გიორგი ახვლედიანმა საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
ახვლედიანის თქმით, საარჩევნო სიებში მათ 300 მკვდარი სული და 100 არარეგისტრირებული პირი აღმოაჩინეს.
ახვლედიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მის მხარდამჭერებს ჩუმჩუმად ვიდეოთი იღებენ და შემდეგ მათზე ზეწოლას ახორციელებენ.
ახვლედიანმა შეხვედრაზე კანდიდატთა რეიტინგზეც ისაუბრა, მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკითხვით იგი ქუთაისში პირველ ადგილზეა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=221049აი კიდევ ერთი ფაქტი ამომრჩევლებზე ნაციონალების ზეწოლისა
* * *
პოლიტიკური ტერორი სკოლებში
სიახლე — თავფურცელი
14:55 08.05.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[მარი ოთარაშვილი. გაზეთი ”რეზონანსი”]
პედაგოგები სკოლებში მათზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, დღეს რომელიმე ოპოზიციური ძალისადმი სიმპათიის ხმამაღლა გამოხატვა მასწავლებელს შესაძლოა სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში აცხადებენ, რომ კანონით პედაგოგს საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირების უფლება არ აქვს მხოლოდ სკოლაში. სხვა შემთხვევაში თუ მოხდა მასწავლებლის დაუმსახურებელი დაჩაგვრა, სამინისტროს გენინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნის მაგალითად ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის შემთხვევაც გამოდგება, რომლის შესახებ სახალხო დამცველს გეზრულის საჯარო სკოლის თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს.
მათი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამავე სკოლის დირექტორზე - გოჩა შეყილაძეზე ზეწოლა ხორციელდება. ისინი სკოლის დირექტორისგან ოპოზიციის მხარდამჭერი პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. გოჩა შეყილაძემ აღნიშნული მითითება არ შეასრულა და სკოლის სამეურვეო საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა.
2008 წლის 2 მაისს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ სოფელ გეზრულში, სადაც სკოლის უკვე ყოფილ დირექტორს - გოჩა შეყილაძეს გაესაუბრნენ. მისი განმარტებით, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოფელ გეზრულიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის - მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ სოფელში ხმების 65% მიიღო, რამაც ზვიად გელაშვილისა და კობა შეყილაძის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ეწვიენ გეზრულის საჯარო სკოლას და გოჩა შეყილაძეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისთვის, შვიდ თანამშრომელთან ერთად, სკოლის დატოვება მოსთხოვეს.
გოჩა შეყილაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლდა, სოფლის სკოლის კოლექტივს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნოდარ შეყილაძე წარუდგინეს, რასაც პედკოლექტივი პროტესტით შეხვდა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს და პოლიტიკური ნიშნით დევნილი დირექტორის დაბრუნება მოითხოვეს.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ რომ, პოლიტიკური ნიშნით იდევნება გეზრულის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე როლანდ ხოჯანაშვილიც. ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია ”თავისუფლებამ” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნა.
დღეს როლანდ ხოჯევანიშვილზე ანალოგიური მოთხოვნით ზეწოლა გრძელდება. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებითა და გეზრულის საჯარო სკოლის ბუღალტრის თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ როლანდ ხოჯანაშვილის ძმას, დავით ხოჯანაშვილსაც, თუკი სოფელ გეზრულში მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველთა ხმების 90%-ს არ მიიღებდა.
ყოველივე აღნიშნულის გამო გეზრულის საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერ კიდევ შეწყვეტილია.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დევნას, ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით; ასევე, სკოლის საქმეებში საჯარო მოხელეთა უხეშ ჩარევასა და სკოლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რაც იკრძალება ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=2244 * * *
2008-05-09 14:48
სახალხო დამცველი მესტიის რაიონის პოლიციის უფროსს ბესიკ გულედანს პოლიციელების პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მესტიის რაიონის პოლიციის უფროსს ბესიკ გულედანს პოლიციელების პოლიტიკურ ზეწოლაში და ტერორში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, მესტიის რაიონის პოლიციის უფროსმა ბესიკ გულედანმა პოლიციელები დაიბარა და ხატზე დაფიცება აიძულა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდნენ ხმას.
სოზარ სუბარის თქმით, პოლიციელი, რომელიც მას შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ მისი დისშვილი იყრიდა კენჭს მაჟორიტარად და მხოლოდ მას მისცემდა ხმას და არა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ეს პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"პოლიციელი მელიტონ პაკელიანი არ დაეთანხმა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატის სასარგებლოდ მიეცა ხმა და ამის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან", _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, პოლიციის უფროსი არა მხოლოდ პოლიციელებს აიძულებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მიეცა ხმა, არამედ მათგან პირობას ითხოვდა, რომ მისი ოჯახის წევრებიც ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა ხმას.
სახალხო დამცველი აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად და ტერორად აფასებს.
მანვე აღნიშნა, რომ გარდა პოლიციის უფროსებისა, ამომრჩევლებზე ზეწოლას გამგებლებიც ახდენენ.
მისი თქმით, ჭიათურის რაიონის სოფელ გირძულში სკოლის დირექტორი გოჩა შეყილაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ მან შვიდი პედაგოგი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს საუბნო კომისიის წევრები იყვნენ, სამსახურიდან არ დაითხოვა. აღნიშნულ საარჩევნო ოლქში მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო 90 პროცენტი ხმების. ვინაიდან ეს რაოდენობა მან ვერ მიიღო, დავალება იყო გაცემული, რომ კომისიის წევრები, რომლებიც პედაგოგები იყვნენ, სამსახურიდან უნდა გაეთავისუფლებინა, თუმცა ეს დავალება გოჩა შეყილაძემ არ შეასრულა, რის გამოც იგი სამსახურიდან თავად გაათავისუფლეს.
სუბარის თქმით, როგორც ჭიათურის მოსახლეობა აცხადებს, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობს ნინო ბურჯანაძის მამამთილი რეზო ბიწაძე, რომელიც სოფელ ფერიიდან საკრებულოს წევრია და ამავე სოფლის სკოლის დირექტორი.
მოსახლეობის თქმით, რეზო ბიწაძე საარჩევნო პოლიტიკურ ზეწოლაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id...&info_id=221168