LeGoვინაიდან, ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს,
ვინაიდან, ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის რწმენას, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება, და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია ადამიანთა მაღალ მისწრაფებად,
ვინაიდან, აუცილებელია ადამიანის უფლებებს იცავდეს კანონი იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ უკანასკნელ საშუალებას,
.....
და ა.შ. ამ "ვინაიდანებიდან" გამომდინარე ჩამოთვლილია ის უფლება ტავისუფლებები რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს და რისი უზრუნველყოფაც არის სახ. მოვალეობა...
ასევე ამ დოკუმენტის ბოლოში სწერია
მუხლი 30
ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირებისათვის ისეთი უფლების მინიჭება რომელიც მათი საქმიანობის ან მოქმედებათა შედეგად გამოიწვევს ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობას.
განვიხილოთ ანცები როგორ იცავენ ადამიანტა უფლებებს.
"მუხლი 3
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება."
დაირღვა
"მუხლი 4
არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.
"
ირღვევა
"მუხლი 5
არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.
"
ირღვევა
"მუხლი 7
ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
"
ირღვევა
"მუხლი 8
ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეფექტურად აღადგინოს თავისი უფლებები კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისი კონსტიტუციური თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
"
ირღვევა
"მუხლი 9
არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაპატიმრებას, დაჭერას ან გაძევებას.
"
ირღვევა
"მუხლი 10
ყოველ ადამიანს, მის უფლება-მოვალეობათა და მისთვის წაყენებულ სისხლის სამართლებრივ ბრალდებათა განსაზღვრისათვის, სრული თანასწორობის საფუძველზე, უფლება აქვს, მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.
"
ირღვევა
"მუხლი 11
1. ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით.
2. არავის შეიძლება მსჯავრი დაედოს ისეთი მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც ჩადენის მომენტში არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. აგრეთვე დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე გამოყენებული იქნებოდა, დანაშაულის ჩადენის დროს.
"
ირღვევა
"მუხლი 12.
არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.
"
ირღვევა
"მუხლი 17
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად.
2. არავის უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
"
ირღვევა
"მუხლი 19
ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, დაუბრკოლებლად მისდევდეს თავის მრწამსს და მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.
"
ირღვევა
"მუხლი 20
1. ყოველი ადამიანი სარგებლობს მშვიდობიანი შეკრებებისა და ასოციაციების თავისუფლებით.
2. არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე ასოციაციაში.
"
ირღვევა
"მუხლი 21
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.
2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის საჯარო სამსახურში.
3. სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველია ხალხის ნება; ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.
"
ოოო აი ეს რომ დაირღვევა და თუ დაირღვა მემრე ნახე შენაა..მაგრამ იმდენი რამე ირღვევა აქ რომ ამის დიდი შანსიც არის.
"მუხლი 22
ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური დაცვის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგში ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.
"
ირღვევა
"მუხლი 23
1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.
2. ყოველ ადამიანს აქვს, დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების უფლება.
3. ყოველ ადამიანს, რომელიც შრომობს, უფლება აქვს იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
4. ყოველ ადამიანს უფლება აქვს შექმნას პროფესიული კავშირები და თავისი ინტერესების დასაცავად შევიდეს პროფესიულ გაერთიანებებში.
"
ირღვევა
"მუხლი 25
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ასევე უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
2. დედობა და ჩვილი ბავშვის ყოლა იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობის და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.
"
ირღვევა
"მუხლი 26
1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება უფასო უნდა იყოს სულ მცირე, დაწყებით და ზოგად დონეზე. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის მათი უნარის შესაბამისად.
2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაძლიერებისაკენ. განათლება ხელს უნდა უწყობდეს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი და რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას, მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.
3. მშობლებს აქვთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის განათლების არჩევის პრიორიტეტი.
"
ირღვევა
"მუხლი 28
ყოველ ადამიანს აქვს ისეთი სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.
"
არ გვაქვს ასეთი წესრიგი ქვეყანაში

"მუხლი 29
1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.
2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მხოლოდ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა, და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
"
ყურცქვიტუსს რომ კიდია საზოგადოება ეს ფაქტია.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...60b5b4e6aa65.fc This post has been edited by შაქროII on 9 May 2008, 18:07