ვაიმეეე.... მთელი იმხელა პოსტი წამიშალა

იმას რა გაიმაორებს


ამაზე გაგეცი პასუხი და წამეშალა, უბრალოდ აქ მხოლოდ ვიტყვი, ფსიქოანალიზს შეეშვი, არ გამოგდი

არანაირად...
~Linkin Park~ხოლო თქვენც გიპასუხეთ, ცოტა სხვა ტემა წაიკითხეთ, სადაც კვესიტაძე ვუვლიდი თავისი უტაქტობის გამოთქო...
----
ახლა კი, დავდებ, სიტყვა-სიტყვით გაშიფრულ ტექსტს კუკავასთან შეხვედრისას, მომიტევეთ და შემიცოდეთ დღეს მეტი არ შემიძლია. ასე მცირე ფრაგმენტებს ყველა გადაცემიდან დავდებ. მართლა ინტერესი გამიჩნდა. ხოლო, ვინმე სოციოლოგმა ტექსტის კონტენტ-ანალიზი მოახდინოს...
კიდევ ერთ ვურჩევდი პოლიტიკოსებსაც და ჟურნალისტებსაც: გაშიფრონ გადაცემა, ყველა შეცდომით, ტექსტად აქციონ და დააკვირდნენ თავიან ნააზრევს და იქნებ ლოგიკური მსჯელობა ისწავლონ და იპოვონ შეცდომები
* * *
აი შეპირებული ნაწყვეტიც:
----
კვეისტაძე:
გამარჯობათ ბატონო კახა, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ეს არის სპექტაკლი, როგორიც იდგმებოდა სხვა არჩევნების წინ, რომ ეს არის შეთანხმება სააკაშვილსა და პუტინს შორის. საინტერესოა, ბლოკსაც იგივე პოზიცია აქვს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით…
კუკავა:
ქ-ნი სალომეს გამონათქვამებში არაფერი ახალი არ არის, მართლაც, ჩვენს საზოგადოებაში არის სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომე ყოველთვის, ყველა არჩევნების წინ ემთხვევა პიკი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავების. მოკლედ გავიხსენებ, რომ რუსეთის ჯაშუშები დააკავეს თვითმმართველობის არჩევნების წინ, მაშინ იყო ეს ისტერია და არჩევნების დასრულებისთანავე ეს ისტერია დასრულდა, თუმცა საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ მიიღო ამის გამო ზარალი. საპრეზინეტო არჩევნების წინ იყო განმუხური, და ეს სპექტაკლი იყო თუ ოპერაცია, ამოიწურა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე და მერე ჩვენ აღარ გვინახია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შეიჭრებოდა კონფლიქტის ზონაში და იგივე ხდება ზუსტად ახლაც. ჩვენ მართლაც ვთვლით, რომ ეს არის ძალიან სახიფათო, პროვოკაცია. აქ ეჭვი არ არის იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან ეს სპექტაკლია, რუსეთი ესე იქცევა აგრესიულად იქცევა საქართველოს მიმართ
კვესიტაძე: მაშინ სპექტაკლის არსი რაში მდგომარეობს?
კუკავა: აგიხსნით ეხლავე, აგიხსნით... რუსეთის მიმართ ეს აგრესია მიმდინარეობს უწყვეტად, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის არა თანმიმდევრული და მიზანმიმართული პოლიტიკა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხებთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ეს არის წინასაარჩევნო პიარი
კვესიტაძე: ბ-ნო კახა, არათანმიმდევრობა ამ შემთხვევაში – თქვენ ამბობთ, რომ რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან ეს არ არის სპექტაკლი, მაგრამ საქართველოს მხრიდან ეს არის სპექტაკლი.
კუკავა: ის, რომ რუსეთი საქართველოს მხრიდან ახორციელებს აგრესიას მუდმივად, ეს არ არის სპექტაკლი… მას შემდეგ
კვესიტაძე: მაშინ საქართველო ხელისუფლების მხრიდან დადგმული სპექტაკლი რა რაის…
კუკავა: დიახ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას არა აქვს არანაირი ინტერესი აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხების გადაწყვეტისა. ერთადერთი ინტერესი, რაც ამოძრავებს მიხეილ სააკაშვილს ეს არის, რომ როგორმე ეხლა 21 მაისის არჩევნებიდან ყურადრება გადაიტანოს სხვა თემაზე. მე მახსენდება, ძალიან, ერთ-ერთში გავს 92 წლის მოვლენებს და ძალიან მეშინია, რომ იგივე არ განხორციელდეს. მაშინაც შევარნაძის მთავრობა, იმის გამო რომ ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები დასავლეთ საქართველოში გამსახურდიას მომხრეებთან, დაიწყო აფხაზეთის ავანტიურა, რომელიც ჩვენ ძლიან კარგად გვახსოვს რითიც დამთავრდა. ეხლაც იმის გამო, რომ საქართველოში წინასაარჩევდოდ შექმილია კრიზისი. გავიხსენოთ როდის გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ეკა, პირველი განცხადება კოდორთან დაკავშირებით. 15 წუთში ნინო ბურჯანაძის განცხადებიდან.
კვესიტაზე: მაშინ პრობლემა არ ყოფილა
კუკავა: დიახ, მას შემდეგ რაც ნინო ბურჯანაძემ გააკეთა განცხადება ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის შესახებ, მიხეილ სააკაშვილს გაახსენდა კოდორი და აფხაზეთი
კვესიტაძე: ე.ი, რუსეთი მაინც უდგავს სპეკტაკლებს საქართველოს.
კუკავა: არაფერს არ დგავს, რუსეთი ამას დგავს მუდმივად. რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიას ახორციელებს მუდმივად. რუსეთის სამშვიდობო ძალებმა გადმოიწიეს კოდორის ხეობაში არა ეხლა, არამედ 8 თვის წინ.
კვესიტაძე: ბ-ნო კახა, ახლა მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსებმა
კუკავა: მუდმივად, არის
კვესიტაძე: მუდმივად აგდებენ მზვერავ თვითმფრინავებს…
კუკავა: მზვერავ თვითმფრინავებს თუ არ აგდებენ მუდმივად, ქ-ნო ეკა, არაფერი არ გაკეთდა იმასთან დააკვშირებით, რომ 60 კმ-ით სიღრმეში არიან შემოსული კოდორის ხეობაში სამშვიდობო ძალები და ძალიან ბევრი ხდება ჩვენს მოსახლეობაზე თავდასხმა.
This post has been edited by Natuka NGN on 1 May 2008, 21:03