#9451393 · 3 May 2008, 11:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბნელი! მაგალითად აი ასეთი:
დმანისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დაჭრა
გაერთიანებული ოპოზიციის დმანისის საარჩევნო შტაბის ორი ნაცემი წევრი ამ დროისთვის ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
როგორც ”პირველს” ოპოზიციის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, წუხელ, გვიან ღამით დმანისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ყურბან თაზიმოვმა და ”ნაციონალების” აგიტატორმა შუქურ ალახოროვმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ზარუზ ნამაზოვი და სეიმურ თანავერდიევი ცემეს.
მათივე ინფორმაციით, ყურბან თაზიმოვმა სეიმურ თანავერდიევი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი თანაგუნდელებმა სასწრაფოდ არამიანცის საავადმყოფოში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ წუხელ, გვიან ღამით დაზარალებულები ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა და ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ზურაბ მელიქიშვილმა მოინახულა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და დამნაშვეები აუცილებლად დაისჯებიან. * * * ან კიდევ ასეთი:
თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს
2 მაისი 2008
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საბურთალოს რაიონში თინათინ ხიდაშელი ხელისუღლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც "მედიანიუსს" მის საარჩევნო შტაბში განუცხადეს, გუშინ საღამოს სოფელ დიღომში პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს უცნობმა პირებმა განცხადებები არ გააკვრევინეს, რომლითაც თინათინ ხიდაშელი ამომრჩევლებს დღეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ატყობინებდა. უცნობი პირები შავი ფერის "ბმვ"-ს მარკის ავტომობილში ისხდნენ. მათ ახალგაზრდებს განცხადებების გაკვრის უფლება დაშინებით არ მისცეს. როგორც საარჩევნო შტაბში აცხადებენ, თინათინ ხიდაშელს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ყოველდღიურად დაჰყვება მწვანე ფერის "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა.
თინათინ ხიდაშელი ხელისუფფლებას მსგავსი ფაქტების გამოძიებისა და აღკვეთისაკენ მოუწოდებს. "ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რესპუბლიკურ პარტიასთან და თინა ხიდაშელთან ასეთი ამბები არ გაუვათ. თუ ჩვენს აქტივისტებს კიდევ ვინმე დაემუქრება, თუკი ჩვენს თანაპარტიელებს და მეგობრებს საფრთხეს შეუქმნიან და დაშანტაჟებას გაუბედავენ, გპირდებით, რომ ადეკვატურ პასუხს მიიღებთ. ჩვენ ამასთან შეუგებას და დაჩაგრულის პოზაში ყოფნას არ ვაპირებთ. ყველას საკადრის პასუხს გავცემთ", - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა.
წყარო: მედიანიუსი.
--------------------
"1984" http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1938&order=1.1#
|