გაიხარე

.
ისე, მართლა შეურაცხმყოფელია, როდესაც გადაცემაში გამომსვლელი სრულიად გულწრფელად იდიოტად მიიჩნევს მთელს აუდიტორიას (აუდიტორია კი მცირე არ უნდა ჰყავდეს პრაიმტაიმს). . .
ამიტომ გავხსენი ეს თემა. . .
მიშას მხარდამჭერის სტანდარტული პასუხი იქნება, რომ "კი ვიცით, რომ არასწორია ასე ლაპარაკი და ა.შ., მაგრამ ამათზე უკეთეს ძალას მაინც ვერ ვხედავთო". . .(რასაც მე არ ვეთანხმები - ბოლშევიკური სტილის მმართველი საღად მოაზროვნე ქართველს წესით დიდად არ უნდა ეპიტნავებოდეს).
კი ბატონო, არჩევანი თავისუფალია, მაგრამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხზე დაგვეთანხმოს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. . .