#9121087 · 7 Apr 2008, 13:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გამსახურდია და სააკაშვილი |
ყველაზე დიდი მსგავსება მათ შორის არის ის, რომ ორივემ ,,წარმატებით" მოახერხა ერის ორად გაყოფა და ამ ორი მხარის ერთმანეტისადმი სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდება. მხოლოდ გაერთიანებული ერი აღწევს მიზნებს. ვიდრე არ გამოჩნდება პრეზიდენტი, რომელსაც სხვა ნიჭებთან ერთად ექნება ადამიანების გაერთიანების და არა დაყოფის უნარი, სულ ასე წრეზე ვიტრიალებთ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ორივეს აკლია სხვაგვარად მოაზროვნე, ანუ ზოგადად ადამიანების ნამდვილი სიყვარული და შემწყნარებლობა, რომლის გარეშეც არანაირი უმაღლესი იდეალები მიღწევადი არ არის. ფორმალურ და ქაღალდზე გაფორმებულ მიღწევებს არ ვგულისხმობ.
|