხნენ ჩვენ ამ სახელწოდებას ვირქმევთ და საწინააღმდეგო რამე ხომ არ გექნმებათო. კი ბატონო, თუ ჩვენთვის იბრძოლებთ, რა პრობლემააო, ვუთხარით. მერე როგორც გაირკვა, "ერთიანი საქართველოს" მოსასპობად შეუქმნიათ. აქ, ვაის გავეყარე, უის შევეყარეზეა, საუბარი.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას რომ სააკაშვილს არ ჰყავს მთლიანად ისეთი გუნდი, როგორიც მისი გულია. კარდიოლოგი არა ვარ, მაგრამ მე მას ბოროტებას არ ვატყობ. სააკაშვილს გამოუცდელობის გამო ბევრს ატყუებენ.
_ მერე ვისი ბრალია ეს?
_ ვისი და თავისი. რახან აიღე, შეასრულე ვალდებულება.
_ ოპოზიციაც ამასვე არ ეუბნება, მაგრამ თქვენ მათთანაც არაკნალები პრეტენზია გაქვთ. ასე არაა?
_ ყველა ისინი თავის დროზე კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ, მე რომ მეუბნებიან პრორუსული ძალა ხართო.
_ მაინც ვინ? ზოგი საკმაოდ ახალგაზრდაა და როდის მოაწრო კომპარტიაში შესვლა?
_ მოასწრეს. ეს არის ბატონი უსუფაშვილი, რომელიც ყოჩაღი ბიჭი იყო, როცა კომპარტიაში შევიდა.
_ დავით უსუფაშვილმაც მოასწრო კომპარტიაში ყოფნა?
_ დავით უსუფაშვილი, მე როგორც მახსოვს, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგომ პერიოდში შევიდა კომპარტიაში. თუ არ ვცდები, ასეა. ძალიან ყოჩაღი და მონდომებული იყო სოციალური სამართლიანობის საკითხებში. ბატონი უსუფაშვილი დღეს არ მომწონს. კარგი მეუღლეც ჰყავს, ყველაფერი, მაგრამ დღეს მაგასაც ატყუებენ და მის მეუღლესაც ისინი, ვინც მაგათ აფინანსებს.
_ ვინ აფინანსებს?
_ სოროსის ფონდი, კაცო.
_ სოროსის ფონდი ხელისუფლებას აფინანსებს, თუ ოპოზიციას?
_ ყველას აფინანსებს. ესენი ერთი ხელის თითები არიან, ხომ გითხარით. პოლიტიკა ეს არ არის ახლა, მე სვანეთიდან სულგუნს ჩამოგიტან, შენ ღომს დამახვედრებ. 2 ნოემბრის აქციაც ასევეა. ამ აქციას მე წააქციას ვეძახი.
_ რატომ?
_ რატომ და ორგანიზაცია არ უვარგათ და მერე ერთმანეთს დაერევიან. ეს აქცია სტიქიურად გარეთ გამოვარდნილია.
_ ოპოზიცია რეგიონებში გავიდა, მთელი საქართველო მოიარა და იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
_ მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, მაგრამ ნახავთ ამას ყველაფერს. მათი 90% მოსყიდულია.
_ საიდან იცით?
_ დავალება რომ გაქვს და ფულს გაძლევენ, აბა როგორ იქნება.
_ იქნებ გვითხრათ, ვინ ვის მიერაა მოსყიდული?
_ მსოფლიოს მასონური მაფიას მიერ არიან მოსყიდულნი. შემდეგ შევხვდეთ ერთმანეთს და ამის საბუთებსაც გადმოგცემთ. ჩვენ, "ერთიან საქართველოს" გვყავს 250-კაციანი არმია, მაგრამ 2 ნოემბრის აქციაზე არ გამოვდივართ, არ ვმონაწილეობთ მასში. რატომ იცით? კიდევ ველოდებით ახალგაზრდა ხელისუფლებას. მოვუწოდებთ ბატონ სააკაშვილს განთავისუფლდეს ვირუსისაგან, რასაც ნოღაიდელი და მისი გუნდი ჰქვია.
_ მაგათგან რომ განთავისუფლდება საქართველოში ცხოვრება გამოსწორდება?
_ გაანთავისუფლოს და გამოასწოროს ცხოვრება. თავიდან როგორც მოვიდა ხომ გახსოვთ. 40 წელზე მაღალი ასაკის მუხაც კი გვეჯავრებაო. 28 წლის ბიჭებს შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ იმათ რომ დაავალებ იმას, რაც არ იციან, ამით მაგათაც ღუპავ და სამშობლოსაც. ეს უნდა გაითვალისწინოს სააკაშვილმა. 2 ნოემბრის აქცია კი ისევ ვიმეორებ, აქცია კი არა, იქნება წააქცია. ვაის გავეყარე და უის შევეყარე. მათი ლიდერები ყველანი ვიცი და იმიტომ ვამბობ.
_ კომპარტიიდან? ვინ იყო უსუფაშვილს გარდა კომპარტიაში კიდევ?
_ თითქმის ყველა იყო კომპარტიის წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან. ოფიციალურ დოკუმენტებს მოგიტანთ. გორბაჩოვის და ლენინის სურათი რომ ჩამოვაგდე და ილია ჭავჭავაძის სურათი ჩამოვკიდე, მაშინ შემოვიდნენ ესენი კომპარტიაში. ცუდი კი არ იყო კომპარტია. მისი მეშვეობით მივაღწიე მე ქვემო ქართლში აღორძინებას.
_ ეგ, რასაც თქვენ ამბობთ, 1989 წლის 9 აპრილამდე იყო. ამის შემდეგ უკვე მასობრივად ტოვებდნენ კომპარტიას და ესენი კი, როგორც თქვენ ამბობთ, მერე შესულან. არა?
_ ხო, 9 აპრილის შემდეგ შევიდნენ. ახალგაზრდები იყვნენ და რა ვქნათ ახლა ჩვენ. ერთსაც დავამატებ. მალე ამათ, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც განკითხვის დღე დაუდგებათ. არ შერჩებათ ღალატი და ორგულობა.
ფრიდონ დოჩია
2007.10.25 13:41
რქიანებო: თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო