მე პირადად ყოველთვის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვირჩევდი.
ერთი რესპუბლიკელებთან არ გამომდის ეგ და სარიშვილებთან. .(ანუ მის მსგავსებითან. ხალხი რომ პოლიტიკოსის ეტალონად მიიჩნევდა, მაშინაც არ მევასებოდა)
მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რატომღაც რუსეთი ისე აქტიურდება მიშას გაჭირვების მომენტში, რომ მიშას გუნდი სინამდვილეში პრორუსულები მგონია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამას ვერავინ გადამარწმუნებს.
ისე თემის ავტორთან მაქვს შენიშვნა, დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი რომ არ აბობოქრებულიყო, ოპოზიცია მსგავს არ გააკეთებდა?
ან 2003 წელს ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, რუსები არ არღვევდენ საზღვრებს? მაშინ რატომ არ მივაკერეთ მაშინდელ ოპოზიციას მოღალატეების იარლიყი?
მე პირადად სულ მკიდია ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ თარხნიშვილი ნამდვილად ქვეყნის სირცხვილია.
თუ ოპოზიცია თარხნიშვილის გამო ძაბავს სიტუაციას, გავუშვათ სახლში თარხნიშვილი ღირსეულ პენსიაზე და ჩვენც მოვისვენებთ და პოზიცია-ოპოზიციაც. რა უდგას ამას წინ?
ერთ თარხნიშვილს ხომ ვერ გადავაყოლებთ მთელ ქვეყანას?
გარდა ამისა, რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, პოლიტიკური სიტუაციების ცვალებადობა ყოველთვის მოსალოდნელია და ამის გამო ვინმეს გინება და ლანძღვა მგონი ეთიკის ნორმებს ცდება. სწორედ ეთიკის ნორმების მკაცრი კონტროლით და დაცვით უნდა ვისაუბროთ აქ ჩვენ და მაგიტომ ჰქვია ფორუმი, თორემ გავიდეთ ქუჩაში და ვაგინოთ ერთმანეთს? ასე მონიტორთან შეიძლება ვინმე ახლო ნათესავი შემოგვაგინდეს ხელში და მერე ჩვენვე დაგვწყდება გული.
ხელისუფლებამაც თუ ყველა არჩევნების წინ მოახერხა ურთიერთობის დაძაბვა რომელიმე ქვეყანასთან, მაშინ შეუცვლელები გავხადოთ და მუდმივი? მაგას უკვე მონარქია ჰქვია და ბარემ მონარქია დავაკანონოთ.
იმის ალბათობა, რომ ოპოზიციიდან ვინმე შეგნებულად ძაბავდეს სიტუაციას რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კრიზისის ფონზე, ჩემი აზრით ნაკლებად სავარაუდოა. მოდით განვიხილოთ შესაბამისი ვარიანტები და თუ რამე გამომრჩა, ჩამისწორეთ

გინებას ნამდვილად არ ავტეხ

))
1. ოპოზიცია ძაბავს სიტუაციას იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას ბევრი თავსატეხი აქვს კომფლიქტურ რეგიონში და ამის ფონზე იოლია დათმობაზე წაიყვანოს ხელისუფლება.
2. ოპოზიცია ძაბავს სიტუაციას იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას გაუჭირდეს გამკლავება შიდა და გარე პოლიტიკურ კრიზისთან და შედეგად მოხდეს მათი ხელისუფლებიდან წასვლა.
3. ოპოზიცია ძაბავს სიტუაციას იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას გარე კომფლიქტების დაძლევაში ხელი შეეშალოს და საქართველომ დაკარგოს ტერიტორიები (იგულისხმება შიდა ქართლი და აფხაზეთი).
4. ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს ხელისუფლებასთან და ითხოვს საარჩევნო კომისიის გაწმენდას დაინტერესებული მხარეებისაგან, და ეს ფაქტორი დაემთხვა რუსების აფხაზეთში შესვლას.
5. ოპოზიცია ძაბავს სიტუაციას იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას ვერ ენდობა, ცნობს რა მათ მოღალატეებად ქვეყნისა და ფიქრობს, რომ ამ გართულებულ სიტუაციაში მოხდება ტერიტორიების ხელახალი დაკარგვა. (არსებობს საფუძველი ამის, ოპოზიციამ გამოთქვა მსგავსი აზრი ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაუქმდა ზემო აფხაზეთის - აფხაზეთის სვანეთის საარჩევნო ოლქი და მოხდა მისი მიბმა მესტიის საარჩევნო ოლქზე).
6. ოპოზიცია ძაბავს სიტუაციას იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას ვერ აღიქვამს იმ დონეზე ქმედითუნარიანად, რომ ეყოთ პოლიტიკური დონე ამ კრიზისის დასაძლევად.
მე მგონი ძირითადად მსგავსი მოტივების ეჭვი შეიძლება გაგვიჩნდეს, და გამომდინარე აქედან შეიძლება ამ ან მსგავსი ფიგურალური მოსაზრებით ჩატარდეს გამოკითხვა. საინტერესოა რას ფიქრობს ამ საკითხზე თანაფორუმელთა უმეტესობა. მე პირადად ნამდვილად არ მიმაჩნია არცერთი მხარე მოღალატედ და ორივე მხარეს რაღაც დოზით პატრიოტიზმს ვხედავ.
მგონი მსგავსი გამოკითხვა უფრო კორექტული იქნება და ალბათ ამას ყველაზე კარგად სუპერმოდერატორი გაართმევს თავს. თან დაიცავს თემას რომელიმე აზრის შეურაცმყოფელი პოსტებისგან.
ვოლფიკ, კარგი იქნება რამე მსგავსს თუ გააკეთებდი. სანამ ჩხუბი ამტყდარა.
This post has been edited by omerta on 1 May 2008, 20:27