აშშ ძალიან განსხვავებული პოლიტიკური კულტურაა, ყოველდღე ახალ ახალ რაღაცას ვიგებ ამის შესახებ და მინდა გითხრა რომ ძალიან საინტერესო რამეა!
აშშ-ში არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელზე თამაშიც საქართველოს კარგი დიპლომატიის და ფაბლიქ რილეიშენის შემთხვევაში შეეძლება.
დღეს ამერიკისგან ჩვენ გვაქვს მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, გამოიდიან პოლიტიკოსები, გამოდიან პრეზიდენტობის კანდიდატები და ლაპარაკობენ საქართველოზე, თუმცა ძალიან მოკლედ.
კაროჩე მოდი დალაგებულად გავყვები და ჩამოვაყალიბებ.
ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღება მისაქცევი ის რომ კლინტონმა და ობამამ გააკეთეს განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოხდა პირველად, მაშინ როცა მაკკეინი ძალიან დიდი ხანია ამ ამბავზე აკეთებს განცხადებას, დემოკრატები პასიურობენ, რესპუბლიკელები აქტიურობენ. რაშია ახლა საქმე.
რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა ეს არის სამხრეთ შტატების და ე.წ. მიდ-ვესტის მოსახელობა, რომელბიც ხელმძღვანელობენ (როგორც თვითონ ამბობენ) Basic Christian პრინციპებით. ეს რას ნიშნავს ამას ავხსნი ქვემოთ
საქმე იმაშია რომ ბევრ ჩვენს თანამემამულეს გონია რომ ამერიკა დაიღალა ავღანეთში და ერაყში ომით. კი ეს ასეა, მაგრამ ეჭვიც არავის შეეპაროს რომ შემდეგი პრეზიდენტი იქნება რესპუბლიკელი და აი რატომ - ამერიკელების უმრავლესობის იდეოლოგია არის ასეთი: "ვთქვათ ჩემს მეზობელს, რომელიც არის ძალიან სუსტი, ერთი უბრალო ბიჭი რომელსაც წიგნების კითხვის მეტი არაფერი აინტერესებს, მოდის და აჩმორებს ვიღაც ნაბიჭვარი bully, ჩემი მორალური პასუცისმგებლობაა ის დავიცვა." - ესაა ფაქტიურად ბეისიკ ქრისჩიან პრინციპი (მთალდ ეგ არა, მაგრამ დაახლოებით).
ობამამაც და კლინტონმაც იციან რომ მაკკეინს ვერ მოუგებენ სამხრეთსა და მიდ ვესტში არჩევნებს, იმიტომ რომ ეგოისტურად და მატერიალისტურად უდგებიან საკითხს - ანუ - გამოყავთ ჯარი ერაყიდან და იწყებენ საკუთარ ეკონომიკაზე ზრუნვას, რაც იმას ნიშნავს რომ ეცდებიან მსოფლიო ეკონომიკის თავის ტანზე მორგებას,
ერაყიდან ჯარის გამოყვანა საშუალო სტატისტიკური სამხრეთ შტატელი ამერიკელისთვის ესაა ამერიკული იდეალების და ქრისტიანული ღირებულებების ღალატი - რატომ? - შევიდნენ, გაანადგურეს და ახლა გამოდიან? და ბედის ანაბარა ტოვებენ ამ ხალხს?
ეს მაკკეინმა იცის - ეს იცის ობამამაც და ჰილარიმაც, მაგრამ დემოკრატიული პრინციპების ღალატი არ უნდათ, თუმცაღა გამოდიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამითი ეცდებიან სამხრეთის და მიდ ვესტის ხალხის ნაწილის გულის მოგებას. ამ შემთხვევაში ამომრჩეველისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა არის რუსეთისგან ჩაგრული, მთავარია რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მუდმივ სიბოროტეს - ანუ ამ შემთხვევაში რუსეთს გმობს. მაგრამ ეს არაა საკმარისი საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად - თუმცა დემოკრატები ამაზე შორს ვერ წავლენ, იმიტომ რომ ისინი ქადაგებენ გულგრილობას, We mind our own business პრინციპით. მაკკეინი ამ დროს უფრო აგრესიული ტონით გამოდის რუსეთთან - ნუ მაკკეინი თუ არა ზოგადად რესპუბლიკური პარტია, რაც ამ შემთხვევაში მაკკეინს ნიშნავს, თუმცაღა მაკკეინიც ვერ მიდის ამაზე შორს ამ საკითხში - რატომ? აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
საქართველო რუსეთის შესახებ არ არსებობს საზოგადეობრივი აზრი. ხალხი არ არის ინფორმირებული ამის შესახებ - შესაბამისად მთავრობას საზხოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვს ამ საკითხე - აი ამ ფაქტორზე უნდა ითამაშოს დღეს ქართულმა დიპლომატიამ - ტონკად, წყნარად და ნაყოფიერად.
მაქსიმალურად უნდა მოხდეს აქცენტირება იმაზე რომ საქართველო არის უძველესი ქრისტიანული ქვეყანა
რომ ვართ ძალიან ცოტანი (4 მლნ.), რომ 200 წელია ამ ბოროტებას ვებრძვით, რომ 9 აპრილს სანგრის სათხრელი ნიჩბებით დახოცეს ხალხი.
ო აი ეს უკვე საინტერესო ხდება ამერიკელი იდეალისტისთვის - როგორ ეს ნახევარ მილიარდიანი ქვეყანა, ამ პატარა ერს ასე ჩაგრავს? ერს რომელიც ქრისტიანული ღირებულებებით ცხოვრობს? აქედან უკვე იქმენება საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრი აიძულებს მთავრობას რომ უფრო მეტად იაქტიუროს ამ საკითხზე.
რაც მთავრობას აწყობს

2 ფაქტორი რომელიც ყველა მნიშვნელოვანია დაცულია
1. ქრისტიანული ღირებულებები.
2. ეკონომიკური სიტუაცია, რადგან ეს პატარა ქვეყანა ხიდია, რომელზეც გადის ენერგო მატარებლები.
მაგრამ საქართველოს საკონსულოში რომ დარეკო - თუ გაღირსეს ყურმილის აღება, ყბას რომ იდგებს და ისე რომ აღლაჭუნებს კევს აი ისეთი გოგოშკა აიღებს ყურმილს.
ან ვინმე დებილი მათხოვრობით რომ აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი
ჩვენ სამწუხაროდ დიპლომატიას ძაააალიან ცუდად ვუყურებთ, ეგ კიდე ეგრე არაა ჩემო კარგო
დიპლომატია არა მარტო პრეზიდენტებთან და მინისტრებთან ურთიერთობაა, არამედ კულტურულ ღირებულებებზე კარგად თამაშიც.
ვოტ
This post has been edited by საბუნია on 26 Apr 2008, 10:24