გამაღიზიანებელი არის ნამდვილად, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით

ნამდვილად არ უშვებდნენ(ყველანაირი მნიშვნელობით), შორიდან ადვილია ლაპარაკი ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, მითუმეტეს გლდანის დისნეილენდით და ზუგდიდში ჩატანილი ფეიერვერკით დაბრმავებულს,რომ ტყუილია, მაგრამ რეალურად...რომ იცოდეთ მარლა რამდენჯერ არ შეუშვეს, არ გაუშვეს...უფრო მეტჯერ კი შეგნებულად არასწორი ინტერპრეტაციით გაუშვეს...
ნუთუ ის არ არის გამაღიზიანებელი, როცა ნაცმოს თითოეული წევრის მოსახლეობასთან შეხვედრას იმაზე გაცილებით მეტი საეთერო დრო ეთმობა, ვიდრე ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს და საერთოდ არ ეთმობა დრო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის გამოძიება-ჩვენებას?
და ელემენტარული სპეციფიკაა, TV-სთან ვისაც აქვს შეხება იოლად მიხვდება. მაგალითად ჩავიდა კობა სუბელიანი და 100 წლის პენსიონერს ჩაუტანა 200 ლარის, ყვავილები და პატარა ტელევიზორი. ინფორმაციას რამდენიმე ნაკადად გვაწვდიან:
1. ანახებენ ამ ყველაფერს ჟურნალისტის კომენტარით;
2. ამას მოყვება ე.წ. no comment სიუჟეტი, ძირითადად გულისამაჩუყებელი კადრები, (მოხუცის ცრემლები, მასთან ჩახუტებული კობა, ოჯახის წევრების მადლიერებით აღსავსე თვალები და ა.შ.);
3. მერე გვანახებენ როგორ ჩაყვირიან დაყრუებულ მოხუცს ყურში რაღაცას მისი შვილიშვილები და ისიც ბოლოს და ბოლოს გაიგონებს და რაღაცას იტყვის, სულ ბოლოს მადლობთ შვილოო და ეგაა;
4. მერე გამოვა თვითონ კობა და იტყვის, რომ მსგავსი რამ კიდევ არაერთხელ იქნება და ისინი ყველას დაეხმარებიან და ა.შ.
მომდევნო სიუჟეტი დაეთმობა ნამგალაური-კირკიტაძის მიერ რომელიღაც კოლონიაში ჩაყვანილ ცნობილ სპორტსმენებსა და მსახიობებს, რომლებიც ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშებიან და მერე საჩუქრებს გადასცემენ. აქაც იგივენაირად, ჯერ ჟურნალისტი დააკომენტარებს, მერე ფეხბურთს გვაყურებინებენ, მერე საჩუქრების გადაცემის პროცესს, მერე სათითაოდ ყველა მონაწილე პოლიტიკოს-სპორტსმენ-მსახიობის კომენტარებს, რომ ეს კარგია, ასე გაგრძელდება და ბავშვებს ყურადღება არ მოაკლდებათ და ა.შ. ბოლოს მადლიერი მალალეტკების "მიშა მაგარია", "მადლობა ყველას" და ა.შ.
დათვალეთ რამდენი ასეთი სიუჟეტი გადის მზეზე და რ2-ზე თუთოეულ საინფორმაციოში და მერე მათი ქრონომეტრაჟიც დათვალეთ. ამ დროს კი ჩატარდება სადღაც აქცია იმაზე, რომ შეწყდეს ძალადობა, დაიჭირონ მოძალადეები, დასაჯონ დამნაშავეები და ა.შ. და ამას რაღაც მიჭრილ მოჭრილი კადრებით და სუხოი კომენტარით აქა და აქ ამათ და ამათ გამართეს აქცია (200 კაცის მაგივრად გვანახებენ 7-ს) და ვსიო, 20 წამში ჩააჯენენ ამ ყველაფერს. მართლა დაჯექით და შეამოწმეთ ვისაც გაინტერესებთ + გადართეთ ნებისმიერ ნორმალური ქვეყნის სატელევიზიო არხზე და იქ უყურეთ NEWS-ებს, სადმე თუ ნახავთ როგორ აჩვენებენ ცალკეული პარლამეტარების ან რომელიმე პოლიტიკოსის მსგავსი სახის ქველმოქმედებაზე სიუჟეტებს, ეგეც მითხარით, მაგრამ გპირდებით, რომ ყველგან და აუცილებლად ნახავთ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტებს სადღაც ბირმინგემში როგორ გაიფიცნენ ფოსტალიონები, რომ მათი უფლებები ირღვევა და ასევე სადღაც ნორუოქ სითიში როგორ გადააჭარბა ძალას ვიღაც დამპალმა პოლისმენმა და როგორ დასაჯეს ის.
P.S. ხო, მართლა, კობა სუბელიანს არაფერს ვერჩი, პირიქით სახელისუფლებო სახეებიდან ყველაზე ნაკლებად ეგ მაღიზიანებს და ზოგადად არც ქველმოქმედების წინააღმდეგი არ ვარ, დაჟე მომხრე ვარ

უბრალოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედებას ყველგან ეწევიან და სხვათაშორის გაცილებით მეტსაც, მარა არ არის ეგ დღის მთავარ საინფორმაციო ბლოკებში მუდმივად და ამხელა დოზით სატრიალებელი მასალა. აი ნებისმიერი ადამიანთა ჯგუფის სერიოზული პრობლემა კი სწორედ ასეთია
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey