#9450740 · 3 May 2008, 10:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ამ დღეებში ვინც იჩხუბებს, ერთი მხარე ანუ დაზარალებული რა თქმა უნდა იქნება ნაციონალების წარმოამდგენელი და მეორე მხარე რუსეთის აგენწი ოპოზიციის MikheilSukhiashvili
| QUOTE | | რომელიმე ოპოზიციური პარტიის აქტივისთVის რომ გაეკეთებინათ ასეთI რამე უეჭველი ვანო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ |
დაჭრეს ერთიანი საბჭოს წარმომადგენელი დმანისში: ხიდაშელი ზეწოლაზე საუბრობს 02.05.08 15:18 საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს გუშინ დაემუქრნენ. ხიდაშელის თქმით, მოსახლეობასთან მის შეხვედრებს რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ უცნობი პირები. "გუშინ კი ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩაჯდა სამარშრუტო ტაქსში, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ და მათ დაემუქრა, აღარ ჩასულიყვნენ მეორედ სოფელ დიღომში", - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და დაამატა, რომ სოფელ დიღომში კიდევ ერთხელ ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეს აპირებს. ხიდაშელი აფრთხილებს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეაგირება მოახდინონ ასეთ ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნება ადეკვატური ზომები. მან იმ ავტომანქანების სანომრე ნიშნებიც დაასახელა, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ხიდაშელის "მხარდამჭერების სიმრავლეს აფიქსირებდნენ". საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, შანტაჟის და მუქარის ფაქტები რეგიონებშიც არის, მას კი ვიღაც უცნობები ურეკავენ. - enlarge photo კუკავა დმანისის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს 02.05.08 15:09 დმანისში ეროვნული საბჭოს აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის ინციდენტს კახა კუკავა ეხმაურება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის მტკიცებით, მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის აქტივისტებს მოუწოდებდნენ არჩევნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ბახრუზ ნამაზოვს და სეიმურ თანავერდოვს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს. დაპირისპირებისას დაშავებული ოპოზიციის წარმომადგენლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. კახა კუკავა მოუწოდებს ხელისუფლებას - გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დასაჯონ დამნაშავეები. --- სიძულვილი კი ზუსტად მთავრობის და მმრთველი პარტიისგან ინერგება. ცილისმწამაბლური ფილმების აგენტობის შესახებ და ა.შ> 1=2 წარწერებით. --- ისე მართლა საინტერესოა, ვიღაც გოგონას თითები დაუმტვრიესო მოკლედ და ნაცმაცუნებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი...სად იყავით ქამდე...7 ნოემბერს და მანამდე გეძინათ?
This post has been edited by Perfect_Circle on 3 May 2008, 10:32
--------------------
ისე კომპიუტერებიდან Kaspersky ის ანტივირუსები წაშალეთ? რუსულად ნათარგმნი ფილმები? რუსულ ბანერებს ხომ არ ათვალიერებთ თქვე რუსების აგენტებო თქვენა! @ Internet_Contraband
|