ამათ დამიხედეთ ერთი

რა დღეში არიან!!!!
მეზარება თავიდან წერა, სხვა თEიდან გადმოვაკოპირებ ჩემს სათქმელს
გავკარი მეფეს!

მამენტ, დედოფალი ჯობია
ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის საფუძველთა საფუძველი მოქალაქეების შეგნება, სამოქალაქო შეგნება. რაც გვჭირს, სწორედ ამის ნაკლებობით გვჭირს.
საპარლამენტო რესპუბლიკას, თავში მეფე იქნება თუ პრეზიდენტი, სჭირდება განვითარებული პოლიტიკური სპექტრი, რაც ჩვენს რეალობაში არ არსებობს.
დავეთანხმები საპარლამენტო რესპუბლიკას (მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლად არ არის დემოკრატიულობის საწინდარი), მაგრამ მონარქიას არა.
ვფიქრობ, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ნელნელა გადავალთ შევარდნაძის პერიოდში, ისევ ჩვენი მენტალობის გამო. ახლა თუ მიშას კასტა კლავს უპასუხისმგებლოდ ადამიანებს, დიდი შნსია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, ნებისმიერმა პარლამენტარმა, ან სხვა მაღალჩინოსანმა, გააკეთოს დაუსჯელად იგივე, როგორც ეს ხდებოდა ედუარდის დროს.
მეფე ვერ უშველის ქვეყანას, მარტო მისი მოქალაქეების აზროვნების შეცვლა თუ გამოასწორებს საქმეს. დემოკრატია მუდვმივი ბრძოლაა სამართლიანობისათვის, ასევეა დემოკრატიისათვის ბრძოლა.
მეფის ინსტიტუტი შექმნის არასწორ სოციალურ ორიენტირებს. მეფის ზურგს უკან შჱიძმნება პრივილეგირებულების კასტა, რომლებსაც ბევრად მეტი შჱსაძლებლობები, მეფის კარის დაფინანსების წყალობით და ინსიტუციონალურად მხარდაჭერილი სოციალური კავშირების წყალობით, ბევრად მეტი გასაქანი ექნება,ვიდრე სხვა ფენებს. შესაბამისად, გაიზრდება ანტაგონიზმი ხალხში დროთა განმავლობაში... ყველაზე ცუდი ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც ’ლიდერის’ გარეშე არსებობა არ წამოუდგენია, დაზომბირდება იაფი პიარით...
არ გვინდა სამუდამო ინსტიტუტების შემოღება. დროებით მოსული მოხელეები ვერ მოდიან გონს და თავში უვარდებათ, თორე მეფესთნ ერთდ სამუდამოდ მოსული რას იზავს? რას და გადაიჯვავს თავზე, ის თუ არა მისი შვილი ან შვილიშვილი აუცილებლად იზავს ამას...
მეფის ინსტიტუტის შემოღებით კაცის კაცობა კიდევ უფრო დაფასდება ვიდრე ოდესმე.
როცა ბაგრატიონებმა იქორწინეს თებერვალში, დედოფლის მეგობრებმა, ცნობილმა მწერლებმა, ამაღლობელმა, ბუღაძემ და სხვებმა, დიდი ქება დიდებით მოიხსენიეს ის გოგო და ასე დაიწყო განზრახი თუ უნებლიე პიარი ’უმწიკვლო’ საზოგადო მოღვაწეებისგან... მაგრამ როცა დაშორდა წყვილი ერთმანეთს, არავის ხმა არ ამოუღია და არ უთქვავს რატო დაშორდნენ... გასაგებია, რომ ეს ოჯახის საქმეა, მაგრამ ეგრე ქორწილიც ოჯახის საქმე იყო, მაგრამ კი გამოგვილაყეს თვები მაგ გოგოს ქებით...
ამ საქციელის მორალი არის ასეთი: ცუდს მალავენ, კარგს კი დიდ პიარს უკეთებენ. ეს არის მეფის ინსტიტუტი, სხვა არაფერი... და ეს დაგვღუპავს... დაზომბირდება ხალხი... მეფის წინააღმდეგ გამოსვლა კი გაცილებით ძნელი იქნება ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
გაზეთში წავიკითხე მეფის ოჯახის ახლობლის კომენტარი ჟურნალისტის კიტჴაზე თუ რა დაჯდა დედოფლის კაბა: პასუხი იყო: იმაზე მეტი არა, რასაც მიშ ხარჯავს
ჩემო ’დიდებულო ქალბატონო’, ის რომ მიშას ცალკეულ ოინებზე ნაკლები დაიხარჯა ქორწილში, არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა მაწუხებდეს ის, თუ რამდენი დაიხარჯა, და სრულიად გაუმართლებელი, არადამაკმაყოფილებელი პასუხია!!!
ასეთი აზროვნებით დემოკრატია არ შენდება, თუ გინდათ ტრადიციების შენარჩუნება, კი ბატონო, ოღონდ თქვენი ჯიბის ხარჯზე!!! თუ გინდათ კეკლუცობა (პარიზიდან ჩამოტანილი ნაჭრით პატარძლისათვის კაბის შეკერვა), კი ბატონო, ოღონდ თქვენი ოჯახის ხარჯზე.
არ გვინდა ამ ხაფანგში თვის გაყოფა, დაგვენძრევა...
უმეფოდ ხომ არსებობს, პრესიჟული ოჯახები, გვარებიც კი, ჰოდა მეფის ინსტიტუტის მერე საერთოდ რა იქნება?
თუ ოდესმე გიმუშავიათ ადამიანთან, რომელსაც თავისი მაღალი სოციალური სტატუსის გამო, მაგარი განათლება აქვს, მაგარი სამუშო, რომელსაც სოციალური კაპიტალის გამო ყველაფერი ადვილად და იოლად გამოსდის, მაგათ კარგად ეცოდინებათ, რამდენად ზემოდან და ზიზღით უყურებენ ისინი სხვებს, რომლებსაც დიდი წვალება უწევთ, რაღაცეების გასაკეთებლად, მისაღწევად...
პრივილეგიების არსებობა ღუპავს საზოგადოებას. და ის რომ დღეს მიშას კასტა პრივილებირებულია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ჩემთვის, და არც ის რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ პასუხის გაცემა ბევრ რამეზე. ასეთ რამზე კი მეფის შჱმთხვევაში ვერც კი ვიოცნებებთ....
ძირს მეფე, გაუმარჯოს რესპუბლიკას!!!
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე,
ახა
ისტერიკალიშთოთაისე, ლიშთოთ, ისტერიკა, ჩემო კეთილო და განათლებულო, რა ხდება? ორი უზერის სახელით პოსტავ კაკაბაძესავით?
This post has been edited by ახა on 10 Aug 2009, 23:25
Извечное рабство не дает расти. Рабы остаются детьми, не вырастают. И глобальное, итоговое их сообщество, страна - инфантильное чудовище.
...закон держится человеком, а не наоборот. Нельзя создать закон и потом прилечь на нем поспать...