#9379194 · 27 Apr 2008, 21:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (anatoreli @ 27 Apr 2008, 20:42 ) | | QUOTE | ნატოში რომ შევალთ რუსეთს ხელ ფეხი შეეკვრება და გაცილებით იოლად ვიდრე ეხლა მაგრამ მაინც ძალით (სხვანაირად არ მჯერა) დავიბრუნებთ ტერიტორიებს...
მაგრამ თუ ნატომდე ან აღიარეს დე იურე აფხაზეთი, ან კოდორს შემოუტიეს, ან სხვა აგრესიული ქმედება დაიწყეს თავი უნდა დავიცვათ და საკადრისი პასუხი გავცეთ... მართალია ეგ ჩვენი არჩევანი არ იქნება მაგრამ მაშინ მთელი ძალები და რესურსები უნდა მოვიკრიბოთ და ბოლომდე გავიდეთ... სხვა გზა არ გვექნება... |
მაპატიე და გულუბრყვილო პოზიცია მგონია მე მაგი....ნატო საომარი მოქმედებების დაწყების უფლებას რო არ მოგცემს რუსეთის წინააღმდეგ უნდა მოგეხსენებოდეს ჩემზე უკეთ....
|
მერე მე ზოგიერთისგან განსხვავებით აქ კამჩატკის აღებას და თუნდაც ჩვენი სოჭის დაბრუნებას არ ვაპირებ...
მე მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებას ვგულისხმობ... მაგას კი ვერავინ, ვერავინ მსოფლიოს ზურგზე ვერ აგვიკრძალავს...
აი რუსეთს კი ნატო აუკრძალავს ჩვენს ტერიტორიაზე თავიანთი მოქალაქეების დაცვას...
| QUOTE | თუ მესამე მსოფლიო ომის ინიცირება გინდა მოახდინო |
არჩევანი რუსეთზე იქნება... დაიცვას თუ არა თავისი მოქალაქეები ნატოს წევრ ქვეყანის ტერიტორიაზე... ვფიქრობ მაგის გამო მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებს...
იგივე ლიტვა, ლატვია ესტონეთში მისი მოქალაქეების უფლებებს ყოველ დღე არღვევენ მაგრამ ფეხებს ჭამს ძირში... შეიყვანოს აბა თუ ბიჭია ჯარი და დაიცავას რუსები... რუსეთი იქეთ ეხვეწება ესტონური პასპორტები მიეცითო რუსებს და ესტონელები წლობით არ აძლევენ... მასე მოუწევთ ბევრს აფხაზეთში ხვეწნა მოგვეცით ქართული პასპორტებიო მაგრამ...
| QUOTE | | რაც შეეხება რუსეთის აგრესიას დარწმუნებული ვარ რუსეთი პირველი არ შემოგვიტევს რადგან არაფერში აწყობს...... |
თუ აფხაზეთის აღიარება უნდა მაშინ მას მთლიანად უნდა აკონტროლებდეს, ზემო აფხაზეთის (დალის ხეობის) ჩათვლით...
ასე რომ რასაც შენ იძახი რბილად რომ ვთქვათ საკამათოა...
| QUOTE | | აქამდე შემოგვიტევდა ამდენი წლების განმავლოვაში რო დასჭირვებოდა..... |
მართალია.. არ ჭირდებოდა...
არანაირი პერსპექტივა არ გქონდა აფხაზეთის დაბრუნების და კოდორი რა ეშმაკად უნდოდა???
ეხლა რომ იგრძნო რომ ჩვენ ვძლიერდებით და ნიადაგი ეცლება იმიტომაც გადავიდა უფრო აგრესიულ ქმედებაზე...
| QUOTE | | ბოლობოლო იმის თავი მაინც აქვს გრუს,პროვოკაცია მოგიწყოს და პირველი გასროლა შენ გაგაკეთებინოს..... |
არც მასეა საქმე...
ძაან ნუ გადააფასებ მათ შესაძლებლობებს...
| QUOTE | | არც კოდორს შეუტევენ და არც ზუგდიდს,შეგიძლია წყნარად იძინო......ჩაივლის არჩევნები და თავად დარწმუნდები ამაში..... |
ძალიან კარგი...
ხოდა ვნახოთ...
| QUOTE | | უბედურება ისაა რომ საკუთარი ხალხის მანიპულაცია სჭირდება ჩვენს ხელისუფალს ბევრი მიზეზებისდა გამო.....პირველ რიგში ჭირდება ანტაგონისტი საარჩევნოდ! |
ამაშია ზუსტად საქმე...
შენ ყველაფერს არჩევნების პრიზმაში უყურებ და იმიტომაც ვერ აღიქვავ ობიექტურ რეალობას ადექვატურად...
ისე ცუდი ბიჭი არ ხარ... უბრალოდ აზარტში ხარ შესული და გგონია მზე , დედამიწა და პლანეტები 21 მაისი გარშემო ბრუნავენ.. ყველაფერი რაც ხდება არჩევნებზეა გათვლი და ასე შემდეგ...
მოკლედ ილუზიებია რაა...
რა ვქნა 21 მაისამდე მე მაგას ვერ გაგიქარწყლებ... ერთს გეტყვი მაგ არჩევნებზე რომ ხელისუფლება იგებს და 2/3-სს იღებს და ამაში 0,000001% ეჭვიც არაა... დაივიწყე ეგ არჩევნები...
This post has been edited by 098 on 27 Apr 2008, 21:27
--------------------
გინდა ომი ემზადე მშვიდობისთვის
|